გვანცა წულაია
21.09.2022

უძრავი ქონების დაყადაღების კუთხით მალე ახალი ცვლილებები შევა ძალაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. უნდა ითქვას, რომ დღეს მოქმედი კანონი კატასტროფულია და დიდი პრობლემებსაც ქმნის.

თიკა სიბოშვილი
21.09.2022

მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა გლობალური ეკონომიკა კიდევ ერთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ცხადია, ეს კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მყოფე მდგომარეობას, იმოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, გადაზიდვებზე, სურსათის იმპორტზე და ა.შ. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია მიუხედავად არსებული ვითარებისა შესაძლოა თუ არა, რომ საქართველომ უკვე დაუფარავად გამოცხადებული ომის პირობებში ზარალზე მეტი სარგებელი მიიღოს?

ქეთო გოგოხია
21.09.2022

რთველი 2022 პიკურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. მთავრობის მხრიდან  ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. გატარებული ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო განიმტკიცოს ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

გვანცა წულაია
20.09.2022

ბოლო პერიოდში ღია სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკი ხშირად ერევა. სებ-ი წარამარა უცხოურ ვალუტას ხან ყიდულობს და ხანაც ყიდის. ასეთი ფაქტი ბოლო თვენახევარში არაერთია. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რატომ უწევს საქართველოს ეროვნულ ბანკს ხშირად ურთიერთსაპირისპირო ნაბიჯების გადადგმა?

ქეთი თოდუა
20.09.2022

იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში პური ძვირდება, უმთავრესი საკვები პროდუქტის ფასის მიხედვით საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს., ენერგომატარებლების გაძვირებამ ყველა მიმართულებით მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსეობს, პურის ფასიც სტაბილურია. მეტიც, რეგიონებში პური უკვე 10 თეთრით გაიაფდა და სავსებით შესაძლებელია იგივე ნაბიჯი გადაიდგას თბილისშიც.

გვანცა წულაია
20.09.2022

„საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების სტატისტიკას კიდევ ერთი შემთხვევა მიემატა. ეს რიგით მერამდენე კრიმინალური აქტია, უკვე თვლაც კი შეუძლებელია. ძირითადად, თავდამსხმელები სწორედ აღნიშნულ ბანკს ირჩევენ. 10-დან 9 შემთხვევაში კრიმინალთა სამიზნე სწორედ ეს ორგანიზაციაა. რატომ მაინც და მაინც "საქართველოს ბანკი”? ეს უბრალოდ შემთხვევითობაა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?

ქეთო გოგოხია
19.09.2022

შუა აზიური ტვირთები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდის. ამ მხრივ ომმა ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობები გააძლიერა და გზა გაუხსნა ახალ სატრანსპორტო ნაკადებს. თუკი აქამდე ყაზახეთი რუსეთის გავლით აგებულ სატერმინალო ქსელს იყენებდა, უკრაინაში არსებული ვითარების გამო მას ახალი გზების მოძიება მოუწია. ამ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ ყაზახეთი საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში გარე ტერმინალის ქსელების შექმნას გეგმავს. ამით საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება და ქვეყანა სოლიდურ სარგებელს მიიღებს. გარდა ყაზახეთისა, ახალი დერეფნით ისარგებლებენ ევროპის, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

ქეთო გოგოხია
19.09.2022

მაქსიმუმ 1 წელიწადში ბინის გაქირავების ფასი დარეგულირდება. როგორც უძრავი სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, აჟიოტაჟი კარგა ხანია ჩაცხრა და ფასები ბოლო თვეებში, მიმდინარე წლის აპრილი-მაისთან შედარებით, 30%-ით შემცირდა კიდეც, თუმცა ჯერ ისევ მაღალ ნიშნულზეა. მდგომარეობის გამოსწორებას სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით 2023 წლის  გაზაფხულიდან ელოდებიან და პირდაპირ აცხადებენ, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში გაქირავების სეგმენტში ტარიფები დაიწევს. ამისთვის 2 მთავარი ფაქტორია გადამწყვეტი: რუსი და ბელარუსი მოქალაქეების გადინება საქართველოს ტერიტორიიდან  და სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის კლება.

გვანცა წულაია
19.09.2022

საქართველოს ენერგოსისტემას სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება. ქვეყანაში ყველა დიდი ჰესის მშენებლობა შეჩერებულია. წელს მხოლოდ მცირე მეგავატიანი პროექტები შენდება, რაც ქვეყნის ენერგოსისტემაში სასიკეთო ცვლილებას ვერ მოახდენს.

ქეთო გოგოხია
19.09.2022

2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხ მასალებსა და საავიაციო ნავთს, რომლის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება  ინტენსიურია, რაც უკავშირდება ეკონომიკის გამოცოცხლებას, ტრანზიტის ზრდას და საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას. ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება.

გვანცა წულაია
15.09.2022

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეები საჯარო სკოლებში გუშინ მივიდნენ, ხოლო კერძო სკოლებმა რამდენიმე დღით ადრე გახსნეს კარი. სწავლის დაწყებას თან მოსწავლეების სამზადისი ახლავს, რომელიც ოჯახებისთვის დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს ისეთი ოჯახებისთვის, სადაც 2 და 3 ბავშვი სკოლის მოსწავლეა. წელს ამ მხრივ ურთულესი ვითარება შექმნა, რადგან გასაწევი ხარჯის ოდენობა ნახტომისებურად გაიზარდა.

ქეთო გოგოხია
15.09.2022

კომპანია "არემჯის" საქმიანობა რეგიონის ეკოლოგიას და მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. ამის ნათელი მაგალითია სოფელ მუშევანში ფერადი ლითონის მწარმოებელი  კომპანიის მიმართ მოსახლეობის პროტესტი, რაც ადასტურებს, რომ ,,არემჯის" ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემა აქვს. ხალხი კომპანიას გარემოსდაცვითი ღონისძიებების დარღვევაში ადანაშაულებს. წინააღმდეგობა კონკრეტულად  „მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს“ პროექტს უკავშირდება. ფაქტია, რომ ,,არემჯის", რომელიც დიდძალ ფულს შოულობს, გარემოს და ადამიანებს საფრთხეში ამყოფებს. შესაბამისად,  მისი ქმედება სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×