ირმა ჩიტაია 11.03.2024

საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს გახსნილი. პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. შემუშავებული რეგულაციებისა და დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, თამაშდამოკიდებულ მოქალაქეთა რიცხვი ქვეყანაში სულ უფრო მატულობს.
|
ქეთო გოგოხია 11.03.2024

კლიმატურმა ცვლილებამ შესაძლოა, გლობალურად წყლის დიდი დეფიციტი გამოიწვიოს. კრიზისი იმდენარ რეალურია, რომ სპეციალისტები უკვე საუბრობენ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე, რაც სავარაუდოდ, წყლის დეფიციტს დაუკავშირდება. საუბარი არ არის მხოლოდ სასმელ წყალზე, აგრარულ მეურნეობასა და მრეწველობაში წყლის მარაგის დიდი კლებაა მოსალოდნელი, რის წინაშეც განვითარებული ქვეყნებიც აღმოჩნდებიან. საქართველოს ეს საფრთხე უშუალოდ არ ემუქრება, თუმცა გლობალური პროცესების გავლენა აქაც აისახება. მთავარი პირობა, რაც რისკს აგვაცილებს, წყლის რესურსის რაციონალური მართვაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2024

სამთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღეს - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებას კიდევ ერთი პარტია „ახალი" მიიღებს მონაწილეობას. მელია-გვარამიას ერთობა „გამარჯვების სანაცვლოდ, დიდი გაერთიანების მომხრეა" და პირობას დებს, რომ არანაირ წარსულზე არ იქნება საუბარი და მომავლისკენ იქნება ორიენტირებული.
|
ნატალია ჯვარიძე 11.03.2024

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადებით, თუ ნატო-ს ჯარები უკრაინას დახმარებას უშუალოდ მის ტერიტორიაზე გაუწევენ, ეს არცერთ საერთაშორისო ნორმას არ დაარღვევს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნატოს ჩართვა ომში გამორიცხულია, თუმცა, შესაძლოა შეიქმნას კოალიცია, სადაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ჯარით დაეხმარება.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ახალი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს - ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ჯანდაცვის უწყებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს. სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2024

რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა „ანტიდასავლურ ღერძს" ქმნიან - დასავლური მედია ამაზე უკვე ღიად წერს. მეორეს მხრივ კი, საფრანგეთის ინიციატივაა ისეთი ქვეყნების ალიანსი შექმნა, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ჯარები განათავსონ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს მოვლენები გლობალური სამხედრო დაპირისპირების წინაპირობა აღმოჩნდეს.
|
ნატალია ჯვარიძე 10.03.2024

აზერბაიჯანი სომხეთისგან 4 სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს, რომელიც, ოფიციალური ბაქოს აზრით, სომხეთის მიერაა ოკუპირებული. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, ეს შესაძლოა ახალ საომარ მოქმდებებში გადაიზარდოს.
|
რეზონანსი 10.03.2024

ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ რიტორიკა შეცვალა და აქცენტი სოციალურ პრობლემებზე გადააქვს. მმართველმა პარტიამ კი თავის წინასაარჩევნო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ისევ „ომისა და მშვიდობის“ თემის წამოწევა დაიწყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2024

ნიკა გვარამიას „ახალს" „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე შეუერთდა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად გვარამიამ აცნობა „ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით და შესაბამისი სურათით. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, რომ გვარამიას „ახალში" „ოცნების" სხვა ყოფილი წვერებიც ვიხილოთ, მაგალითად, ეკა ბესელია.
|
რეზონანსი 09.03.2024
ნიკა მელია და ნიკა გვარამია, სავარაუდოდ, ერთიან პარტიას შექმნიან და არა ორ სხვადასხვას - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილი წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, თავადაც მელის პოტენციურ თანაგუნდელად განიხილება. რა პერსპექტივა აქვს ასეთ პოლიტიკურ ალიანსს, ექნება თუ არა მას ოპოზიციური ფლანგის ლიდერობისა და ამ მხრივ „ნაცმოძრაობის" ჩანაცვლების ამბიცია? ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებს ამ ახლი პარტიის მიმართ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 09.03.2024

რუსთავში, თორდიას ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი ყოფილ ცოლს მიუვარდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა ქალი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდა, მასთან დალაპარაკებას ითხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2024

ავსტრიის პოლიციამ ქართველების დაჯგუფება დააკავა, რომელმაც, გამოძიების მიხედვით, ავსტრიის ქალაქ კრემსის სხვადასხვა რაიონში ათამდე მდიდრული სახლი გაძარცვა. ჯამში კი ნაქურდალმა 107 000 ევროს ჯამური ზარალი შეადგინა. მედიის ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, სახლები კარგად ორგანიზებული სქემით გაქურდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|