ნატალია ჯვარიძე
18.01.2026

"გირჩი - მეტი თავისუფების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნას ცდილობს, სადაც ძირითადად ენმ და მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები შევლენ. ერთობაში არ განიხილება პარტია „გახარია საქართველოსთის". ჯერჯერობით საუბარია პარტიების მიერ „თანხმობის დოკუმენტის" მიღებაზე და არა გაერთიანებაზე. რამდენად რეალურია ასეთი ერთობა იმ ფონზე, როცა მისი პოტენციური წევრი პარტიებიდან ზოგიერთს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და შექმნის შემთხვევაში რა პერსპექტივა ექნება მას?

მარიამ ვეკუა
17.01.2026

ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალებაზე, რაც, მათივე შეფასებით, შესაძლოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების საფუძველი გახდეს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამას არარეალისტურად მიიჩნევს, რადგანაც ხელისუფლებას ასეთი დიალოგით ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის.

ნატალია ჯვარიძე
16.01.2026

ირანში სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდება და ლტოლვილების დიდ ტალღას არ უნდა ველოდეთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით შედეგი შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს.

ნატალია ჯვარიძე
16.01.2026

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, რაზეც ზოგიერთი ოპოზიციონერი ალაპარაკდა, ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს „ოცნებას" უბრალოდ არ აწყობს. ამასთან, მიიჩნევს, რომ თუ გაჩნდება რაიმე მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ძალა, ეს მემარცხენე ფლანგზეა უფრო მოსალოდნელი, თუმცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი პოლიტიკაზე უარს ამბობს.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2026

ოპოზიციაში საუბრობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ არა მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ, არამედ უკვე „ქართულ ოცნებასთანაც", რადგან მოვლენები „ირანის სცენარით არ უნდა განმეორდეს". ანალიტიკოსებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების ნაკლებად სჯერათ, პრობლემას ხედავენ თავად ოპოზიციურ ფლანგზეც.

მარიამ ვეკუა
15.01.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვირის გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს, მათ შორის აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკას, „ქართული ოცნების" საჩივარს ბიბისის წინააღმდეგ და მიმდინარე რეგიონული გამოწვევების ფონზე საქართველოს პოლიტიკურ კურსზე საუბრობს.

ნატალია ჯვარიძე
14.01.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2026

ვაშინგტონში ხელი მოეწერა აშშ-სომხეთს შორის "ტრამპის მარშრუტის" ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს სამმხრივი შეთანხმების გაგრძელებაა სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ და რომელმაც აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს, აშშ-მა კი მისი განვითარების უფლება მიიღო აღნიშნული დოკუმენტით.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს დაახლოებით ხუთი თვე დარჩა, რათა "ოცნების" სარჩელი განიხილოს სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე. თავად მმართველ გუნდში "ძალიან დიდი იმედი" აქვთ, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურიად გამოცხადებით" და როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის".

ნატალია ჯვარიძე
13.01.2026

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ეს განცხადება იმის აღიარებაა, რომ მოლდოვას ევროკავშირში პირდაპირ გაწევრიანების იმედი არ აქვს და ცდილობს ეს ევროკავშირის წევრ რუმინეთთან მიერთებით გააკეთოს. რას ნიშნავს მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება და ამ ფონზე როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა?

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2026

რუსთავის მე-12 ციხეში ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის 5-წლიანი სასჯელის ათვლა დაიწყო. მისი დაპატიმრება კვლავ აქტიურად განიხილება, მათ შორის მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ეს საკითხი მათთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. ანალიტიკოსების ნაწილს მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ასეთი მნიშნელოვანი ფიგურის პატიმრობამ, შესაძლოა, გარკვეული უკმაყოფილებაც გამოიწვიოს თავად „ოცნების" მხარდამჭერებში, თუმცა მთავარი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია.

ნატალია ჯვარიძე
13.01.2026

ირანში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა მთლიანად რეგიონისა და მათ შორის საქართველოსთვისაც ახალი გამოწვევები გააჩინოს. საქართველოს შემტხვევაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებსა და ეკონომიკურ სტაბილურობას. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების გავლენა საქართველოზე მაინცდამაინც დიდი არ იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×