ელზა პაპოშვილი 03.04.2024

უმძიმესი დანაშაული შუახევში, სოფელ ნენიაში - 34 წლის ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ქმარმა თვითმკვლლეობა სცადა და დაზიანებები დანით მიიყენა.
|
გვანცა წულაია 03.04.2024

2024 წლის ორ თვეში საქართველოს ეკონომიკამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. იანვარში ქვეყნის მშპ 5- .8%-ით, ხოლო თებერვალში 9.5%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც საქართველომ პანდემიის დასრულების შემდეგ აიღო, არ განელებულა. მიმდინარე ორთვიანი სტარტის შემდეგ კი ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ 2024 წელი ორნიშნა ან მასთან მიახლოებული შედეგით დაიხუროს.
|
ელზა პაპოშვილი 03.04.2024

ყველას ყურადღება უკრაინის ფრონტზე ახლა იმისკენ არის მიმართული, თუ რომელ მიმართულებაზე შეიძლება რუსეთმა კონტრშეტევა წამოიწყოს. ასეთ მიმართულებად კი ხარკოვს ასახელებენ. თუმცა "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" ბოლო მოხსენებაში წერს, რომ შეტევის დროს რუსეთის არმიას შეეძლება შეტევითი მოქმედებების მხარდაჭერა არაუმეტეს ერთი ოპერატიული მიმართულებით.
|
ქეთო გოგოხია 03.04.2024

ონლაინ მაღაზიებსა და კომპანიებში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მომხმარებლის უფლებების დამცავი კანონი მიიღო, ამან, ფაქტობრივად, ვერანაირი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტოს საკმაოდ ბევრი დაზარალებული მიმართავს, პარალელურად დანაშაულებრივმა სქემებმა იმდანად ტოტალური სახე მიიღო, რომ ფაქტების დიდი ნაწილი უფლებადამცველებამდე ვერ აღწევს. გარდა ამისა, მოხმარებელთა უმეტესობას საკუთარი უფლებების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს და ჩუმადაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.04.2024

ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაციაა საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
|
ნატალია ჯვარიძე 03.04.2024

გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მათივე თქმით, პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის გამოფიტვა შეუძლია და ევროპელი ლიდერების ერთიანობის გამოცდას ცდილობს, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მისმა აგრესიამ არ გაამართლოს.
|
ნატალია ჯვარიძე 03.04.2024

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე სამხედრო საწარმოებს უკრაინა თავს დრონებით დაესხა. თავდასხმისას 7 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა და სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. „შვიდი ადამიანი დაშავდა, სერიოზული დაზიანებები არ არის, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმამდე". - წერს „ტასსი". თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.04.2024

ერთი წლის თავზე „ოცნება" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს კვლავ პარლამენტში აბრუნებს - როგორც თავად ამბობენ, კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი", გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". ოპოზიცია კი კვლავ ინიციატივის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატები „წერას არიან აყოლილები".
|
ელზა პაპოშვილი 02.04.2024

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი 29 წლისაა. მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაადეს ხელბორკილები. მკვლელობა სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა.
|
ელზა პაპოშვილი 02.04.2024

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება. ისინი სავარუდო დროსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი მაის-ივნისშია. ხოლო ოკუპანტების მთავარ სამიზნეს ხარკოვი წარმოადგენს. რუსეთი აძლიერებს რეგიონის დაბომბვას.
|
გვანცა წულაია 02.04.2024

საქართველოში კადრების პრობლემა ისევ მწვავეა. პრობლემის დაძლევა, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომ კერძო სექტორს კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური მუშახელის პრობლემა უდგას. ამ ფონზე ქვეყანაში პროფესიულ განათლებას ნაკლები ყურადღება ექცევა და ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ არჩევანს უმაღლეს სასწავლებლებზე აკეთებს, არადა ბიზნესს, ძირითადად, ისეთი კადრები სჭირდება, რომელთა მომზადება პროფესიულ კოლეჯებშია შესაძლებელი.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2024

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სულ უფრო მეტად აქტიურდება - აეროპორტისა და ოჩამჩირის ბაზის მშენებლობა, ბიჭვინთის აგარაკებისა და აპარტ-ოტელების საკითხი ანალიტიკოსებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მოსკოვი რაღაც სერიოზულს ამზადებს საქართველოს ოკუირებულ რეგიონში. სამხედრო ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სამხედრო კოლონიზაცია მიდიოდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|