თამთა ჩაჩანიძე 14.11.2025

შეუძლია თუ არა საჯარო მოხელეს მეორე სამსახური ჰქონდეს - ამ საკითხზე ორი კვირაა ახალმა კანონმა უკვე პასუხი გასცა. მმართველი პარტიის შეფასებით, ახალი რეგულაციები საჯარო სამსახურებში „მეტ კეთილსინდისიერებასა და ანგარიშვალდებულებას" დაამკვიდრებს, თუმცა ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი სფეროები, რომელთა წარმომადგელების მხრიდან უკმაყოფილება წამოვიდა და ეს მათთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
|
ნატალია ჯვარიძე 14.11.2025

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები ისტორიული ძეგლების სერიოზულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ. ამის სავარაუდო მიზეზი წინა წლებში არასწორი სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება. კულტურული მემკვიდრეობისდაცვის ეროვნული სააგენტოსხელმძღვანელი, თეა ონიანი სასწრაფოდ უცხოელ სპეციალისტებს ითხოვს, რადგან „ყველა მნიშვნელოვან ძეგლს დიდი გასაჭირი აქვს".
|
ნატალია ჯვარიძე 07.11.2025

ფულის დახურდავების უარის თქმის გამო დაწყებული ჩხუბი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. სასამარლოზე გაჟღერდა, რომ მის მიმართ ფსიქიატრული ექსპერტიზაა ჩანიშნული, რაზეც გიორგობიანმა თქვა, რომ „გიჟი არ არის და 30 წელია ნარკოტიკებს მოიხმარს".
|
თამთა ჩაჩანიძე 31.10.2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ცხელ კვალზე დაკავებულ 43 წლის ზ.ზ.-ს შესაძლოა უვადო პატიმრობა მიუსაჯონ. გამოძიების თანახმად, მან შურისძიების მოტივით სანადირო თოფით ჯერ მეგობარი მამაკაცი თ.ღ. მოკლა, შემდეგ კი ყოფილი ცოლი ნ.კ. დაჭრა, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.10.2025

ახალგაზრდა მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ორი ახალგაზრდაა დაკავებული. ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი 2007 წელსაა დაბადებული და უცნობია, შეუსრულდა თუ არ აუკვე 18 წელი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე მიდის, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, 28 წლის გიგა ავალიანი ეჭვიანობის ნიადაგზე ჯგუფურად მოკლეს და დანაშაულს „ერთს ტენიან" - ის კონკრეტულ ვინაობებსაც ასახელებს.
|
მარიამ ვეკუა 17.10.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, დაეყადაღებინათ უნივერსიტეტის ის ქონება, რომელიც მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში მიტაცდა.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ქეისის შესწავლა საინტერესო იქნება.
|
რეზონანსი 16.10.2025

გურამ შარაძე 17 ოქტომბერს 85 წლის გახდებოდა... ამ დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. არადა, ბატონი გურამი „ხულიგნობისთვისაც" რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული...
|
თამთა ჩაჩანიძე 10.10.2025

ევროპარლამენტარები ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობენ, ხვდებიან ოპოზიციურ პარტიებს, სალომე ზურაბიშვლს, სამოქალაქო სექტორს, თუმცა აუდიენცია დაგეგმილი არაა „ოცნებასთან". შემაჯამებელ პრესკონფერენციას კი თბილისის ნაცვლად ორშაბათს ბრიუსელში გამართავენ.
|
ნატალია ჯვარიძე 07.10.2025

4 ოქტომბრის ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ოპოზიციაში ერთმანეთის კრიტიკა დაიწყეს. სოციალურ ქსელში ჩაშლილი რევოლუციის ხელშეწყობაში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სამოქალაქო აქტივისტს დაუპირისპირდა და პროტესტის მონაწილეებისთვის ჩარიცხული თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.09.2025

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და მთავარი გზავნილები გააჟღერა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. ოფიციალური მიღება სასტუმრო „ჰუალინგში" ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის ორგანიზებით მოეწყო, ღონისძიებას, კობახიძის გარდა, მთავრობის სხვა წევრები, დიპ კორპუსის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
მარიამ ვეკუა 12.09.2025

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს -2025 წელს ისევ უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა: 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. რა მიზეზები დგას ამ სტატისტიკის უკან და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ?
|
ნატალია ჯვარიძე 04.09.2025

ჩინეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღნიშვნას, რომლის საკვანძო ღონიძიება მასშტაბური სამხედრო აღლუმი იყო, დიდი გამოძახილი მოჰყვა მსოფლიოში. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც პეკინს მთავარ გეოსტრატეგიულ კონკურენტად მიიჩნევს, თქვა, „მესმის მიზეზი რატომაც ჩაატარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც"-ო. (თუმცა იქვე გულისწუხილი გამოთქვა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა არსად ახსენა ამერიკის წვლილი იაპონიაზე გამარჯვებაში.)
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|