სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    30.03.2011

    ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერის - დოკუ უმაროვის სიკვდილთან დაკავშირებით კვლავ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. რუსულ მედიასთან საუბარში სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ უმაროვი მოკლულია. ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი, რომელიც უმაროვს პირადად იცნობდა, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ცხედრების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ უმაროვის გვამი მათ შორის ვერ აღმოაჩინა.

    ია აბულაშვილი
    25.03.2011

    სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება "სომხეთის ეროვნული კონგრესი", რომელსაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს, 8 აპრილს ერევანში თავისუფლების მოედანზე მიტინგის ჩატარებას და დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კი მსვლელობის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ კონგრესის წარმომდაგენლებმა მოთხოვნით უკვე მიმართეს ქალაქის მთავრობას, რაზეც უარი მიიღეს. მერიამ ოპოზიციას მიტინგის გამართვა ერევნის ცენტრში მდებარე ხელნაწერთა ინსტიტუტის ტერიტორიაზე შესთავაზა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობის მოწყობის თაობაზე მერიის მხრიდან ცნობადაა მიღებული.

    ია აბულაშვილი
    25.03.2011

    სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება "სომხეთის ეროვნული კონგრესი", რომელსაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს, 8 აპრილს ერევანში თავისუფლების მოედანზე მიტინგის ჩატარებას და დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კი მსვლელობის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ კონგრესის წარმომდაგენლებმა მოთხოვნით უკვე მიმართეს ქალაქის მთავრობას, რაზეც უარი მიიღეს. მერიამ ოპოზიციას მიტინგის გამართვა ერევნის ცენტრში მდებარე ხელნაწერთა ინსტიტუტის ტერიტორიაზე შესთავაზა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობის მოწყობის თაობაზე მერიის მხრიდან ცნობადაა მიღებული.

    თიკო ოსმანოვა
    21.03.2011

    ლიბია კვლავ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გაეროს რეზოლუციის თანახმად ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები ლიბიის სტრატეგიულ ობიექტებზე ავიადარტყმებს განაგრძობენ. ლიბიის მმართველი კი კვლავ აგრძელებს წინააღმდეგობას და დასავლეთის ქვეყნებს დედამიწაზე ჯოჯოხეთის მოწყობითაც ემუქრება.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.03.2011

    რუსული პროექტი "სამხრეთ ნაკადი" სულს ღაფავს. თურქეთთან შეუთანხმებლობის გამო, რუსეთი იძულებული გახდება ამ პროექტზე უარი განაცხადოს. ამ დროისთვის ანკარასა და მოსკოვს შორის ენერგეტიკული ვაჭრობა გრძელდება. თურქეთის მიზანია, გაზის გამანაწილებელი მონოპოლისტი გახდეს და ენერგეტიკულ პროექტებზე მნიშვნელოვანი კონტროლი მოიპოვოს. ბუნებრივია, მისი ამგვარი მისწრაფება რუსეთისთვის მიუღებელია, თუმცა კრემლი "სამხრეთ ნაკადის" მნიშვნელობიდან გამომდინარე, თურქეთს პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ, ატომური ელექტროსადგურის აშენებასაც კი ჰპირდება.

    ლილი ხმალაძე
    17.03.2011

    კავკასიაში უახლოეს მომავალში მძლავრი მიწისძვრაა მოსალოდნელი. შემაშფოთებელ პროგნოზს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სეისმოლოგები აკეთებენ. ქართველი მეცნიერები ამ ვარაუდს რეალურად მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ კავკასიის ზონაში გამორიცხულია მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 7 ბალზე მეტი შეადგინოს.

    ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
    15.03.2011

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ბრიუსელიდან
    ევროკავშირმა საგანგებო სამიტზე ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო "მოლაპარაკებებში კანონიერ მხარედ" ცნო და მუამარ კადაფის ხელისუფლებას დაუყოვნებლივი დათმობისაკენ მოუწოდა. თუმცა მონაწილეებმა სხვა კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა ვერ შეძლეს. გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში მოწვეული იქნება სამმხრივი სამიტი ევროკავშირის, არაბული ქვეყნების ლიგისა და აფრიკული კავშირის მონაწილეობით.

    ლილი ხმალაძე
    14.03.2011

    იაპონიაში 13 მარტს გამაგრილებელი სისტემა კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა 1"-ზე, #3-ე რეაქტორზე გამოვიდა მწყობრიდან. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს რადიაციული გამოსხივება სიცოცხლისათვის მნიშვნელოვნად საშიში არ არის. თუმცა გუშინ მთელი დღის მანძილზე მოსახლეობის ევაკუაცია აქტიურად მიმდინარეობდა. თუ თავდაპირველად მხოლოდ ათასამდე გარდაცვლილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ახლა ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ პროვინციაში რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული.

    ია აბულაშვილი
    12.03.2011

    ნატოს გენერალური მდივნის ანრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მოკავშირეები არ აპირებენ ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას, თუმცა სამხედრო ძალა მზადყოფნაშია, მოვლენათა განვითარების შესაბამისად იმოქმედონ. ნებისმიერ ამგვარ გადაწყვეტილებას კი წინ გაეროს მანდატი უნდა უძღვოდეს. ლიბიაში ჯარების შეყვანას ექსპერტებიც გამართლებულად მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე მიიჩნევენ.

    ია აბულაშვილი
    11.03.2011

    იმ შემთხვევაში, თუ აშშ ან ნატო ლიბიაში ძალის გამოყენებას ცალმხრივად გადაწყვეტს, ეს ზოგიერთმა სახელმწიფომ მომავალში შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს, მაგალითად რუსეთმა. თუ რომელიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში რევოლუცია ან სხვა სახის შიდა დაპირისპირება დაიწყო, მსგავსი პრეცედენტის საფუძველზე შეიძლება ძალა გამოიყენოს და სხვა ქვეყნის საშინაო საქმეში უხეშად ჩაერიოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.03.2011

    რუსეთი ჩავარდნილი ბურგას-ალექსანდრუპოლისის სანაცვლოდ ახალი ნავთობსადენის სამსუნ-ჯეიჰანის მშენებლობას გეგმავს. დღეს ყაზანში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომა შედგება, რომლის ფარგლებშიც, სწორედ სამსუნ-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის საკითხებს განიხილავენ. რუსეთს ახალ ნავთობსადენზე მუშაობის დაწყება ყაზახეთში "შავი ოქროს" წარმოების გაზრდამ გადააწყვეტინა.

    თიკო ოსმანოვა
    03.03.2011

    ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება კვლავ დაძაბულია. რესპუბლიკა ყაბარდო-ბალყარეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იმყოფება. ყოველ შემთხვევაში ქართველი ექსპერტების მტკიცებით, კონტრტერორისტული ორგანიზაციის "შავი ქორების" მიერ ბოევიკების ოჯახის წევრებზე თავდასხმა შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს და არ არის გამორიცხული რესპუბლიკაში, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი სპეცოპერაცია დაიწყოს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved