ქეთო გოგოხია
15.08.2022

სავალუტო ინტერვენციების გამოყენებისას ეროვნულ ბანკს ზომიერებამ უღალატა. წინა ხუთშაბათს ბრუნვიდან ერთბაშად 40 მილიონი დოლარის ამოღებას სავალუტო ბაზარზე მოულოდნელად ლარის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა, რაც მრავალ უარყოფით გაგრძელებას გამოიწვევს. პირველ რიგში, პრობლემა შეექმნება იმპორტს და სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფების დაწყება გამოირიცხება. სულ ცოტა ხნის წინ იმპორტიორები, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ბაზრის მოთამაშეები, საფასო ცვლილებას გეგმავდნენ, რაც გაურკვეველი პერიოდით გადავადდება.

ქეთო გოგოხია
15.08.2022

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ჯერ გარდამტეხი ცვლილება ვერ მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა საწყის ეტაპზე 50 000  ადამიანის დასაქმებას აპირებდა, ჯერჯერობით 20 000 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ისინი, ძირითადად, თვითმმართველ ქალაქებსა და ურბანულ ტერიტორიებზე მუშაობენ ისეთ სექტორებში როგორიცაა დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები, დამკრძალავი ბიუროები და წყალმომარაგების სფერო. მათი შრომის ანაზღაურება ამ პოზიციებზე დაახლოებით 500-600 ლარის ფარგლებშია, ზოგ შემთხვევაში, ნაკლებიც, თუმცა ისინი სახელმწიფო შემწეობის თანხასაც იღებენ.

გვანცა წულაია
15.08.2022

რეგიონში მიმდინარე ომის კვალდაკვალ საქართველოს ეკონომიკური ფაქტორები უმჯობესდება. მეტიც, ქვეყნის სატრანზიტო დერეფანმა, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, რაც საქართველოს დამატებით შემოსავალს და პოტენციალს უჩენს. საინტერესოა, რამდენად შეძლებს საქართველო პოზიტიური ტენდენციის შემარჩუნებას გვიანი შემოდგომიდან, როცა მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური ვითარების გამწვავება და კრიზისიც კია მოსალოდნელი.

ქეთო გოგოხია
15.08.2022

ნავთობპროდუქტების იმპორტია ივლისში გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხი მასალებს, რომლის იმპორტიც ივლისში წინა თვის (ივნისი), ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მატულობს. ასევე ზრდას აჩვენებს სანავთობო ბიტუმის იმპორტი. რაც შეეხებასაავიაციო ნავთის სეგმენტს, იქ იმპორტში მცირე კლებაა, თუმცა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება მაინც ინტენსიურია და ეს საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას უკავშირდება, რისი ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება.

ქეთო გოგოხია
11.08.2022

ყველაზე მეტი რაოდენობის ტურისტი  საქართველოში ამჟამად აჭარაშია, მათ შორის, განსაკუთრებით ბათუმი უპირობო ლიდერია, სადაც დამსვენებლების 90%-ს რუსები შეადგენენ. როგორც აღმოჩნდა, მეზობელი რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები, ძირითადად, სომხები, ქობულეთს და ანაკლიას სტუმრობენ.  ყველაზე ნაკლები ტურისტი გურიაშია. როგორც ,,რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, დამსვენებლების უჩვეულო მცირე რაოდენობაა ურეკსა და მალთაყვაში, სადაც წინა სეზონებზე აშკარად მეტი აქტიურობა შეიმჩნეოდა.

თიკა სიბოშვილი
11.08.2022

საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება საგრძნობლად გაზრდილია. ბინებზე ფასის მატების მთავარ მიზეზად სამშენებლო მასალების გაძვირება სახელდება. ბოლო პერიოდში სექტორში პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა ტენდენციაა მშენებლობის კუთხით და როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

თიკა სიბოშვილი
10.08.2022

დიდი სიძვირის შემდეგ საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება დაიწყო. პოზიტიური ნიშნები ლარის კურსის გამყარებამ და ქვეყნის გარეთ ნავთობპროდუქტების გაიაფებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მალე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება მცირე (არაბრენდირებულ) ავტოგასამართ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდება, დიზელის ღირებულება კი - 4 ლარს. ახლა უკვე არსებობს დადებითი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და გაიაფება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

თიკა სიბოშვილი
10.08.2022

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბოლო 10 დღეში 3  აუქციონი ჩაატარა და 70 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან ჭარბი უცხოური ვალუტა ამოიღო. მათი ეს ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ კურსის ზედმეტად გამყარებას ერიდებიან, თუმცა მათ მცდელობას ასეთ პირობებშიც კი არ მოაქვს სასურველი შედეგი და ლარი გამყარებას მაინც განაგრძობს. გუშინ, მიუხედავად 40 მლნ დოლარიანი ინტერვენციისა, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გამყარდა და 1 დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა.

ქეთო გოგოხია
10.08.2022

სახელმწიფომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულია და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.  საქართველოში ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.

ქეთო გოგოხია
09.08.2022

მომდევნო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა, 3-5%-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, თუმცა დეფლაციიური ტენდენციის დაწყებას სპეციალისტების უმეტესობა გამორიცხავს. ფასების კლების უკუსვლა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამ მხრივ ვერც სეზონურმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ვერც ლარის გამყარებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდა. თუმცა, არსებობს საპირისპირო და საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებაც.

ქეთო გოგოხია
08.08.2022

სეზონური მუშახელი საქართველოთვის უდიდეს პრობლემად იქცა. რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულები დღიურად მინიმუმ 60-70 ლარს ითხოვენ.  50 ლარად მუშახელის შოვნა უკვე ძალიან ჭირს. ზოგ შემთხვევაში, რა ანაზღაურებაც არ უნდა შესთავაზო, ხალხი ფიზიკურ შრომას თაკილობს, რის გამოც რეგიონებში მასობრივად მუშახელის სიმცირესა და მასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ. განსაკუთრებით მთიან ნაწილში უჭირთ, სადაც მოსახლეობის სიმცირეა. თუმცა მოქალაქეები სამუშაოს შესრულებას გაურბიან ბარშიც, სადაც, როგორც იტყვიან,  ,,საქმე თავზესაყრელადაა", მაგრამ შრომა არავის უნდა.

თიკა სიბოშვილი
08.08.2022

საქართველოში, ჯანდაცვის სექტორში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. პანდემია და მის დროს დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის განვითარებისათვის შემაფერხებელი აღმოჩნდა, რის გამოც ბიზნესმა უზარმაზარი ზარალი მიიღო. რამდენიმე დღის, წინ პოსტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დატოვა. დიდი ალბათობით, ე.წ. რეორგანიზაცია, უაზრო შეზღდუვებსა და ეკონომიკის შეფერხებას უკავშირდება, რაც ზუსტად პანდემიის პერიოდში იწვნია მთელმა ქვეყანამ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×