სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    20.05.2010

      აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ტერმინი "ოკუპირებული" დღეს ევროკავშირის პარლამენტსა და ლიტვის სეიმში განიხილება. ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ იმას, რომ ოკუპაციის საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაგრამ საეჭვოა, რამდენად შესაძლებელი გახდება ამ რეზოლუციის ევროპარლამენტში გატანა.

    ლილი ხმალაძე
    20.05.2010

      ყირგიზეთში გუშინდელი არეულობის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 62 დაშავდა. მოგვიანებით, სიტუაციის ნორმალიზებისათვის დროებითმა მთავობამ ქალაქ ჯალალაბადში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან, ქალაქში შინაგანი ჯარი, პოლიციის სპეცრაზმი და სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს.

    ია აბულაშვილი
    18.05.2010

      ბრიუსელში ე.წ. ბრძენთა საბჭომ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია წარადგინა. საბჭოს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობს. ალიანსი ახალ სტრატეგიას ა.წ. ნოემბერში დაგეგმილ ლისაბონის სამიტზე დაამტკიცებს, მანამდე კი მას წევრი ქვეყნები დეტალურად შეისწავლიან.

    ლილი ხმალაძე
    18.05.2010

      ყირგიზეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გასულ კვირას დროებითი მთავრობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებაში, სხვადასხვა ცნობებით, 2-დან 8 ადამიანამდე არის დაღუპული, დაშავებული კი - რამდენიმე ათეული. რესპუბლიკის სამხრეთში მომხდარი ამ არეულობის გამო მომდევნო დღეებში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ბრალად ამბოხებაში მონაწილეობა წაუყენეს.

    წერილი
    17.05.2010

    ვასილ კუჭუხიძე

    ბოლო რამდენიმე წელია, დაუსრულებლად გრძელდება სპეკულაციები ირან-აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რამდენიმეჯერ პიკს მიღწეული დაძაბულობა მოლაპარაკებებმა განმუხტა, თუმცა - დროებით. საქმეს ის ართულებს, რომ დათმობაზე წასვლა არც ერთ მხარეს არ სურს, საკითხის გაჭიანურება კი ამ შემთხვევაში ირანის ინტერესებში შედის, სწორედ რომ დრო აშორებს ირანს მიზნისაგან, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ამიტომაც აშშ სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, როცა ზუსტად და კატეგორიულად უნდა გადაწყვიტოს, დაუშვას ირანი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც კიდევ ერთი ბირთვული მოთამაშე, თუ სამხედრო ჩარევით მოახერხოს ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ვერ შეძლო სხვა მეთოდებით.

    ლილი ხმალაძე
    15.05.2010

      13 მაისს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბარაქ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა "ახალი საწყისის" რატიფიცირების პროცესზე ისაუბრეს. მათი თქმით, რატიფიცირების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ამასთან, ორივე მხარე უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს დოკუმენტის საბოლოო შეთანხმება.

    მაკა კალაძე
    15.05.2010

      მასალის მოწოდებისთვის "რეზონანსი" მადლობას უხდის აშშ-ს საელჩოს პრესსამსახურს. ამ დღეებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენმა ევროპარლამენტში ვრცელი სიტყვა წარმოთქვა და ევროპისადმი აშშ-ს უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, მის სიტყვაში, რომელსაც "რეზონანსი" შემოკლებით გთავაზობთ, მოხაზულია თანამშრომლობის ის ძირითადი კონტურები, რომლებზეც აშშ და ევროპა, სავარაუდოდ, სამომავლოდ გააკეთებენ აქცენტებს.

    ია აბულაშვილი
    14.05.2010

      ყირგიზეთის სამი ოლქის ადმინისტრაციის შენობებზე კონტროლი ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეების ხელში გადავიდა. დროებითი მთავრობის მოწინააღმდეგებმა ოშის, ჯალალ-აბადის და ბატკენის ოლქის ადმინისტრაციული შენობები შტურმით აიღეს. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათ მხარს უჭერს სამხრეთ ყირგიზეთის 25 ათასამდე მცხოვრები, რომლებიც მზად არიან დროებითი მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ.

    მარი ოთარაშვილი
    13.05.2010

      რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც 2 დღის წინ იმყოფებოდა ანკარაში, ერთ-ერთ წევრად ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც იყო. თუმცა მოსკოვის ყველა მცდელობა თურქეთის ხელისუფლებასთან, ორგანიზებული ყოფილიყო რამენაირი შეხვედრა კადიროვთან, უშედეგოდ დასრულდა. ამის შედეგი კი ის იყო, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ანკარაში ოფიციალური შეხვედრა გამართა... რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრ რაშიდ ნურგალიევთან.

    ლილი ხმალაძე
    11.05.2010

      კანადის პოლიციამ ერთი წლის წინ დაკარგული ქართველი მოზარდის მამა დააკავა. ვახტანგ მახნიაშვილის დაკავებაზე ინფორმაცია კანადურმა მედიამ გაავრცელა. საქართველოს საელჩო კანადაში მომხდარს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

    წერილი
    11.05.2010

    ნატა გიორგაძე

    ორკვირიანი პაუზის შემდეგ სომხეთს საქართველოს გავლით რუსული გაზის მიწოდება აღუდგა. ეს ორკვირიანი პერიოდი კი რუსული მედიისთვის საკმარისი აღმოჩნდა ისეთი დასკვნების გასაკეთებლად, როგორიცაა "სომხურ-ქართული გაზის ომის" დაწყება და ამ შეფერხებისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება.

    ლილი ხმალაძე
    07.05.2010

      გუშინ ინტერპოლმა ყირგიზეთის გადაყენებული პრეზიდენტის ვაჟზე, მაქსიმ ბაკიევზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter