ნატალია ჯვარიძე
15.11.2024

 

 სტუდენტურ გამოსვლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სტუდენტების მოძრაობა და პლუს ოპოზიცია, ეს არის სიტყვა, რომ საქართველოში შეჩერება არ შეიძლება. ამ სიტუაციაში გამორცხული არაა, რომ არჩევნების საკითხის გარდა, სხვა თემებიც იქნას წამოწეული, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: სტუდენტების გამოსვლები უკვე ახალი მიმართულებაა და ამ სიტუაციაში ისინი მხადამჭერები არიან ოპოზიციური მოძრაობის. გამორცხული არაა, რომ არჩევნების საკითხის გარდა, სხვა თემებიც იქნას წამოწეული, რადგან მე არაერთხელ მითქვამს, უმძიმესი პრობლემები არსებობს სწავლასთან დაკავშირებით. ეს ეხება იმას, რომ სტუდენტთა უმეტესობა თბილისში ჩამოსვლას და განათლების მიღებას ვერ ახერხებს. ეს ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. როგორ შეიძლება „ქართული ოცნება" სულ მართალი იყოს? თუ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებულია, მაშინ ამდენი ხალხი გარეთ რატომ გამოდის? სწორედ, მოუგვარებელია, რომ არის ყველა სფეროში, ამიტომაცაა ეს პროცესები დაწყებული. საჭიროა კოალიციური მთავრობა, რომელიც ამ პრობლემებს ყურადღებას მიაქცევს.

საქართველოში ერთი მხრივ არსებობს ოპოზიცია, სტუდენტები და სხვა ფენები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და მეორე მხრივ, ჯიუტი ხელისუფლება, რომლებიც განსაკუთრებით ამ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხში თავს მართლებად წარადგენენ, რომ ვითომ არჩევნები არ გაყალბებულა და მათ უნდა დავემორჩილოთ. სწორედ, აქ არის კოალიციური მთავრობის აზრი, რომ შეთანხმდნენ. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ფიქრობს, რომ გავა რამდენიმე თვე, გამოელევათ ყველა რესურსი, მათ შორის ფინანსური და შეეგუებიან მათ ნებას.

მე ხელისუფლებას ვურჩევ, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და საზოგადოებასთან დიალოგი დაიწყოს. როგორ შეიძლება ყველაფერი უარყოფილი იყოს? ბატონი ბიძინას კანდიდატურა თავის დროზე გიორგი მარგველაშვილი იყო. ახლა ის ბიძინას წინააღმდეგ გამოდის. ასეთი არიან კიდევ სხვები: სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია. გახარია მთავრობის თავმჯდომარე იყო და სამარცხვინოა ახლა გარეწარს რომ უწოდებს. ეს რა დამოკიდებულებაა? წარმოიდგინეთ ასეთ რამეს რუსეთშიც ვერ ნახავთ. როგორ შეიძლება შენი ყოფილი ამხანაგების მიმართ ასეთი მიდგომა? მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ხალხს საქართველოში ცხოვრება არ უნდა. მე „ქართულ ოცნებას" ვურჩევ, ცეცხლი უკვე დანთებულია, ახლა იმდენს ნუ იზამენ, რომ ამ ცეცხლს ნავთი დაასხან და ხანძარი გამოიწვიონ.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს?

ი.კ: ამ ეტაპზე აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში (ოპოზიციის) გამარჯვებაზე თუა ლაპარაკი, მე ამის მოლოდინი არ მაქვს. თუმცა რა სიტუაციაცაა ახლა აფხაზეთში, ბუნებრივია, საზოგადოების აზროვნებაში ნეგატიურად დამკვიდრდა და მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. მე როგორც ვატყობ, ამ სიტუაციაში ქართული ხელისუფლების წინააღმდეგაც გამოდიან, თუმცა ამ შემთხვევაში თვითონ აფხაზებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, საქართველო ვერაფერს გააკეთებს. ახლა რთულია საუბარი, ეს მომზადებული გამოსვლებია ვინმეს მიერ, თუ ამ საზოგადოების ნაწილი თვითონ მივიდა ამ შეგნებამდე. ეს ძალიან საინტერესოა. თუ ეს შეწყდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის მიერაა მომზადებული, მაგრამ თუ განვითარდა და გაგრძელდა, მაშინ მათგან მოდის. ჩვენმა ხელისუფლებაამ ამ საკითხზე განცხადება აუცილებლად უნდა გააკეთოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×