სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლილი ხმალაძე
    01.09.2010

      ჩრდილოკავკასიაში დაძაბულობა გრძელდება. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მშობლიურ სოფელ ცენტოროიზე დავდასხმაში კავკასიის იმარატის ემირად დასახელებული (შემდეგ კი გადაყენებული) ასლამბეკ ვადალოვი დაადანაშაულა. კადიროვმა აღნიშნა, რომ 29 აგვისტოს მომხდარი თავდასხმის შესახებ მან წინასწარ იცოდა და თავდამსხმელებს სოფელში შესვლის საშუალება სწორედ მათი განადგურების მიზნით მისცა.

    ეკა ბასილაია
    31.08.2010

      კვირას ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის სოფელზე თავდასხმის შედეგად დაღუპული მოჯაჰედებისა და ფედერალების რაოდენობაზე ორივე მხარე სხვადასხვა მონაცემებს ავრცელებს.

    ლილი ხმალაძე
    27.08.2010

      ალტერნატიული პარლამენტის, "მეხკ-კხელის" აღდგენით, ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, ინგუშეთში ვითარება არ შეიცვლება. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციის კიდევ ერთი მცდელობა, მოწოდება გაუგზავნოს მოსკოვს.

    ლილი ხმალაძე
    21.08.2010

      ისრაელს ირანისთვის ატომური ბობმის შექმნის ხელის შესაშლელად და ბუშერის ბირთვულ ელექტროსადგურზე სამხედრო იერიშის მისატანად ერთადერთი დღე დარჩა. უკვე შაბათს კი ბუშერში რუსეთიდან ბირთვულ ნივთიერებას ჩაიტანენ და მერე რეაქტორის დაბომბვას აზრი ეკარგება. ამის შესახებ განცხადება გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა გააკეთა.

    მარი ოთარაშვილი
    18.08.2010

    ეკა ბასილაია
       
      კავკასიის იმარატში განხეთქილებაა. ჩეჩენმა მეთაურებმა "ემირ" დოკუ უმაროვს უნდობლობა გამოუცხადეს. ისინი საერთოკავკასიური წინააღმდეგობის ლიდერის უფლებამოსილებას არ სცნობენ.

    ლილი ხმალაძე
    18.08.2010

      რუსეთში, უკანასკნელი მონაცემებით, ხანძრების შედეგად დამწვარია ტყისა და ტორფის მასივების 800 ათასი ჰექტარი. ზუსტი ეკონომიკური ზარალი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 15 მილიარდ დოლარს უკვე გადააჭარბა. ამავე დროს, ოფიციალური ცნობებით, ხანძრების კლების ტენდენცია შეიმჩნევა - მათი ნახევარი უკვე ლოკალიზებულია.

    ლილი ხმალაძე
    17.08.2010

      ყირგიზეთი საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება. გუშინ მონაწილეთა რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულდა. არჩევნების შემდეგ რესპუბლიკა საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა.

    ელზა წიკლაური
    12.08.2010

      რუსეთში ხანძარს ისევ უშედეგოდ ებრძვიან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოფიციალური ინფორმაციით ხანძრის კიდევ 247 ახალი კერა წარმოიშვა. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მოქმედებაში რჩება 570 ხანძრის ახალი და ძველი კერა, საერთო ჯამში, ცეცხლი 174 035 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.

    გიორგი ფუტკარაძე
    07.08.2010

      კრემლის ბოლოდროინდელი ნაბიჯებიდან გამომდინარე, ქართველი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კოფლიქტის განახლებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს, ისე, რომ რეგიონში არსებული სტატუს კვო შეინარჩუნოს.

    გიორგი ფუტკარაძე
    05.08.2010

      ოფიციალური თეირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადი ნეჯადზე თავდასხმა მოხდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცნობა, რომ პრეზიდენტ აჰმადინეჯადს ხელნაკეთი ყუმბარა ესროლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ცნობის გარვცელების მიზეზი კი ფეიერვერკი იყო.

    თიკო ოსმანოვა
    05.08.2010

      ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი "კავკასიის ემირი" დოკუ უმაროვი გადადგომას უარყოფს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გუშინ ჩეჩენ მეამბოხეთა ინტერნეტ გამოცემა "კავკაზცენტრზე" უმაროვის საგანგებო ვიდეომიმართვა გაჩნდა, სადაც იგი უფლებამოსილების მოხსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ კავკასიაში შექმნილი ვითარების გამო ამირის უფლებამოსილების მოხსნა შეუძლებლად მიაჩნია.

    თამთა ქარჩავა
    04.08.2010

    რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობა თავისი კოლეგების თანდასწრებით დადო. მედვედევმა ასევე აღიარა, რომ რუსეთი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლობის აღიარებით არის დაინტერესებული, თუმცა ეს მისი თვითმიზანი არ არის.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter