ია აბულაშვილი 09.11.2021

დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელიც დურუჯისპირა ბაზილიკის სახელითაც არის ცნობილი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის ტერიტორიაზე, მდინარე დურუჯის სანაპიროზე. დღეს შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევების სახით. ეს გახლავთ 5 წყვილი სვეტით ნაგები სამ ნავად დაყოფილი გრანდიოზული ბაზილიკა, რომელიც საქართველოში ცნობილი ბაზილიკის ტიპის ტაძართაგან უძველესი და უდიდესია.
|
ია აბულაშვილი 04.11.2021

ქვითკირისწყაროს ეკლესია, რომელიც დუშეთში მდებარეობს, შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურული ძეგლია. ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე აუგიათ, დარბაზული ტიპისაა და ნაგებია რიყის ქვით.
|
ია აბულაშვილი 20.10.2021

ისტორიულ შიდა ქართლში, ცხინვალის მახლობლად, მდებარეობს ქართული ხუროთმოძვრების ძეგლი - თირის მონასტერი. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა დროის საკულტო ხასიათის რამდენიმე ნაგებობაა გაერთიანებული. ყველა ამ ნაგებობამ ჩვენამდე თავდაპირველი სახით ვერ მოაწია, ჟამთა სიავემ თავისი დაღი დაასვა.
|
ია აბულაშვილი 19.10.2021

ყუმის ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში, ტყით დაბურულ ძველ ქართულ სოფელში ყუმში მდებარეობს და მე-6-7 საუკუნეების ქართული მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია. აქ ქართველებს ძველად სამი ეკლესია აგიათ და ერთ-ერთია ყუმის ბაზილიკა, რომელიც შედარებით კარგად არის დაცული.
|
ია აბულაშვილი 05.10.2021

მდინარე ივრის ხეობაში, საგარეჯოს სოფელ პალდოსა და უჯარმის ციხე-ქალაქთან ახლოს გადაშლილია კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელებიც ძველ ისტორიულ წყაროებში ხორაუგის ქვაბებით არის ცნობილი. კლდეში ნაკვეთი 30 გამოქვაბულიდან ერთ-ერთ გამოქვაბულში იყო ეკლესია, რომელსაც ყვავისთავის მონასტერს უწოდებენ. აქვეა ნაპოვნი უძველესი წყალსადენის ნაშთები. დღემდე დაუდგენელია ხის ღარებიდან წყალი საიდან მოდიოდა, ან სად ჩაედინებოდა.
|
ია აბულაშვილი 28.09.2021

მცხეთაში, სოფელ ძეგვში, ძეგვისწყლის მარჯვენა ნაპირზე დგას უძველსი საყდარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ძველად ამ საყდარს ამ ადგილებში გავრცელებული ძერას მაგვარი მტაცებელი ფრინველის - ბორას სახელით მოიხსენიებდნენ, დღეს კი ბოძის სახელით არის ცნობილი.
|
ია აბულაშვილი 27.09.2021

ყაზბეგში, მყინვაწვერთან ახლოს, სოფელ ტყარშეტში, ვულკანური მთის კალთაზე, რომელიც ალპური მცენარეებით არის დაფარული, დგას მამაწმინდის ეკლესია. ძეგლი შუა საუკუნეებით თარიღდება და მოხსენიებულია ძველ ისტორიულ წყაროებში. ეკლესიის ახლოს ნაპოვნია კერამიკის უძველესი მინიატურული სასმისი.
|
ია აბულაშვილი 21.09.2021

ყაზბეგში, ისტორიულ სოფელ ფანშეტში, რომელიც თერგის მარცხენა ნაპირზე, „ჩხეტის მთაზე“ მდებარეობს, კლდეში გამოკვეთილი იყო კელიები, რომელსაც „ცოდვილთ ქოხები“ ეწოდებოდა. გადმოცემის თანხმად, აქ იზამთრებდნენ ბეთლემის სავანის ბერები.
|
ია აბულაშვილი 10.08.2021

ქართული საეკლესიო მშენებლობაში, რომელიც მე-4 საუკუნიდან იწყება, ტაძრის დეკორს განსაკუთრებული ადგილდი ეკავა და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. შუა საუკუნეებიდან ქართულ ტაძრების მოპირკეთებაში შემოდის ქვაზე კვეთილი ჩუქურთმები, ორნამენტები და რელიეფები.
|
ია აბულაშვილი 08.08.2021

სკრის ხეობაში, რომელიც ისტორიულ ცნობებში 1756 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერეკლე მეფემ აქ ლეკთა ჯარი დაამრცხა, მეძლების სახელით მოიხსენიება, არაერთი უძველესი ეკლესია შემორჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც მე-9-10 საუკუნით თარიღდება.
|
ია აბულაშვილი 03.08.2021

ოშკის მონასტერში აღმოჩენილი ორი სტელა, რომელიც არზრუმის საგამოფენო დარბაზშია დაცული, უნიკალურია თავისი რელიეფური გამოსახულებით და წერწერებით. პირველ სტელაზე, რომელიც სიმაღლით 157 სმ-ია, გამოსახული არიან ქტიტორი დავით მესამე ვედრების პოზაში და მის ზემოთ ღვთისმშობელი, რომელსაც წინ ყრმა უკავია.
|
ია აბულაშვილი 01.08.2021

ავლაბარში, მეტეხის გორაზე, სადაც თბილისის გალავანი მთავრდებოდა, დედაქალაქს გადმოჰყურებდა მონასტერი, რომელიც მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე მეორის მეუღლემ დედოფალმა დარეჯანმა ააგო და მას „დარიის მონასტერი“ ერთქვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|