ელზა პაპოშვილი
03.03.2024

იგეგმება თუ არა მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები? ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება იგივე ბედი ეწიოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საკადრო ცვლილებები ლოგიკურიცაა, რადგან ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნების წინ ეცდება შემოიკრიბოს ისეთი გუნდი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნაკლები კითხვა და პრეტენზია ექნება.

ელზა პაპოშვილი
02.03.2024

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - რა  გახდა 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რუსთავში, თორდიას ქუჩაზე მე-8 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა თუ გადმოაგდეს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2024

თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლეო პალეტა საუბრობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ის, რომ ომის შესაძლო შედეგებზე უკვე არის მსჯელობა ნატოს ქვეყნებში, დასავლური ჯარის უკრაინაში შესაძლო განთავზებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაც ნათლად ადასტურებს.

ელზა პაპოშვილი
01.03.2024

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობაში ცვლილებების  მეორე სერია დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა - ღარიბაშვილის ერთგული კადრად მიჩნეული აზარაშვილი პოსტიდან დილით გაუშვეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამაზე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აზარაშვილის გადაყენება წინასაარჩევნო სიტუაციასთანაა დაკავშირებული - პრობლემურ მინისტრებს თავიდან იშორებენ . მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მიმართ დაწყებული უკმაყოფილება ახალი არ არის და ეს უკვე დიდი  ხანია გრძელდება. 

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2024

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოკავშირეების კრიტიკული გამოხმაურებების მიუხედავად, უკან არ იხევს და აცხადებს, რომ მისი გამონათქვამი უკრაინაში ჯარის განთავსებაზე „კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო". სხვა დასავლელი ლიდერები კი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფენ ამის შესაძლებლობას.

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2024

„ნაცმოძრაობა" 20%-ს ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია. ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. ჩვენი მხარდაჭერა დღეს 60%-მდეა, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" რეიტინგის ფონზე, კოალიციური მთავრობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2024

„ოცნება" ამზადებს საკანონდებლო ინიციატივას, რომელიც უმრავლესობის თქმით, „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". პარტიის აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, შესაძლოა ქვეყანა ისეთი რეალობის წინაშე აღმოჩდეს, როდესაც "მოგვთხოვენ ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას". ოპოზიციის შეფასებით, ესაა გამოგონილი საფრთხეები და მსგავი თემების პერიოდული განახლება „რუსული პროპაგანდის ნაწილია".

ლაშა გელოვანი
01.03.2024

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ავდიივკას აღების შემდეგ, რუსეთის შენაერთებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ სამი დასახლება დაიკავეს და შეტევას პრინციპში ფრონტის მთელ პერიომეტრზე აწარმოებენ. სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოდის უკრაინელი სამხედროებისგან, რომ მათ შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მწვავე დეფიციტი აქვთ. ამის საფუძველზე ბევრი უკრაინასა და დასვლეთშიც შიშობს, რომ დროული დახმარების გარეშე ზაფრულისათვის რუსებმა შეიძლება ფრონტი გაარღვიონ, ოდესის ბლოკირება მოახდინონ და მერე მოლდოვას მიადგნენ.

გვანცა წულაია
29.02.2024

ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალურ დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ირკვევა, რომ კურორტებზე სეზონის ბოლოსკენ უფრო მეტი დამსვენებელია, ვიდრე დასაწყისში იყო. მიუხედავად ამისა, სასტუმროს წარმომადგენელთა ნაწილი სეზონით უკმაყოფილოა, ნაწილი კი კმაყოფილია და მათ მოსაზრებას იზიარებენ ტურიზმის ექსპერტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დატვირთულია სასტუმრობი და ბევრი უცხოელი ტურისტი ისვენებს ზამთრის კურორტებზე.

თამთა ჩაჩანიძე
29.02.2024

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის აშენებასთან დაკავშირებით კრემლის ინიციატივა დაგმო, დე ფაქტო რეჟიმმაც და რუსულმა მხარემაც ამაზე დუმილი ამჯობინეს და სიახლეები ამ საკითზე არც რუსული და არც აფხაზური მედიიდან აღარ ისმის.

ელზა პაპოშვილი
29.02.2024

სალომე ზურაბიშვილის  ერთ-ერთ მთავარ მისიას არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება შეადგენს, ზურაბიშვილი მუდმივად იმეორებს, რომ არჩევნებში შესაძლოა რუსეთი ჩაერიოს, ეს კი მათ ლეგიტიმურობაზე კითხვებს  აჩენს, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ პრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას. 

ელზა პაპოშვილი
29.02.2024

ლილოში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს - ხელბორკილები 21 წლის ოთარ ცინდელიანს მაშინ დაადეს, როცა ის სვანეთში წასვლას აპირებდა. პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა. გოგონას ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასევე ოჯახის ახლობელი იყო, მას ფულის გამოძალვის მიზნით აშატაჟებდა. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×