ნატალია ჯვარიძე 27.03.2024

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს და რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას. ანალიტიკოსების აზრით, ნატო უკრაინას იარაღის მიწოდებისთვის მოლაპარაკებას ძალიან წელავს და შესაძლოა უკრაინაში ნატოს ჯარები შევიდნენ.
|
ნატალია ჯვარიძე 27.03.2024

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. რამდენად სწორად ასრულებს მთავრობა რეკომენდაციებს, ამის შესახებ ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველო ზუსტად მიჰყვება ყველა რეკომენდაციას, რაც ბრიუსელიდან მოდის, ნაწილი კი დიდ ცვლილებებს არ ელოდება, განსაკუთრებით სასამართლო და არჩევნების რეფორმების საკითხებში.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2024

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს - 25 მარტს „ნაციონალურმა მოძრაობის" წევრებმა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს ის ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა პრეზიდენტისგან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და მასზე „გარე და შიდა ზეწოლა ვერ იმოქმედებს".
|
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2024

მმართველმა პარტიამ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ორ ძირითად საკითხს მოიცავს - საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში შემოდის „დელეგატი“ცნება. კანონპროექტის თანახმად, პარტიას აქვს უფლება, საარჩევნო სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი რომელიმე საარჩევნო ოლქის დელეგატად განსაზღვროს. რატომ გახდა საჭირო საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამ ცვლილებების მიღება და როგორ აისახება ეს არჩევნების შედეგებზე?
|
გვანცა წულაია 26.03.2024

ბიზნესის დიდი ნაწილი ლარის მეტად გაუფასურებას აღარ ელის. ასეთი მოლოდინია კერძო სექტორში, რასაც ეკონომისტებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე მაღალი ბიჯის შემცირების შემდეგ ლარის გაუფასურება დროებითი ფაქტორია, ამიტომ კურსი სტაბილური იქნება.
|
გვანცა წულაია 26.03.2024

ბიზნესი სხვადასხვა სექტორში 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნებას ითხოვს. საუბარია ისეთ მიმართულებებზე, სადაც კადრების განსაკუთრებული დეფიტიცია. სწორედ სამუშაო ძალიან ნაკლებობისა და კვალიფიციური მუშახელის სიმცირით ხსნის კერძო სექტორი ამ მოთხოვნას, თუმცა ადამიანთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მსგვასი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს დასაქმებულთა მდგომარეობას.
|
ელზა პაპოშვილი 26.03.2024

ოპოზიცია რამდენიმე თვეა ცდილობს ოქტომბრის არჩევნებისათვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მიაღწიოს და შესაბამის კამპანიას აწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე იმ ქვეყნებში, სადაც ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდია. ხელისუფლებისათვის კი ეს ასევე პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა. რა არის ამის მიზეზი და ზოგადად, რა გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პოზიცია?
|
ნატალია ჯვარიძე 26.03.2024

ნატო-ში ალიანსის საზღვრებთან აღმოჩენილი რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავენ - ამის შესახებ განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. რა რეაქცია ექნება ამაზე მოსკოვს და გამოიწვევს თუ არა ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ესკალაციას?
|
ელზა პაპოშვილი 26.03.2024

მკვლელობა ქობულეთში - 47 წლამდე კაცმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ოპერაციის გაკეთებამდე დაიღუპა. შემთხვევა საღამოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მათ კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2024

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქლაქე ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა. რუსული მხარის მტკიცებით, ის 2022 წელს ოქტომბერში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთანაა კავშირში და გამორიცხული არაა, კრემლმა საქართველოს ხელისუფლებას მისი გადაცემა მოსთხოვოს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ამით მოსკოვი საქართველოს მიმართ ახალი პროვოკაციის საფუძველს ამზადებდეს.
|
ნატალია ჯვარიძე 26.03.2024

არის თუ პარტია „ახალი" ორი თანასწორი პოლიტიკური ლიდერისა და მათი თანამოაზრეების ალიანსი? ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიის ლიდერთა ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „ახალში" უკვე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და შიდა დაპირისპირებაა. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ისინი ახალდაფუძნებული პარტიის გაყოფასაც არ გამორიცხავენ.
|
ქეთო გოგოხია 26.03.2024

მოსავლიანობის კუთხით წელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი. ამის პირობას იძლევა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები და, თავის მხრივ, გააქტიურებული ფერმერული საქმიანობა. მთავარია, ამ ყველაფერს ბუნებამაც შეუწყო ხელი, სხვა წინააღმდეგობა რეგიონების მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს, რაზეც უკვე თამამად საუბრობენ და აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თადარიგი უკვე დაიჭირეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|