თამთა ჩაჩანიძე 31.03.2024

რუსეთის არმიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად გამოიყენა თავისი ყველაზე მძლავრი არაბირთვული იარაღი - მძიმე თერმობარული საავიაციო ბომბი „ოდაბ-1500“. სპეციალისთა შეფასებით, მას განსაკუთრებულად მძლავრი გამანადგურებელი ეფექტი აქვს, ხოლო მისი აღმოჩენა და ჰაერშვე გაუვნებელყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის პარალელურად, უშუალოდ ფრონტზე სიტუაცია კვლავ „გაყინულია“, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აშშ-ის დახმარების დაყოვნების გამო, კვლავ პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს.
|
ნატალია ჯვარიძე 31.03.2024

საქართველოში უკვე ზედიზედ 4 წელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რომელმაც უშუალოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის გარდა, ზოგადად მოსახლეობაში იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვია
|
ელზა პაპოშვილი 31.03.2024

ექიმების კორუფციის უპრეცენდენტო სკანდალი - სუსმა აზარაშვილის მინისტრობის დროინდელი დანაშაული გახსნა. ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული არიან სასწრაფო დახმარების ექიმები, ქრთამის გაცემის ფაქტზე კი - კომპანია „ვიანის“, იგივე „ევექსის“ ორი თანამშრომელი. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშუალებრივი გარიგების შედეგად ქვეყანაში მძიმე პაციენტებით ვაჭრობა მიდიოდა.
|
ელზა პაპოშვილი 30.03.2024

სტრასბურგის სასამართლოსგან მისი სარჩელის განხილვაზე უარის მიღების შემდეგ, ნიკა გვარამია ბედს უკვე გაეროში ცდის. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და სტრასბურგს არ მიმართა, გვარამიამ კი, თავისი გაუთვლელი ნაბიჯით, უკვე მიაყენა პირველი პოლიტიკური ზიანი ნიკა მელიასთან ერთობლივად დაფუძნებულ „ახალს“. გაეროში ჩივილს კი, სხვადასხვა მიზეზების გამო, არანაირი პრაქტიკული შედეგი არ ექნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.03.2024

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე საქართველოს საგარეო უწყებით უკმაყოფილოა. როგორც მან 11 მარტს მოსამართლეთა პლენუმზე განაცხადა, ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციებს არ დაუწესებდა. რადგან „იქ, სადაც ხელისუფლება მუშაობს, შედეგებს დებს". ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაპირისპირებას, თუმცა, შესაძლოა ამით საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლისთვის საფუძველი მზადდება.
|
ელზა პაპოშვილი 29.03.2024

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მამაკაცს ფსონების ცენტრის დაყაჩაღებას ედავებიან. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პიროვნება შენობაში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით ექვსი ათასი ევრო გაიატაცა.
|
ელზა პაპოშვილი 29.03.2024

სად იქნება ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შემდეგ? - ამ კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი პასუხობს. გიორგი გახარიას თქმით, ივანიშვილი არჩევნებს წააგებს და ოპოზიციის რიგებში გადავა.
„2024 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი იქნება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი,“ - ამბობს გახარია.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.03.2024

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, -განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.03.2024

ჯერ არც ერევნიდან და არც თბილისიდან ოფიციალური გამოხმაურებები არ ყოფილა სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა სომხეთმა საქართველოს ლორეს პროვინციის საზღვრისპირა სოფელი ჯილიზა დაუბრუნოს. ამას წინ უძღვოდა 25 მარტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტი. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამაზე კულუარული საუბრები იყო.
|
ნატალია ჯვარიძე 29.03.2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 29 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქშიც, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება. „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ეს ნაწილაკები ჯანმრთელობისთვის საშიშია და ადამიანებს ამ პერიოდში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.03.2024

სომხეთმა საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, შესაძლოა საქართველოს დაუბრუნოს საზღვრისპირა სოფელი ჯილიზა. ეს ინფორმაცია სომხურ მედიაში გავრცელდა და არცერთ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს იქნება რუსეთისთვის „ხარაკირის" ტოლფასი, რადგან ერთის მხრივ ამით სომხეთი ტერიტორიების გადაცემის პრეცედენტს ქმნის და მეორეს მხრივ დასავლეთი კავკასიის რეგიონში აქტიურდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას დროში ემთვხევა 5 აპრილის აშშ-სომხეთ-ევროკავშირის დაანონსებული შეხვედრა ბრიუსელში.
|
ელზა პაპოშვილი 28.03.2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში ძმებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. როგორც ირკვევა, შელაპარაკების შემდეგ მათ შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ დაჭრით დასრულდა. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|