ირმა ჩიტაია 29.02.2024

აფხაზეთიდან, კერძოდ გალის რაიონიდან ქართული მოსახლეობა გადინების პროცესი დღითი დღე თვალში საცემი გახდა. ამ გარემოებამ თვითონ თვითმარქვია გალის რაიონის ხელმძღვანელობაც კი დააფიქრა. ისინი პრობლემაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.02.2024

ვლადიმირ პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღით ექმურება, ამბობს, რომ „შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება", თუ დასავლირი ჯარები უკრაინაში გამოჩნდებიან. პუტინმა ეს პასუხი მედიაში გავრცელებულ საფრანეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას მოაყოლა, სადაც ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა.
|
რეზონანსი 29.02.2024

„გირჩის" ინიციატივას, რაც ამნისტიით 5 ათასამდე პატიმრის გამოშვებას გულისხმობს, ოპოზიციაში არაერთგვაროვნად ხვდებიან, „ოცნება" კი ჭოჭმანობს. პროექტს მხარს უჭერენ ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპელი სოციალისტები", ალეკო ელისაშვილი და ხატია დეკანოიძე, თუმცა „ლელო" და გახარიას პარტია წინააღმდეგ გამოდიან.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.02.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და „შეუძლებელია ამაზე გავლენის მოახდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით". „ნაცმოძრაობა" კი ექსპრეზიდენტის გათავისუფელბისთვის რეგიონებში ხელმოწერებს აგროვებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო, რომელიც „პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი". ამაზე „ოცნება" ამბობს, რომ გარკვეული „ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი ინიციატივები, პოლიტიკურად მიკერძოებული და პროვოკაციულია".
|
ლაშა გელოვანი 29.02.2024

უკვე თვეებია, რაც ევროპელი ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ რეგულაციებით დაწესებულ შეზღუდვებს, რაც მათი ხარჯების მკვეთრ ზრდას იწვევს. ისინი ასევე აღშფოთებას ვერ მალავენ ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი უკრაინიდან, მათი აზრით არასამართლიანი კონკურენციის გამო.
|
ქეთო გოგოხია 28.02.2024

ბახმაროში მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობის მიმართ უკმაყოფილება მწვავდება. გადაწყვეტილებას, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება მოხდეს, ეკოლოგები პრინციპულად ემიჯნებიან. ნაწილი აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს, ნაწილიც საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც გარემოსდამცველები აღნიშნავენ, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ პროექტი შეჩერდეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2024

თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლლეობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 22 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა კაცს, პოლიცია ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 22 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც საამქროსთან ახლოს, ლილოს დასახლებაში იპოვეს, მამამ ამოიცნო. ქეთი ჯავახიშვილის ცხედარს დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნება. როგორც თვითმხილველები „რეზონანსს“ უყვებიან, გოგონა მავთულით ხელებშეკრული იყო. მას დანა ზურგის და ყელის არეში ჰქონდა ჩარტყმული.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2024

უკრაინა ავდიივკას დაკარგვის შემდეგ, "იბრძვის დაიკავოს თავდაცვითი პოზიციები" საკვანძო ქალაქთან ახლოს. დონეცკის აღმოსავლეთის სამ სოფელთან რუსული ძალები აძლიერებენ თავდასხმებს და უბიძგებენ უკრაინელებს დასავლეთისკენ გადაინაცვლონ.
|
გვანცა წულაია 28.02.2024

უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიძვირის პირობებში ადგილობრივ მოსახლეობას ბინის შეძენა სულ უფრო მეტად უჭირს. საქართველოში საცხოვრებელი ადგილები, ძირითადად, უცხოელებისა და ემიგრანტების ხარჯზე იყიდება. ამიტომ სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში საბინაო კრიზისი დაიწყოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.02.2024

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის გამოსვლა დახურულ რეჟიმში წარიმართა, თუმცა, ელჩის მთავარი გზავნილები საზოგადოებისთვის ცნობილია - გამოსვლისას ელჩმა მთავარი აქცენტები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაზე, ასევე რუსეთიდან საფრთხეებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა, ანალიტიკოსებს კი ელჩის განცხადებებზე რჩებათ შთაბეჭდილება, რომ აშშ-სთვის, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორისთის, მთავარი და გარდამტეხი მაინც საქართველოში ჩატარებული 2024 წლის არჩევნები იქნება.
|
ნაზი ბერიძე 28.02.2024

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.
|
ნაზი ბერიძე 28.02.2024

ნატოს ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ქვეყნების ინტერესებში არ შედის, თუმცა, უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის შემთხვევაში რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|