თამთა ჩაჩანიძე
17.03.2024

უკრაინას ახალი სტრატეგია აქვს - მიზანმიმართულად უტევს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს საწვავის დეფიციტის შექმნის მიზნით. ანალიტიკოსების თქმით, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსების ლოჯისტიკაზე, რადგან ართულებს ფრონტის საწვავით მომრაგებას. პარალელურად კი უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება" ახალი წარმატებისა და რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ.

ელზა პაპოშვილი
17.03.2024

რისთვის ჩამოდის საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი და რა იქნება მისი მთავარი გზავნილი? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთისთვის საჩვენებელი ვიზიტი, რომ ნატო თავის მოკავშირეებს უყურადღებოდ არ დატოვებს. მეორეს მხრივ კი, სტოლტენბერგისაგან უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით  გარკვეული გზავნილები ექნება. 

რეზონანსი
16.03.2024

შეუერთდებიან თუ არა გვარამია-მელიას პარტიას „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები და როგორ იმოქმედებს ეს პარტიის იმიჯსა და რეიტინგზე? მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე უკვე „ახალის" წევრია და როგორც პარტიის თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცხადებს, ეს ამ ტენდენციის მხოლოდ დასაწყისია.

ელზა პაპოშვილი
16.03.2024

ხონში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ფაქტი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ყოფილ ცოლს სახლში მიუვარდა და კონფლიქტის შემდეგ სიდედრს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. 

ნატალია ჯვარიძე
16.03.2024

რუსეთის 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები, უკვე მის დასრულებამდე აშშ-სა და ევროკავშირში, პრაქტიკულად, არალეგიტიმურად გამოაცხადეს. რა სამართლებრივი შედეგები ექნება ამას და რა გავლენას იქონიებს უკრაინაში ომის დასრულებისა და მოლაპარაკების პერსპექტივაზე? ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ პუტინთან მოლაპარაკება დასავლეთღის მხრიდან აქამდეც ნაკლებად სავარაუდო იყო, თუმცა, მიიღებს თუ არა მისი პრეზიდენტობის არალეგიტიმურად ცნობა ოფიციალურ სახეს, ჯერ ძნელი სათქმელია.

რეზონანსი
16.03.2024

1993 წლის 15-16-17 მარტს აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი შემოტევა სოხუმზე ქართულმა არმიამ მოიგერია და გამარჯვების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ისტორია შექმნა საბოლოოდ დამარცხებულ ომში.

ელზა პაპოშვილი
15.03.2024

12 წლის ანა იანუშაიტიტეს ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, გამოძიება კვლავ არ გაუცია პასუხი, ვინ მოკლა მოზარდი. ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებულია.

„უფლები საქართველოს“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობას.

2 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2024

„ოცნება" ენჯეოებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს - მმართველი პარტია წინააღმდეგია ვეტინგის სისტემის დანერგვის, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს და აცხადებს, რომ ეს „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაააქტიურა". მათი შეფასებით, „მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ" იმ მოსამართლეებზე, ვინც ამ იდეას ემხრობა.

ელზა პაპოშვილი
15.03.2024

„ნაციონალური მოძრაობის" პიარს წინასაარჩევნოდ კვლავ ამერიკელი პიარ-კონსულტანტი ჯერემი როზნერი გაუძღვება. ოპოზიციურმა პარტიამ გეგმის  ნაწილის შესრულება კახეთიდან დაიწყო - „დიდი პრობლემა“, „ქვეყანა იცლება, ეკონომიკა ჩიხშია“, გაზეთები და პოსტერები ამ გზავნილებით ოპოზიციური პარტიის წევრებმა თელავში დაარიგეს.  

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2024

რუსეთის მისამართით საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციები თანდათან უფრო ხისტი ხდება - ემანუელ მაკრონმა ვრცელ ინტერვიუში გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ არ გამოავლინონ სისუსტე მოსკოვის მიმართ. ის კვლავ იმ აზრზეა, რომ საფრანგეთი არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაში დასავლათის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს უკრაინაში ჯარის განლაგება, თუმცა დაამატა, რომ დღეს ამის საჭიროება არაა.

ნატალია ჯვარიძე
15.03.2024

„არჩევნები, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს, არის ფორმალობა. 94 000 საარჩევნო უბანზე დანიშნულია მილიონამდე ასეთივე კორუმპირებული, კარგად გაფრთხილებული და დატრენინგებული პუტინის მომხრე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თუნდაც არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, აიღებენ ხმებს და მაინც ჩაყრიან საარჩევნო ყუთში. „გამარჯვების" შემდგომ, პუტინმა შესაძლოა შემდეგ უფრო გააქტიუროს უკრაინაში საომარი მოქმედებები," - აცხადებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" რუსეთში არჩევნების სავარაუდო შედეგებზე საუბრისასა. მისი თქმით, კრემლი ყველანაირად ეცდება ყველანაირი პროტესტის ჩახშობას.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელის შემდეგ, ვიზიტებს მეზობელ ქვეყნებში გეგმავს - შაბათს აზერბაიჯანს ეწვევა, ერთ კვირაში კი მოჰყვება ვიზიტი სომხეთში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში ვიზიტების ერთ-ერთი საკითხი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება იქნება, რაშიც საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×