თამარ ვეფხვაძე
13.08.2026

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ექსმინისტრი, კახა კახიშვილი წყლის, ელექტროენერგიის, გაზის და ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების დასჯას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მომხმარებლების უფლებებს დაარღვევენ. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში, მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ორმხრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს და ის, რასაც კახიშვილი ითხოვს, აბსოლუტურად ბუნებრივია. სწორედ ამიტომ არსებობს ომბუდსმენი, როგორც კომუნიკაციების, ასევე ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიებში. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურია ომბუდსმენი...

თამარ ვეფხვაძე
12.08.2026

უკვე ცნობილია, რომ საწვავის დეფიციტის გამო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში, საწვავი ქართულმა კომპანიებმა შეიტანეს. ეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა და იქვე დასძინა, რომ "თუ საშუალება გვექნება, აფხაზეთის მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ამას მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ კანონის“ სრული დაცვით". სხვათა შორის, აფხაზეთში საწვავის დეფიციტი პირდაპირ უკავშირდება რუსეთში შექმნილ კრიზისს, განსაკუთრებით რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის შემდეგ. შესაბამისად, „რეზონანსი“ დაინტერესდა, აფხაზეთის ან იგივე, ჩრდილოეთ კავკასიის გავლით, ქართული ნავთობკომპანიები საწვავის რეექსპორტს ხომ არ გეგმავენ რუსეთში? 

ქეთო გოგოხია
12.08.2026

სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში ტარიფების მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. ბოლო პერიოდში ტვირთგადაზიდვების ღირებულებამ, საშუალოდ, 10%-დან 15%-მდე იმატა, რაც ყველაზე მკვეთრად რუსეთისა და შუა აზიის მიმართულებებზე აისახა, ანუ იმ მარშრუტებზე, სადაც რუსეთის ტერიტორია სატრანზიტო დერეფნად გამოიყენება. აღნიშნულ მარშრუტზე ტარიფების ზრდას, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნებთან შედარებით, მასზე არსებული მაღალი მოთხოვნა განაპირობებს.

თამარ ვეფხვაძე
11.08.2026

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 23.2% სესხს ვერ იხდის. უფრო ზუსტად, „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის მონაცემებით, ყოველ მეხუთე მოქალაქეს, რომელსაც ფინანსური სესხი აქვს აღებული, 30-დღიანი ვადაგადაცილება უფიქსირდება. ეკონომისტების შეფასებით, ეს ცალსახად ცუდი მაჩვენებელია, თუმცა უფრო ღრმა შეფასებისას მათი აზრი გაიყო - ეკონომისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია მარეგულირებლის, ანუ ეროვნული ბანკის ჩარევა, რათა სესხები მხოლოდ საჭიროების მიხედვით გაიცეს, ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით, თუ ეკონომიკის რეალური სექტორი არ განვითარდება, მოსახლეობა ამ ფინანსურ სიდუხჭირეს თავს ვერ დააღწევს. 

ქეთო გოგოხია
10.08.2026

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რეგიონული დაპირისპირება საქართველოს ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას - ჩვენი ქვეყანა გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს იღებს. მართალია, ეს ეფექტი მასშტაბებით ჩამოუვარდება იმ პროცესებს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში იყო, თუმცა გავლენა მაინც თვალსაჩინოა. 

ქეთო გოგოხია
10.08.2026

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზიაციებმა, ასევე ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი შეცვალეს. მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი სებ-მა 5.2%-მდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ წლიური მაჩვენებელი შარშანდელს გადააჭარბებს. შედარებისთვის, გასული წლის ბოლოს ინფლაცია 4%-ს შეადგენდა. თუ შარშან წლის დასაწყისში არსებული მაღალი ინფლაციური წნეხი წლის ბოლოსკენ შემცირდა, წელს მსგავს ოპტიმისტურ პროგნოზებს ვეღარ ვხედვთ. 

