რეზონანსი
30.11.2015

 გასულ კვირას თურქეთში ხელისუფლებამ მისდამი ოპოზიციურად განწყობილი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების, ჰოლდინგ "კაინაკში" შემავალი კომპანიების მმართველობა ჩაიბარა.

თიკო ოსმანოვა
28.11.2015

 რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულობა გრძელდება - თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის განცხადებით, მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი "ცეცხლს ეთამაშება". ოფიციალური მოსკოვი კი თურქეთთან მომავალი წლიდან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. მოსკოვსა და ანკარას შორის მსგავსი რიტორიკის გაგრძელებას ვარაუდობენ ქართველი პოლიტოლოგები და საბოლოო ჯამში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაწყევტას პროგნოზირებენ.

ელზა პაპოშვილი
27.11.2015

 ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა ახალ წლამდე სირიის პროვინცია ჩრდილოეთ ლატაკიაში ჯარი შეიყვანოს, რაც რუსეთთან მის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.

თაკო მათეშვილი
26.11.2015

 თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვას ელოდებიან და რუსეთის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის სამხედრო პასუხს გამორიცხავენ. პოლიტოლოგთა აზრით, სამაგიეროს გადასახდელად რუსეთს სხვა მრავალი ბერკეტი აქვს.

თაკო მათეშვილი
26.11.2015

 ნავთობითა და ისტორიული ძეგლების ფრაგმენტებით ვაჭრობა, შემოწირულობები, მძევლებით მიღებული შემოსავალი, ძარცვა და გამოძალვა, სოფლის მეურნეობა - ეს ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსების წყაროა. შემოსავლის უპირველესი მომტანი კი, ნავთობის საბადოებია, რომლითაც ორგანიზაციის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები საკმაოდ მდიდარია.

ვახტანგ შამუგია
25.11.2015

  რუსეთი თურქეთს მტრად აღიქვამს და მასთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. რუსეთიდან თურქეთში ფრენა შეწყვეტილია. რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როგორ დააბრუნონ სამშობლოში თურქეთში მყოფი 10 ათასამდე რუსი ტურისტი.

ია აბულაშვილი
25.11.2015

თურქეთ-სირიის საზღვარზე გუშინ მომხდარი საჰაერო ინციდენტის შემდეგ ვითარება რუსეთსა და თურქეთს შორის უკიდურესად დაიძაბა. შეგახსენებთ, რომ თურქულმა ავიამოიერიშეებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ეს იყო პირველი შეიარაღებული ინციდენტი რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფოს შორის.

სალომე სარიშვილი
24.11.2015

  ჰოლანდიის მთავრობა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად შენგენის ზონაში ლტოლვილთა და მიგრანტთა შეკავების მიზნით "მინი-შენგენის" შექმნის იდეას განიხილავს, რომლის თანახმადაც, 5 ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები) საპასპორტო კონტროლი დაწესდება.

თაკო მათეშვილი
20.11.2015

 შესაძლებლობების გაზვიადება თუ რეალური საფრთხე - "ისლამური სახელმწიფოს" ახალი მუქარის შემცველ ვიდეორგოლებს ქართველი სპეციალისტები აფასებენ და ამბობენ, რომ უდიდესი და უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციის რესურსის ამოწურვამდე ჯერ შორია.

თაკო მათეშვილი
17.11.2015

 შურისძიება ტერაქტებისათვის - საფრანგეთი "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქს ბომბავს. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ომის დაანონსების შემდგომ სირიის ქალაქმა რაქამ საჰაერო ძალების 10 თვითმფრინავიდან 20 ჭურვი მიიღო.

ნინო ქეთელაური
16.11.2015

 "სახლიდან ნუ გავალთ, ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია განმეორება" - ასეთია საერთო განწყობა ქართველ ემიგრანტებში, რომლებიც ამჟამად პარიზში იმყოფებიან.

ვახტანგ შამუგია
16.11.2015

  უპრეცედენტო, სასტიკი, "არაადამიანური" და რაც მთავარია, ზედმიწევნით კარგად და ცივსისხლიანად ორგანიზებული - ეს ის ეპითეტებია, რომლითაც დასავლური პრესა თუ პოლიტიკოსები პარიზში 13 ნოემბრის ღამეს მომხდარი ტერაქტების სერიას აფასებენ. ბოლო მონაცემებით, ისლამისტების თავდასხმებს 129 მოქალაქე შეეწირა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×