თამთა ჩაჩანიძე 14.03.2024

უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოს გენდივანი ეწვევა - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა და დასძინა, რომ ვიზიტის მიზანია გაძლიერდეს პარტნიორობა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე სტოლტენბერგის გადაწყვეტილება „კარგი ჟესტია."
|
გვანცა წულაია 14.03.2024

საქართველოში ყოველწლიურად ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მძლავრი აფეთქება ხდება. გუშინდელ შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლით არ ჩაუვლია, მაგრამ ქვეყანას არა ერთი ტრაგედია ახსოვს გაზის აფეთქების გამო. სფეროს ექსპეტრები ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები დაუდევრობის გამო ხდება, რადგან ქვეყანაში არ არის შესაბამისი კონტროლი.
|
რეზონანსი 14.03.2024

როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი და როგორ გადანაწილდება ხმები არჩევნებში, ამ საკითხებზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ესაუბრა, რომელიც ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში მელია, გვარამია და სააკაშვილი ერთად იქნებიან. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს.
|
ელზა პაპოშვილი 14.03.2024

ვინ ითხოვს სასამართლო სისტემის გაკონტროლებას? რა სახით შეიძლება გატარდეს საქართველოში ევროკომისიის მოთხოვნებში არსებული მართლმსაჯულების რეფორმა? ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური დაპირისპირება არ ცხრება. ის პოლიტიკურ საზღვრებს გასცდა და ამ პოლემიკაში როგორც მოსამართლეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართვნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.03.2024

„ნაცმოძრაობა" ფასების კამპანიას აგრძელებს, ამჯერად აქცენტი საწვავზეა, მანამდე კი საკვები პროდუქტების ფასების შესადარებლად პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თურქეთში იყო გადასული, სადაც თქვა, რომ იქ პროდუქცია „ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში". „ოცნება" აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ" საზოგადოების დასარწმუნებლად სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით დოლარი დახარჯა და ეჭვობს, რომ ამით „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონპროექტის გადაფარვას ცდილობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.03.2024

ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა - გამოდიან შეთავაზებით, ბლოკმა განიხილოს სომხეთის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს მხოლოდ მოწოდებაა, თუმცა თუ სომხეთმა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯები გადადგა, ეს საქართველოს ევროპერსპექტივისთვის დადებითი მომენტია, რადგან რეგონში ევროპული ამბიციების მქონე ორი ქვეყანა იქნება.
| |
ქეთო გოგოხია 13.03.2024

რუსეთიდან იაფი შაქრის ექსპორტის შესაძლო აკრძალვა ქართველ იმპორტიორებს და მომხმარებლებსაც პრობლემას ჯერჯერობით არ შეუქმნის. იმპორტის დინამიკამ აჩვენა, რომ შემოტანილ შაქარზე მოსაკრებლის დაწესებამ მდგომარეობა რეალურად ბაზარზე ასე თუ ისე შეცვალა. თუკი 2023 წლის მდგომარეობით, რუსეთი იმპორტში დომინანტ ქვეყანას წარმოადგენდა, მიმდინარე წლიდან ეს მოცემულობა შეიცვალა და ქვეყანა რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულია.
|
ელზა პაპოშვილი 13.03.2024

ქედაში 53 წლის კაცს 15 წლის დისშვილზე სექსუალური ხასიათის დანაშაულს და ასევე გოგონას შეყვარებულის დაჭრას ედავებიან. მას თუ ბრალი დაუმტკიცდა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებინ, პოლიციამ ბიძასთან ერთად გოგონას დეიდაც დააკავა. ცოლ-ქმარი მაშინ აიყვანეს, როდესაც გოგონამ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ დეიდამ სიმართლის გაგების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადა. გოგონამ დახმარებისთვის ასევე 15 წლის შეყვარებულს მიმართა, რომელმაც კაცთან დალაპარაკება სცადა, მან კი მოზარდი ცივი იარაღით დაჭრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.03.2024

ოფიციალურად გაირკვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელების" კანდიდატი დონალდ ტრამპი, „დემოკრატების" კანდიდატი კი მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება, პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ახლა იწყებენ, ამიტომაც ანალიტიკოსებს უჭირთ მათ რეიტინგებზე საუბარი, თუმცა, რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ერთ-ერთის გამარჯვების შემთხვევაში.
|
ელზა პაპოშვილი 13.03.2024

საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე. პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რუსული ლეგიონი კვლავ გააქტიურდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ლეგიონის ქვეითმა მებრძოლებმა და ჯავშანტექნიკამ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. შეტევა ძირითადად კურსკის ოლქში განხორციელდა და ამბოხებულებმა რამდენიმე სოფელიც დაიკავეს. რუსეთზე განხორციელდა შეტევები უპილოტო საფრენი აპარატებითაც. ერთ-ერთი დრონი ქალაქ ბელგოროდის ადმინისტრაციის შენობას მოხვდა.
|
ნატალია ჯვარიძე 13.03.2024

პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე განპირობებულია იმით, რომ ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის სასარგებლოდ ჩარევა დაუშვა. თითქოს და პუტინი მზად არის მოლაპარაკებაზე წავიდეს, ესეც დიდი ტყუილია. ამით საკუთარ ხალხს უნდა დაანახოს, რომ მას უნდა მშვიდობა, თუმცა დასავლეთი არ თანხმდება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი კახა გოგოლაშვილი პუტინის განცხადებებს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან კონფლიქტში გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საჭირო გახდება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|