თამარ ვეფხვაძე
06.08.2026

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ოღონდ, როგორც „რეზონანსმა“ გაარკვია, დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციის გარეშე. არადა, საგზაო უსაფრთხოება არის ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგია, რომელიც უნდა დაიცვას ქვეითმაც, საჭესთან მჯდომმაც, ახალგაზრდამაც, მოხუცმაც, დიდმაც, პატარამაც... უბედური შემთხვევების რისკისგან არავინაა დაცული და ამას მოწმობს ბოლო წლების შემზარავი სტატისტიკა. 

ქეთო გოგოხია
06.08.2026

ენერგეტიკის სექტორში დიდი პრობლემებია. ეს გამოვლინდა კიდეც ბოლო პერიოდში მომხდარ მასშტაბურ ავარიებში. გამომწვევი მიზეზების ვერსია სხვადასხვაა, მათ შორის მოიაზრება რუსეთის მხრიდან დივერსიაც, თუმცა ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის გათიშვას სისტემის გაუმართაობას უკავშირებენ, რამაც ავარიული მდგომარეობა გამოიწვია. 

თამარ ვეფხვაძე
05.08.2026

სომხური მედიის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყანა საქართველოში თევზის ექსპორტს გეგმავს. ეს გადაწყვეტილება „როსელხოზნადზორის“ მიერ, სომხური პროდუქციის, ახლა უკვე თევზის რუსეთში იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება. სხვათა შორის, თევზი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლის ექსპორტიც აიკრძალა რუსეთში. სომხეთის პრემიერის „დასასჯელ“ ზომებს პუტინმა დიდი ხანია მიმართა და თითქმის ყველა სახის პროდუქტის ექსპორტი აკრძალა. იმ ფაქტმა, რომ თევზის და სხვა სახის სომხური პროდუქტების ექსპორტი საქართველოში გადმოინაცვლებს, ადგილობრივი მწარმოებლები უკვე შეაშფოთა. ისინი შიშობენ, რომ ქართული საწარმოების განვითარდება შეფერხდება, მაგრამ ეკონომისტებს ადგილობრივი მეწარმეების „ცრემლების არ სჯერათ“. 

თამარ ვეფხვაძე
04.08.2026

შოვის ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგაც კი, კურორტის განაშენიანების გეგმა ისევ ძალაშია. სპეციალისტების განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც შოვის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო, ჯერ არ გაუქმებულა, რაც რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ არაკეთილსინდისიერმა პირებმა კურორტის განაშენიანებისთვის გამოიყენონ. 

ქეთო გოგოხია
03.08.2026

ფინანსური პირამიდების პრობლემამ ისევ იჩინა თავი, თუმცა საინვესტიციო თაღლითობებმა ფორმა იცვალა და ტრადიციული ,,საოფისე" სქემები თითქმის სრულად ჩაანაცვლა ციფრულმა, კრიპტოვალუტაზე და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ონლაინ-სქემებმა. თაღლითები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მომხმარებლებს სთავაზობენ ,,ავტომატურ ბოტებს", რომლებიც თითქოს კრიპტოვალუტის ბაზარზე რისკის გარეშე ვაჭრობენ. ხალხს ჰპირდებიან ფიქსირებულ, არარეალურად მაღალ შემოსავალს (მაგალითად, დღეში 1%-დან 3%-მდე). თუმცა სინამდვილეში არანაირი ბოტი არ არსებობს - ახალი ინვესტორების შეტანილი თანხით ფარავენ ძველი წევრების ,,მოგებას", სანამ სქემა არ ჩამოიშლება.

ქეთო გოგოხია
03.08.2026

დენის მასობრივმა გათიშვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქვეყნის ენერგოსისტემის მართვის მოდელის სუსტი წერტილები. კრიზისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებრივი ყურადღება არა ტექნიკურ და სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებაზე გადაიტანა. ამ ეტაპზე მთავარი არის დადგება თუ არა რეალური პასუხისმგებლობის საკითხი მასშტაბურ კოლაფსზე. ენერგეტიკოსები მმართველი პირის პასუხისმგებლობის საკითხზე ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ, თუმცა ცალსახად აცხადებენ, რომ პრობლემა სისტემაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია, რაც უნდა გამოსწორდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×