ვახტანგ შამუგია 12.07.2017
ბაქოს საზღვაო პორტში რუსული იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული კიდევ ერთი ბარჟა შევიდა - ეს ტვირთი აზერბაიჯანმა რუსეთთან ჯერ კიდევ 2010 წელს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო.
|
ნინო ქეთელაური 11.07.2017
"ბუნებრივია, რომ საკითხები კვლავ შეუთანხმებელი დარჩა. იმიტომ, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, პირველ რიგში, იდეოლოგიაში.
|
ვახტანგ შამუგია 11.07.2017
გასული კვირის ბოლოს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა - პირველად 2016 წლის ე.წ. "აპრილის ომის" შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მოწინააღმდეგესთან შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარები გამოიყენა.
|
ნინო ქეთელაური 10.07.2017
"ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობა და მთელ რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა შეხვედრის ფორმატზეც აისახა", - ასე აფასებენ ანალიტიკოსები "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც დაგეგმილზე 4-ჯერ მეტ ხანს (30 წუთის ნაცვლად, 2 საათსა და 16 წუთს) გაგარძელდა.
|
ია აბულაშვილი 10.07.2017
"ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტის მთავარ ინტრიგად იქცა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დაგეგმილი 25-წუთიანი შეხვედრა, რომელიც 2 სააათს გაგრძელდა.
|
თორნიკე ამირხანაშვილი 10.07.2017
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ივან რუსნაკის განცხადებით, დონბასის 3-წლიანი კონფლიქტი უკრაინას 50 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ "მინსკი 2"-ის შეთანხმების შესრულებას ითხოვს როგორც რუსეთი, ასევე დასავლეთი, თუმცა შეთანხმებაში არის უკრაინისთვის არასასურველი საკითხები, რამაც შესაძლოა, უკრაინის მხრიდან საპასუხო ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს.
|
ნინო ქეთელაური 08.07.2017
ტრამპი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსული გაზი ამერიკულით ჩაანაცვლონ. ანალიტიკოსების შეფასებით, ფასის გამო ამერიკულ გაზს სხვა ექსპორტიორებთან კონკურენცია გაუჭირდება და, ამასთან, ენერგოსფეროში დაპირისპირება, შესაძლოა, ახალი ცხელი კერების წარმოქმნის მიზეზი გახდეს.
|
ნინო ქეთელაური 08.07.2017
"გეოპოლიტიკური ვითარება უკვე ძალიან რთულია და ენერგოსფეროში დაპირისპირება, შესაძლოა, ახალი ცხელი კერების წარმოქმნის მიზეზი გახდეს," - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
|
თორნიკე ამირხანაშვილი 08.07.2017
2013 წლიდან მოყოლებული, სირიის ქალაქი რაქა "ისლამური სახელმწიფოს" ხელშია - 2014 წლის მარტში რაქა სახალიფოს დედაქალაქად გამოცხადდა, ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი გახდა. 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა რაქას გასათავისუფლებლად.
|
ნინო ქეთელაური 03.07.2017
მსოფლიოში გავრცელებული მორიგი ჰაკერული თავდასხმების ფონზე, ანალიტიკოსები კიბერ და საინფორმაციო შეტევას საქართველოშიც ელოდებიან. ჰაკერებმა ამჯერად უკრაინას შეუტიეს, რაშიც ოფიციალური კიევი რუსეთის სპეცსამსახურებს ღიად ადანაშაულებს.
|
ვახტანგ შამუგია 03.07.2017
თურქეთი სირიის საზღვარზე მსხვილი სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებზე კარგად ჩანს, როგორ მიემართება თურქული მძიმე ტექნიკა საზღვრისპირა რეგიონისაკენ.
|
თორნიკე ამირხანაშვილი 30.06.2017
"ისლამური სახელმწიფოს" "დედაქალაქის" - ერაყის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქ მოსულისათვის ბრძოლა დამთავრებულია. გუშინ ერაყის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქის აღების შესახებ. მათი ცნობით, გუშინდელი შუადღის მდგომარეობით, ერაყის არმიამ, ფაქტობრივად, სრული კონტროლი დაამყარა მოსულზე და მხოლოდ ერთ გარეუბანში დაახლოებით 5 ტერორისტი უწევდა წინააღმდეგობას ერაყის ნაწილებს, ქალაქის სხვა უბნებში კი უკვე დაიწყო განნაღმვითი სამუშაოები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|