სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეთო გაბაშვილი
    06.10.2014

    უკრაინაში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, უკვე ერთი კვირა არ წყდება სისხლისმღვრელი ბრძოლები დონეცკის აეროპორტისათვის, რომელსაც ორივე დაპირისპირებული მხარისათვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ორი დღის წინ პრორუსმა ბოევიკებმა განაცხადეს, რომ აეროპორტი პრაქტიკულად მათ ხელში იყო და უკრაინელი ძალოვნები აეროპორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ორიოდე უმნიშვნელო ობიექტს აკონტროლებდნენ, თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

    თათია ჩაფიჩაძე
    03.10.2014

    ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე რჩება, რომლებიც დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე ლოკალურ შეტაკებებს პერმანენტულად ახორციელებენ. იმ შემთხვევაში, თუკი "ბოევიკები" დონეცკის აეროპორტს ხელში ჩაიგდებენ, ევროპა რუსეთს სანქციების გამკაცრებით ემუქრება.

    თეა ბეჟიტაშვილი
    23.09.2014

    "უკრაინაში შექმნილი სიტუაცია სულ უფრო ემსგავსება აფხაზეთის სცენარს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, რუსეთი იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითაც საქართველოში მოქმედებდა.

    ეთო გაბაშვილი
    22.09.2014

    შოტლანდია ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა. 18 სექტემბრის ისტორიულ რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ შოტლანდიის ბრიტანეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფაზე უარი თქვა.

    თათია ჩაფიჩაძე
    16.09.2014

    ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კიევს კონკრეტულად რომელი ქვეყნები და რას სახის შეიარაღებით ეხმარებიან. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ მათ ყველაზე მეტად ეფექტური დაზვერვის და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდებათ.

    ეთო გაბაშვილი
    15.09.2014

     აშშ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტების წინააღმდეგ კოალიციის შექმნის ინციატივით გამოდის.

    ეთო გაბაშვილი
    15.09.2014

    უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე რამდენიმე დღეა მოქმედებს, თუმცა, დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია, რუსი ტერორისტები უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იერიშებს აგრძელებენ.

    თათია ჩაფიჩაძე
    11.09.2014

    რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, თუმცა მისი სამშვიდობო გეგმის და უკრაინაზე უარის თქმის საქართველოში არ სჯერათ. "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტები აცხადებენ, რომ პუტინის პოზიციის მოჩვენებითი ცვლა მხოლოდ ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებთან არის კავშირში.

    თათია ჩაფიჩაძე
    10.09.2014

    რუსეთის წინააღმდეგ 8 სექტემბრისთვის დაანონსებული სანქციები ევროკავშირმა ერთი დღის დაგვიანებით, 9 სექტემბერს მიიღო, თუმცა მისი განხორციელება კიდევ რამდენიმე დღით გადადო. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვან რომპეის განცხადებით, ახალი სანქციები ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ უახლოეს დღეებში იმ მიზეზით შევა, რომ კიევისა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებისთვის 5 სექტემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ზომების გატარების შესაძლებლობისთვის მეტი დრო დარჩეს.

    ეთო გაბაშვილი
    08.09.2014

    მინსკის საკონტაქტო შეხვედრაზე ყველა მხარე საკუთარი წინადადებების პაკეტით მივიდა. რამდენიმე საათიანი შეხვედრა კი, რომელშიც უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლების პარალელურად, უკრაინის ამბოხებული რეგიონების ე.წ. ლიდერებიც მონაწილეობდნენ, პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა. შეთანხმება დონბასის ოლქში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ზავი 5 სექტემბერს კიევის დროით 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.

    ეთო გაბაშვილი
    05.09.2014

    თავის ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეჭვქვეშ დააყენა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის ლეგიტიმურობა. პუტინის თქმით, ყაზახეთი არასოდეს იყო სახელმწიფო და ის ნურსულთან ნაზარბაევმა შექმნა.

    თათია ჩაფიჩაძე
    04.09.2014

    მიუხედავად იმისა, რომ გუშინ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივ შეწტყვეტაზე შეთანხმება შედგა, ქართველი პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან მორიგი ავანტიურაა, რომელსაც რეალური შედეგები არ მოჰყვება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×