ია აბულაშვილი
15.08.2016

 ოფიციალური მოსკოვი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედვმა სოჭში განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, "თუ არ დარჩა სიტუაციაზე გავლენის მოხდენის სხვა მექანიზმები", დღის წესრიგში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა დადგება.

ეკატერინე ბასილაია
11.08.2016

 რუსეთი რეგიონში უფრო და უფრო მეტ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კავშირს აბამს და შესაძლოა, მალე რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი და ასევე თურქეთი ერთ ეკონომიკურ გუნდად მოევლინოს დასავლეთს, რასაც პუტინის მხრიდან დიდ გეოპოლიტიკურ ინტრიგად აფასებს დასავლური მედია, ხოლო თავად რუსულ და აზერბაიჯანულ პრესაში კი აღფრთოვანებით იწერება, რომ რეგიონში მალე გეოპოლიტიკური რუკა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

ვახტანგ შამუგია
10.08.2016

 თურქეთი სულ უფრო შორდება ევროპას და სულ უფრო ეკვრის რუსეთს, ასე შეაფასეს დასავლელმა ანალიტიკოსებმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანის ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ია აბულაშვილი
06.08.2016

 რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი ჯარების მასშტაბურ კონცენტრაციას ახდენს, დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით აძლიერებს თავის საჯარისო შენაერთებს, ქმნის ახალ არმიებს და მასშტაბური სამხედრო წვრთნებისათვის ემზადება. ყოველივე ეს და ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებისათვის ემზადება.

ვახტანგ შამუგია
02.08.2016

 15 ივლისის არშემდგარი პუტჩის შემდეგ თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. მიზეზი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვეთრი განცხადებები, ამბოხებაში ეჭვმიტანილთა მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება, მასობრივი დაპატიმრებები და რაც მთავარია, სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯის შემოღების თაობაზე გაჟღერებული მოწოდებებია.

ლიკა გურაბანიძე
01.08.2016

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერაში, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა.

მალხაზ გაგუა
01.08.2016

 გუშინ საღამოს თავდამსხმელთა ჯგუფმა, რომელსაც ერევანში პოლიციის შენობა 2 კვირის მანძილზე ჰქონდა დაკავებული, განაცხადა, რომ მზადაა, დანებდეს. მანამდე კი პოლიციამ შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური, პაველ მანუკიანი, აიყვანა.

გვანცა ღვედაშვილი
28.07.2016

 აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ნოემბერში შედგება, ორი მთავარი კანდიდატი უკვე ოფიციალურად დასახელდა - რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი. ეჭვგარეშეა, რომ ამ არჩევნების შედეგი გარკვეულ გავლენას მთელ მსოფლიოზე მოახდენს და მათ შორის - საქართველოზეც.

ია აბულაშვილი
28.07.2016

 ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია. ბოლო მონაცემებით, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა ჯგუფმა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, პირობა წამოაყენა. მათი განცხადებით, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის ოთხ წევრს იმის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, თუ განყოფილების ტერიტორიაზე ჯანდაცვის მინისტრი და ექიმები მივლენ და ოპერაციებს ჩაატარებენ.

ვახტანგ შამუგია
27.07.2016

 ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 150-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და თავდამსხმელებს "ალაჰის ჯარისკაცები" უწოდა.

ნინო ქეთელაური
23.07.2016

"თურქეთში კარგა ხანია, მიმდინარეობს განათლების სისტემის სრული ისლამიზაცია და ერდოღანის გარშემო სტალინისტური ტიპის პიროვნების კულტის შექმნა," - ამის შესახებ თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე "რეზონანსთან" საუბრობს.

ნინო ქეთელაური
23.07.2016

 სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ერევნის პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულ შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლებისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×