თამთა ჩაჩანიძე
13.02.2024

რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის დე ფაქო ძალოვანის სტრუქტურების ლოიალურობის იმედი აღარ აქვს და ცდილობს სამართლებრივი საფუძველი შექმნას იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინტერესების დასაცავად, აფხაზეთში რუსი სამართალდამცავების შეყვანა შეეძლოს. ასე აფასებს კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ე.წ. შეთანხმებას დე ფაქტო შსს-ს და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურს („როსგვარდია") შორის, რომლის გაფორმებაც ბოლო წამს ჩაიშალა.

ნაზი ბერიძე
13.02.2024

პარტია „ლელომ" საარჩევნო კამპანია დაიწყო ლოზუნგით „შუა უნდა შეიკრიბოს". ბოლო პერიოდში პარტიის ლიდერები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დატოვება და მოსკოვში გამგზავრება მოუწევს. ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა, „ლელო" „შუას შეკრებასთან" ერთად ენმ-სათვისაც ცდილობს ამომრჩევლის წართმევას, თუმცა, საეჭვოა ამ მხრივ რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

თამთა ჩაჩანიძე
12.02.2024

მმართველი პარტია აცხადებს, რომ კორუფციასთან მასშტაბურ ბრძოლას იწყებს „ოღონდ არა „ნაცმოძრაობის" მეთოდებით" - ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდა უმრავლესობაში, ორშაბათს განახლებული მთავრობის პირველი სხდომის მთავარი გზავნილიც ეს იყო პრემიერ ირაკლი კობახიძისგან და 30 დეკემბერს პოლიტიკაში დაბრუნებულმა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ„ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება".

თამთა ჩაჩანიძე
12.02.2024

მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ პირველი სხდომა ორშაბათს გამართა, რასაც პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძემ პირველად უხელმძღვანელა. პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას შეითავსებს. აგრეთვე, ახალ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2024

ოპოზიციის ნაწილი კვლავ საპროტესტო გამოსვლებზე ალაპარაკდა, თუმცა ბევრი იმის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რომ პროცესი ქუჩაში გადავიდეს და არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არცთუ შორეულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ოპოზიციას ქუჩაში კრიტიკული მასის გამოყვანის რესურსი არა აქვს, საზოგადოების განწყობილებაში კი ჯერ ისეთი პიკი ჯერ არ დამდგარა, როგორიც 2003 ან 2012 წელს იყო.

ელზა პაპოშვილი
10.02.2024

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გაჟღერებიდან პირველივე დღეს მოიწონა, ახლა ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი მოქმედი პრეზიდენტი შეხვედრებს ქუჩაში გადაიტანს. ასეთი ადგილი სააკაშვილისთვის რუსთაველის გამზირია, რომელიც, მისი აზრით, ხალხით შეივსება. სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან არჩევნებში ჩართვაც დააანონსა. „ოცნებაში“ კი დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი პროტესტის გორების რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია „ჩვენ მოვახერხეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა,“ - ამბობს პრემიერი კობახიძე.

ნაზი ბერიძე
10.02.2024

ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ საქართველო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განვითრების ახალ საფეხურს მიაღწევს და დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას" მინიმუმ 50%-იანი რეიტინგი აქვს.

ნაზი ბერიძე
09.02.2024

რამდენიმე საათიანი დისკუსიისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი უყარა. „საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი 81-ხმით, 7-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღეს.

ელზა პაპოშვილი
09.02.2024

ბოლო დროს ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე მესამე ცენტრის ფორმირების საკითხი გააქტიურდა. ამ პროცესების ავანგარდში „ლელო“ საკუთარ თავს წარმოაჩენს და ყოფილი მმართველი პარტიის გარდა თანამშრომლობას ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან უშვებს. თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არ იქნება გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ალიანსს არავისთან განიხილავს. 

თამთა ჩაჩანიძე
09.02.2024

ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილის სახელს და მის პოლიტიკურ ბრენდს ენდობა. ნიკა მელია, ნიკა გვარამია და სხვები საზოგადოების დიდ ნაწილში საკმაოდ არაპოპულარულები არიან - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარისა და „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შესაძლო ერთობაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2024

პარლამენტში საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა უჩვეულოდ მშვიდ გარემოში წარიმართა, არც ოპოზიციის მხრიდან არ ჰქონია მკვეთრ დაპირისპირებას ადგილი, რაც „ოცნებისგანაც" აღინიშნა და თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეც შედარებით ზომიერი იყო, აქედან გამომდინარე კითხვა-პასუხის რეჟიმიც იყო შედარებით კონსტრუქციული.

ნაზი ბერიძე
08.02.2024

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში. სომხეთს სურს, რომ საქართველო იყოს მისი ლოკომოტივი ევროკავშირში შესასვლელად და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისათვის. ასე რომ, ამ კონტექსტში სიტუაცია საინტერესო კონფიგურაციას იღებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×