თამთა ჩაჩანიძე 05.04.2024

ბრიუსელში 5 აპრილის აშშ-ევროკავშირი-სომხეთის სამიტი შედგა, ლიდერებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და აღნიშნეს, რომ „დრო მოვიდა ახალი თავი დაიწეროს" თანამეგობრობის ისტორიაში. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის წყალქევშა კაბელის პროექტს, საუბარია მნიშვნელოვან ინვესტიციაზე - ევროპის ქვეყნებისთვის ენერგომიმწოდებელი პროექტი აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ამასთან ლიდერები მიესალმებიან სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას.
|
ნატალია ჯვარიძე 05.04.2024

F-16 ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდება ახლა დაგვიანებულია, რადგან რუსებმა მათთან გამკლავება ისწავლეს, ამის შესახებ „პოლიტიკოში" გამოქვეყნებულ სტატიაში მისი რედაქტორი, ჯეიმი დეტმერი წერს. მისი მტკიცებით, გამოცემა რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს ანონიმურობის დაცვით ესაუბრა და მათ ეჭვი აქვთ, რომ უკრაინისთვის F-16-ები გასულ წელს იყო კრიტიკულად მნშვნელოვანი, ახლა კი ეს საბრძოლო თვითმფრინავები ომში გარდახეტას ვერ მოახდენენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.04.2024

„იქითკენ მიდის პროცესები, რომ შიდა ძალების მხრიდან იმის სურვილი არაა, რომ დესტაბილიზაცია მოაწყონ", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, რითაც ეხმიანება „ოცნების" მიერ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის შებრუნების შემდეგ გენვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, დასავლეთის ასეთი კრიტიკა მოულოდნელი იყო.
|
ელზა პაპოშვილი 04.04.2024

სამტრედიაში ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის ნატო ხელაძე დანაშაულს უარყოფს. ქალი სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაული მან კი არა, მისმა ძმამ ჩაიდინა, რომლიც მკვლელობის შემდეგ სახლიდან წავიდა. ხელაძე ამბობს, რომ პოლიციაში თავად დარეკა და ადგილიდან არ მიმალულა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ქალის ჩვენება და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
|
ელზა პაპოშვილი 04.04.2024

მოსალოდნელია თუ არა, ხელახლა ინიცირებული და რედაქტირებული ფორმით „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი აქციების დაწყება? ათონელის სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან კვლავ შეხვედრები დაიწყო. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია ამბობს, რომ 26 ოქტომბერი უნდა გახდეს ის თარიღი, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება უნდა გამოაცალონ. რეზიდენცია მათ სწორედ ამ გზავნილით დატოვეს.
|
გვანცა წულაია 04.04.2024

ბახმაროში მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელებას საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ,,ორბი ჯგუფი“ ისეთი მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნის და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრობლემას უკიდურესად გაამწვავეს.
|
ირმა ჩიტაია 04.04.2024

მთავრობა ირწმუნება, რომ საქართველოში პური ძვირი არ ღირს. საკითხმა პოლიტიკურ დებატებში გადაინაცვლა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროდუქცია მომხმარებელს ძვირად მიეწოდება. სექტორის წარმომადგენელები საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. თვლიან, რომ აღნიშნული საკითხი რეალობას არ შეესაბამება და პურის ფასი იმაზე დაბალი ვერ იქნება, რა მაჩვენებელიც ამ ეტაპზე გვაქვს. არსებული მონაცემებით კი ბაზარზე 500 გრ ყველაზე მოხმარებადი თეთრი პურის ფასი 1-ლარიდან 1.10-ლარამდე მერყეობს.
|
ნატალია ჯვარიძე 04.04.2024

უმრავლესობის მიერ ხელახლა ინიცირებული „აგენტების კანონის" საპირწონედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტში „ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტს აინიცირებენ.
|
გვანცა წულაია 04.04.2024

საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების ხარჯი წლიდან წლამდე მზარდია. მათი პრემია-დამანატები, ხშირ შემთხვევაში, ხელფასს აღემატება და თვიური შემოსავალი 10 ათას ლარს სცდება. ეს კი ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა, რაც საჯარო მოხელეების თვიურ შემოსავალში აღირიცხება.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.04.2024

კრემლის ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები უკვე პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა მისული, მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებები დასავლური ჯარის უკრაინაში განთავსებაზე პროვოკაციულია და შესაძლოა ზუსტად ეს გახდეს დიდი დაპირისპირების მიზეზი.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.04.2024

პარლამენტში გირჩის ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც არჩევნებში სავალდებულიო გენდერული კვოტების გაუქმებას გულისხმობს, დაპირისპირებისა და დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მხარდაჭერის მხრივ „გირჩი" „ოცნებასთან" წინასწარ შეთანხმდა და ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების ძირითადი კრიტიკა ინიციატორებსია და უმრავლესობის წევრებისკენ იყო მიმართული.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.04.2024

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს „ოცნების" მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა შებრუნებაზე - ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის", რაც ანალიტიკოსების ნაწილს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ შესაძლოა საქართველოს ევროპესპექტივა შეფერხდეს. თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|