ელზა პაპოშვილი
10.11.2022

საეჭვო და შემაშფოთებელი შემთხვევები სკოლებთან - ბოლო დღეებში სხვადასხვა ქალაქებში მოზარდებს უცნობი მამაკაცები ხვდებიან და წაყოლას სთავაზობენ. ბოლო მსგავსი ფაქტი თბილისში, სანზონის ერთ-ერთ სკოლასთან მოხდა, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. მშობლები შეშფოთებული არიან. რას უკავშრდება ეს ფაქტები - გამოსასყიდის მიზნით გატაცებას, თუ პედოფილიას, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

ელზა პაპოშვილი
09.11.2022

ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა - სად მიდის ტრანსნაციონალური გამოძიების კვალი?!  

ირკვევა, რომ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ვაკეში, აქსის თაუერში მდებარე ოფისებშიც, რომელიც ბიზნესმენ იოსებ მგელაძის მფლობელობაშია. თავის მხრივ, იოსებ მგელაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია. ის წლების განმავლობაში მართავს კეზერაშვილის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს. მგელაძე გახლავთ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ის დირექტორიც, რომლის ოფშორულ აქტივები, “პანამა ფეიფარსის“ მონაცემებით დავით კეზერაშვილის მფლობელობაშია.

ელზა პაპოშვილი
08.11.2022

კახეთში, სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის  სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულ 34 წლის გიორგი გაწირიძეს მოსამართლე თამარ კაპანაძემ სასჯელის უმაღლესი ზომა -უვადო პატიმრობა მიუსაჯა. შემზარავი დანაშაული 11 თებერვალს მოხდა. ბრალდებული გიორგი გაწირიძე კონდოლში ფერმაში მწყემსად მუშაობდა. ამავე ფერმაში იყვნენ დასაქმებული მოკლული ცოლ-ქმარი - 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილი და 43 წლის მაკა ზურაბაშვილი. მკვლელობის მოტივი კი 20 ათასი ლარია,რომელიც ოჯახმა გაყიდული ვენახის სანაცვლოდ აიღო. 

ელზა პაპოშვილი
07.11.2022

ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - საუბარია სოფელ კონდოლში ერთ-ერთ ფერმაში მომხდარ დანაშაულზე, რომელიც მიმდინარე წლის 11 თებერვალს მოხდა. ეს საზარელი დანაშაული სოფელში დღემდე ახსოვთ. ფაქტს უშალოდ მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის გოგონა შეესწრო. მოკლული არიან 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილი და 43 წლის მაკა ზურაბაშვილი. 

მამუკა ნაცვალაძე
06.11.2022

რუსული, საბჭოური ხანისა და პოსტსაბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის შეფასების ერთგვარი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ევროპას არ სცალია საქართველოსთვის, რომ, მართალია, ბებერ კონტინენტზე არსებობს კავკასიური გეოსტრატეგიული სივრცის მიმართ ინტერესი, თუმცა, ეს ყველაფერი შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი და არ არის მოცემული მომენტისათვის აქტუალური.

ვენის საიმპერატორო კანცელარიის მიერ მომზადებული ევროპის არქივებში დაცული მასალა, რომელიც ერეკლე II-ის გაგზავნილი ქართული წერილების თარგმნის საკითხებსა და ქართულ პოლიტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის ძიების პროცესს ასახავს, ამ სტერეოტიპს დიდ კითხვის ნიშნას უსვამს. 

ელზა პაპოშვილი
04.11.2022

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ჩვენება ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე  წარდგინა, სადაც 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დაწვრილებით ყველა, როგორ მოკლა ჯერ დედა, შემდეგ კი მამა. 

გამოძიების მიხედვით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა - ის მამის დაუკითხავად 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. პროკურორი ამბობს, რომ მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნამ კონფლიქტი გამოიწვია. უთანხმოება წარმოიშვა დედასთანაც. ამიტომ მან ორივეს მოკვლა განიზრახა. 

თამთა ჩაჩანიძე
04.11.2022

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა პარასკევს აქცია კვლავ გამართეს ლოზუნგით „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს". მათი განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ და უკიდურეს ზომებსაც მიმართავენ და გაიფიცებიან.

ელზა პაპოშვილი
03.11.2022

დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 4 პირი. ორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ერთი მათგანი ასლან ქობულაძე, იგივე „ბაბუ“, მეორე კი - ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე „ბონჩო“. 

ოპერატიული ღონისძიებები თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ერთვებოდნენ მოქალაქეთა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში. უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებს, მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად „ბაბუს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ.

ელზა პაპოშვილი
02.11.2022

კვლავ უცნობია რა გახდა ზესტაფონში 23 წლის ახალგარზა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. ადგილობრივებს უჭირთ საუბარი რატომ მოკლა კაცმა კარის მეზობელი და მოგვარე. 

საკუთარ მოგვარეს კახაბერ მუმლაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში სახლის ფანჯრიდან ესროლა. ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

ელზა პაპოშვილი
01.11.2022

ვაზისუბანში მუშებს შორის დაწყებული სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. 33 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილს გამოძიება 25 წლის თემურ ხარაულის მკვლელობას ედავება. გახმაურებული მკვლელობის საქმის მასალების მიხედვით, მან თანამშრომელს  დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის მოტივი კი ერთი შენიშვნა გახდა, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულმა თემურ ხარაულს მისცა. 

ელზა პაპოშვილი
31.10.2022

კიბერბულინგის გამო 17 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. არასრუწლოვანმა მის წანააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს ვერ გაუძლო. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ ტერორს გოგონაზე 35 წლის მამაკაცი ახდენდა. კიბერმოძალადე გოგონას ფოტოებს და ვიდეობს აქვეყნებდა და სექსმუშაკად ასაღებდა. 

ელზა პაპოშვილი
30.10.2022

ამ დროისთვის პოლიცია კვლავ ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა თბილისში, სასტუმრო „ლუქსში“, სადაც 47 წლის ბიზნესმენი გიორგი მაისურაძე, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა. გამოძიება იკვლევს სასტუმროს გარშემო განლაგებული კამერების ჩანაწერებს, რათა დაადგინოს ვინ შეიძლება სასტუმროში შესულიყო და ბიზნესმენის ნომეში ხელყუმბარა აემოქმედებინა. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთის მიხედვით, ბიზნესმენმა თვითმკვლელობის მიზნით თავი სასტუმროს ნომეში თავად აიფეთქა, ხოლო მეორე ვერსიით ის სასტუმროში ააფეთქეს. 


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×