ნაზი ბერიძე 07.07.2023

ბოლო პერიოდში ოპოზიცია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხალხი, საზოგადოება იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება არა. მთავრობა კი იფიცება, რომ ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ კანდიდატობის მოპოვების მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთო პოლიტიკურად პრაგმატულ ქმედებებზე შეთანხმება.
|
ია აბულაშვილი 07.07.2023

ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ხელს უშლიან მმართველი გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა. შემოდგომაზე ეს ძალა თავის სიტყვას იტყვის. ეს იქნება ახალი პოლიტიკური სტრატეგიის მატარებელი ძალა, - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
|
ნაზი ბერიძე 06.07.2023

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრები გასულ კვირას კასპსა და ხუთშაბათს საგარეჯოში ინცინდენტების, სიტყვიერი დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის ფონზე გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობა" ორგანიზებულ ქმედებებში ხელისუფლებას ადანაშაულებს. თავად მმართველ გუნდის პოზიცია კი ხაბეიშვილის მიმართ უცვლელია - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ქმედებები ახალი დაძაბულობის კერების და პოლარიზაციის სურათის წარმოჩენის საფუძველია, - ამბობს ხელისუფლება.
|
ელზა პაპოშვილი 06.07.2023

ზელენსკის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. საქართველოს ელჩი უკრაინიდან ბრუნდება, თუმცა თბილისში კონსულტაციები არ გაიმართება. უკრაინული მხარის მოთხოვნა, რომ ქართველმა დიპლომატმა ხელისუფლებასთან კიევისთვის სააკაშვილის გადაცემის საკითხი მოაგვაროს, არ შესრულდება. ოფიციალური თბილისის პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნეს - დიპლომატიური დემარში ქართული მხარისთვის უსაფუძვლო და გაუგებარია. ელჩი თბილისში მხოლოდ მადლობას მიიღებს კიევში გაწეული საქმიანობისთვის.
|
ნაზი ბერიძე 06.07.2023

უკრაინის სამხრეთიდან სულ უფრო შემაშფოთებელი ცნობები მოდის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო დივერსიის შესახებ. ორივე მხარე, რუსები და უკრაინელები, ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსებმა სადგური დანაღმეს და „აფეთქების სიმულაციას" გეგმავენ. სადგური ამჟამად რუსების კონტროლის ქვეშაა, თუმცა ძალიან ახლოსაა ფრონტის ხაზთან. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ რამდენიმე კვირის წინ უკვე მოხდა მსგავსი ტიპის პროვოკაცია - მდინარე დნეპრზე კაშხალის აფეთქება.
|
ელზა პაპოშვილი 05.07.2023

უკრაინის არმია კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინის სამხედრო სპიკერის ინფორმაციით, მათი ჯარისკაცები ზაპორიჟიის ოლქში ბერდიანსკის მიმართულებით 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ; შეტევით ოპერაციებია მელიტოპოლშიც. ოკუპანტები კი ძირითად აქცენტს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით აკეთებენ.
|
ია აბულაშვილი 05.07.2023

არჩევნებისთვის მზადება ოპოზიციაში შემოდგომაზე დაიწყება - ასეთია პოლიტიკოსების პროგნოზი, თუმცა, პარტიებს შორის კონფიგურაციის მაღალ ალაბთობას გამორიცხავენ, რადგან მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შიდა დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს, დიდი დაძაბულობაა და ტემპერატურაც მატულობს.
|
ნაზი ბერიძე 05.07.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე. აფეთქების საფრთხე არსებობს, რაც გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის გარანტირებას გამოიწვევს.
|
ელზა პაპოშვილი 04.07.2023

მიხეილ სააკაშვილი კვლავ აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად არის. 3 ივლისს, 5-თვიანი პაუზის შედეგ, ის სასამართლო სხდომაზე ჩაერთო. „საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ყოლია, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ“, - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.
|
ნაზი ბერიძე 04.07.2023

როგორც ჩანს, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების ნაბიჯმაც ვერ უზრუნველყო ენმ-ში ერთიანობის საფუძველი. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ახალ მმართველობას, წინაასარჩევნოდ გაცემული დანაპირების შესრულებას ახსენებს. კერძოდ იმას, რომ სააკაშვილი ციხიდან კვლავ დაუხსნელია და სწორედ ახლა მიმდინარეობს საარჩევნო სიების შედგენა მომავალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
|
ნაზი ბერიძე 04.07.2023

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებისთვის. ანალიტიკოსები ამაზე ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური დემარშია, რის საფუძველზეც უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა არ განიხილება, თუმცა გამორიცხულიც არ არის.
|
ელზა პაპოშვილი 03.07.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით - გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს. ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსულ ძალებთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|