თიკა სიბოშვილი
27.07.2022

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მეორეული ავტომობილები თითქმის ყოველდღიურად ძვირდება. ეს ყველაფერი ავტობიზნესს აზარალებს, ბაზარი კი დიდი დატვირთვით ვერ მუშაობს და, ჯერჯერობით, პოზიტიური ნიშნებიც არ იკვეთება. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რატომ ძვირდება მეორეული ავტომობილები და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

გვანცა წულაია
27.07.2022

საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრო მედიკამენტების გაიაფების ახალ გზებს ეძებს და რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს, თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, ღირებულება კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს.

რეზონანსი
26.07.2022

ბოლო თვეების განმავლობაში ლარი განუხრელად მყარდება, მაგრამ ფასები არათუ არ იკლებს, ზოგიერთ პროდუქციაზე მატულობს კიდეც, რაც საზოგადოების მხრიდან მუდმივად იწვევს უკმაყოფილებას. სპეციალისტები ამის მიზეზად გლობალური პროცესების გავლენას მიიჩნევენ, განსაკუთრებით - რუსეთ-უკრაინის ომს, რამაც საგარეო ვაჭრობა და ზოგადად, ბიზნესის ქცევის წესები რადიკალურად შეცვალა. ნეგატიურ გლობალურ პროცესებს ემატება ინფლაცია, რაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში ორნიშნა დონეზეა და მისი შემცირების პერსპექტივა, ჯერჯერობით, არ ჩანს.

გვანცა წულაია
26.07.2022

დიდი სიძვირის შემდეგ, საქართველოში საწვავის გაიაფებაა მოსალოდნელი. ასეთი წინაპირობა ქვეყნის შიგნით ლარის მკვეთრად გამყარებამ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი ნავთობპროდუქტების გაიაფებამ შექმნა. საბითუმო ბაზარზე ფასმა უკვე იკლო, ახლა საცალო ქსელების ჯერია.

გვანცა წულაია
26.07.2022

საქართველოსთვის უმუშევრობა დღემდე გამომწვევ პრობლემად რჩება. ქვეყანას სამეზობლოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს, რომელიც პანდემიის შემდეგ იზრდება. საინტერესოა, რა არის გამოსავალი და რა გზით შეუძლია ქვეყანას უმუშევრობის დაძლევა.

რეზონანსი
26.07.2022

 რეგიონში მიმდინარე ომის კვალდაკვალ და რუსეთის აგრესიის გამო შექმილი რთული ვითარების ფონზე, მსოფლიოში ახალი საფრთხე გამოიკვეთა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის" გამო, გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მსოფლიო დღეს შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს, თუმცა საინტერესოა, რეალურად რამდენმად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვითარება სწორედ აქეთკენ წავიდეს, რადგან როგორც ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, შემოდგომიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამწვავდება.

ქეთო გოგოხია
26.07.2022

 ქართულ ბიზნესში მასიურად კადრების სიმცირეს უჩივიან. ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ეს პრობლემა არ დგას. თუკი სექტორის წარმომადგენლები კადრების სიმცირეს შესაბამისი კვალიფიკაციის არქონით ხსნიან, სპეციალისტები შრომის ანაზღაურების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კადრების დეფიციტს ქართული სახელფასო პოლიტიკა ქმნის. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ კომპანიებს კადრების მოძიება უჭირთ, რამაც შეიძლება ბიზნესის განვითარება შეაფერხოს.

ქეთო გოგოხია
26.07.2022

 პანდემიამ, შემდეგ უკვე რეგიონში მიმდინარე ომმა სასურსათო უსაფრთხოების რისკები გაზარდა. საქართველოში პრობლემაა როგორც მოსავლიანობა, ასევე არასაკმარისი მუშახელი, რის გამოც მოსავლის დროული დაბინავებაც შეიძლება ვერ მოხერხდეს. მართალია, რაოდენობრივად 2022 წლის მოსავალი გასული წილის მაჩვენებლებს არ ჩამორჩება, მაგრამ არც გაუმჯობესებაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, წლევანდელი მოსავლის მარაგი რამდენიმე თვესაც ვერ გასტანს.

ქეთო გოგოხია
21.07.2022

გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა ნედლეულსა და მასალებზე იზრდება. ძირითადად ამით აიხსნება, რომ საქართველოს საექსპორტო პროდუქციის სიაში მუდმივად ლიდერობენ სპილენძის მადნენი და კონცენტრატები, ფეროშენადნობები და მსუბუქი ავტომობილები. ტენდენცია ზუსტად ასეთი იყო პანდემიურ პერიოდამდეც, თუმცა შემდეგ უკვე მოთხოვნა ვერც უკრაინაში მიმდინარე ომმა შეაფერხა და ნედლეული საქართველოდან ისევ აქტიურად გადის, უფრო მოჭარბებულადაც კი, ვიდრე აქამდე.

რეზონანსი
21.07.2022

მსოფლიო მასშტაბით ოქროს ფასი კლებას განაგრძობს. მაშინ, როდესაც ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2000 ათას დოლარას აღემატებოდა, დღეს კლება დაახლოებით 18 პროცენტია და ფასი 1700 დოლარის ფარგლებშია, რაც 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ოქრო იაფდება საქართველოშიც, თბილისი ცენტრალის ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ერთ გრამ ოქროზე ფასები, დაახლოებით, 30-35 ლარითაა შემცირებული. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ფასმა კიდევ უფრო მეტად, 50%-ითაც კი დაიწია.

გვანცა წულაია
21.07.2022

საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება მიმდინარეობს. ზოგიერთ ადგილას მოსავლი უკვე დააბინავეს. მეხორბლეები წლევანდელი შედეგით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ მოსავლიანობა გაზრდილია და ქვეყანაში ხორბლის ხარისხი ამჯერად გაცილებით უკეთესია.

თიკა სიბოშვილი
20.07.2022

ირაკლი ღარიბაშვილი შუა აზის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. პრემიერის სტუმრობამ საქართველოს შესაძლოა, მრავალი ახალი პოზიტიური შესაძლებლობა მოუტანოს. ეკონომიკის, ბიზნესის, გადაზიდვების, ენერგორესურსებისა და სხვა მრავალი მიმართულებით გაჩნდება შესაძლებლობა. სპეციალისტების აზრით, ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადადგმულია, აუცილებლად მოიტანს დადებით ეფექტს, რომლის შედეგებსაც ნელ-ნელა დავინახავთ კიდეც. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ომის ნეგატიური გავლენა სარგებლად იქცეს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×