ნინო ქეთელაური
10.09.2017

 ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ რამდენჯერმე სცადა პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა. წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის შეცვლითა და უკრაინელ მესაზღვრეთა კორდონის გარღვევის შემდეგ მან ეს შეძლო.

თიკო ოსმანოვა
09.09.2017

 2004 წლიდან დღემდე რუსეთი 27 ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაერია. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის მარშალის ფონდთან არსებული "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც ამერიკული "იუ-ეს-ეი თუდეი" აქვეყნებს.

ეკატერინე ბასილაია
09.09.2017

 გადალახავს თუ არა უკრაინის საზღვარს მიხეილ სააკაშვილი - ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხსაც 10 სექტემბერს სულმოუთქმელად ელოდება ყველა უკრაინაში და უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ორივე მხარეს დიდი აქტიურობა და სამზადისია.

ნინო ქეთელაური
07.09.2017

 დონბასში შესაძლოა გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები განლაგდნენ, რაზეც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის ტერიტორიის სამუდამოდ დაკარგვის უმოკლესი და ყველაზე საიმედო გზა. ამიტომ, უკრაინისთვის ეს მომგებიანი ვერ იქნება.

ნინო ქეთელაური
06.09.2017

 ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საკუთარი ქმედებებით ომს ითხოვს - ასეთია მსოფლიო ლიდერების შეფასება, კიმ ჯონგ უნის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით. მათივე მოსაზრებით, ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება შეიმუშაოს ისეთი იარაღი, რომელსაც ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე მიღწევაც შეუძლია.

გვანცა ღვედაშვილი
05.09.2017

 ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას, პროვოკაციულს, საშიშსა და მტრულს უწოდებენ ამერიკაში და აღნიშნავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ უკან არ დაიხევს.

ნინო ქეთელაური
01.09.2017

 აშშ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე და კრიზისის დარეგულირებასთან დაკავშირებით სამხედრო ვარიანტს არ გამორიცხავს.

ნინო ქეთელაური
01.09.2017

 "უკრაინაზე, როგორც მინიმუმ, გაგრძელდება მძლავრი საინფორმაციო ზეწოლა. დღეს ყველა წამყვანი რუსული არხის თოქ-შოუების მთავარი თემა უკრაინაა", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

ნინო ქეთელაური
29.08.2017

 თუ აშშ უკრაინას ლეტალური იარაღით მოამარაგებს, შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეჭრა განახორციელოს - ასეთია დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების პროგნოზი. მათი განცხადებით, რუსული სამხედრო სწავლება "დასავლეთი 2017-ის" ფონზე, თუკი აშშ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინს" კიევს გადასცემს, მოსკოვი ამაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

ნინო ქეთელაური
25.08.2017

 "ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სრულიად შესაძლებელია, რომ ბელორუსიაში რუსული დაჯგუფება გაიზარდოს და აქტიური საშუალებები განლაგდეს. ეს საკმაოდ შეზღუდავს ბელორუსიის სუვერენიტეტს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ უკრაინული სცენარის ბელორუსიაში განხორციელებასთან დაკავშირებით შიში არსებობს.

რებეკა სოლნიტი
22.08.2017

 იყო და არა იყო რა, იყო ერთი შეძლებული ოჯახი. შეეძინათ ვაჟი, რომელსაც იმდენად თავზე საყრელად ჰქონდა ყველაფერი, რომ სანატრელი აღარაფერი დარჩა, მაგრამ შეპყრობილი იყო უკიდეგანო, დაუოკებელი, ხარბი ნატვრით და ნატრობდა ერთს: ჰქონოდა მეტი და იღებდა მეტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდოდა დაუსრულებლად.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×