გვანცა წულაია 14.02.2023

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად იზრდება. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქვეყანას მანქანების დანაკლისს საქართველო უვსებს. თითქმის 340%-იანი მატება დაფიქირდა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით. რატომ არის ექსპორტის ზრდა ასეთი მასშტაბური და როგორ შედის რუსეთში საქართველოდან ავტომობილები?
|
ქეთო გოგოხია 13.02.2023

წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებით ინფლაციის დონე საქართველოში დაახლოებით 1-1,5%-ის ფარგლებში დაიწევს, ხოლო მედიკამენტების ხარჯს ოჯახებისთვის თვეში 15-დან 30 ლარის ფარგლებში შეამცირებს. ეს პირველ ეტაპზე შესამჩნევი სარგებელია, რაც შეიძლება ფარმაცევტული ბაზრის ცვლილებამ ქვეყანას და მოსახლეობას მოუტანოს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, ანალოგიური პრაქტიკა მოქმედებს განვითარებად ქვეყნებში, რაც ქართველმა კანონმდებლებმა გაითვალისწინეს. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ არ იქნება გამართლებული, თუკი ზედა ზღვრის მექანიზმი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება.
|
თიკა სიბოშვილი 13.02.2023

დედაქალაქში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დრო და დრო ახალი ინიციატივები იბადება. ამჯერად ეს ეხება სიჩქარის ლიმიტის შემცირებას, როგორც სკოლებთან და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებთან, ასევე დიდ გამზირებზე. საუბარია, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარე განისაზღვროს 30-40 კმ/სთ-ით. პარალელურად კი შემცირდეს ორივე სანაპიროზე დაშვებული სიჩქარის (70 კმ/სთ) ლიმიტი.
|
ქეთო გოგოხია 09.02.2023

მაღალი ფასების გამო, სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები ირღვევა, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებს. მაღაზიებს ისეთი საფასო პოლიტიკა აქვთ, რომ კარტელური გარიგებების არსებობაზე ეჭვი არავის ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხით პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა და ხელისუფლებაც პრობლემას აღიარებს, მეწარმე ბიზნესმენებს და იმპორტიორებს ერთმანეთის გადაბრალებაში გაჰყავთ დრო. ამასობაში მომხმარებელი ზარალდება.
|
გვანცა წულაია 09.02.2023

საქართველოში, სხვა პროდუქტებთან ერთად, ქათამის ხორცი და კვერცხიც გაძვირებულია. ღირებულების მატებაზე ამ შემთხვევაში დიდი როლი უკრაინის ბაზრის ჩაკეტვამ და კომუნალური გადასახადების სიძვირემ მოახდინა. მეფრინველეობის დარგში ამბობენ, რომ თუ ასეთი მოცემულობა შენარჩუნდა და ვითარება კიდევ არ გართულდება, ქათმის ხორცი და კვერცხი აღარ გაძვირდება, გაიაფება კი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.
|
გვანცა წულაია 09.02.2023

თბილისი ისეა დაპროექტებული, რომ 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. დედაქალაქთან შედარებით, შენობების მდგრადობის თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად მშვიდი ვითარებაა რეგიონებშიც. ურბანისტები ამბობენ, რომ საქართველოს კარგი კონსტრუქტორები ჰყავს, რომლებიც ყველა სტანდარტს იცავენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომავალი წლიდან შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები კიდევ გამკაცრდება.
|
თიკა სიბოშვილი 08.02.2023

ეროვნულ ბანკში პრობლემებია, ისინი "ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვით, სებ-ის საბჭოს შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ამას ემატება სებ-ის პრეზიდენტის 7-წლიანი ვადის ამოწურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტი უნდა იქნეს არჩეული, თუმცა, შესაძლოა, ეს პროცესი გაჯანჯლდეს. "რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რა ხდება ეროვნულ ბანკში, რატომ არის დაპირისპირება და რის გამო შეიძლება გაიწელოს ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესი.
|
გვანცა წულაია 08.02.2023

საქართველოში საბანკო ანგარიშის "მიქირავების” შემთხვევები გახშირდა. იმისათვის, რომ აქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ანგარიშზე დიდი ოდენობით ტრანზაქცია არ დაფიქსირდეს, მეზობელი ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ანგარიშზე თანხა ირიცხება, რაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება.
|
ქეთო გოგოხია 07.02.2023

ხუდონჰესის პროექტი ახალ სიცოცხლეს იძენს. მთავრობამ ,,ოქროს შუალედი" გამონახა. ჰესი აშენდება ისე, რომ ხაიში და მიმდებარე სოფლები არ დაიტბორება. ენერგეტიკოსების ის ნაწილი, რომელმაც ანალოგიური სქემა წლების წინ წარუდგინა მთავრობას, პირდაპირ აცხადებს, რომ გამოსავალი მოიძებნა და პროექტი განხორციელდება ისე, რომ ქვეყანას და ხალხსაც დიდ სარგებელს მოუტანს.
|
გვანცა წულაია 07.02.2023

საქართველო იაფი ქვეყნიდან ძვირ ქვეყანად გადაიქცა, სადაც არც ლარის გამყარება, არც მსოფლიოში პროდუქციაზე ფასის კლება და არც ლოგისტიკის გაიაფება არ ახდენს გავლენას პროდუქტების ღირებულების შემცირებაზე. სწორედ ამიტომ მთავრობამ საკითხის დარეგულირება გადაწყვიტა და კონკრეტული გეგმაც მალე მზად იქნება, თუ რა გზიც შეეცდებაა ღარიბაშვილის გუნდი ქვეყანაში სიიაფის დაბრუნებას.
|
გვანცა წულაია 07.02.2023

საქართველოში საწვავის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, სადაც ნავთობპროდუქტები იაფია. ბრენდირებული და არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები, ძირითადად, სწორედ ამ ბაზრით სარგებლობენ. დღესდღეობით, რუსეთიდან იმპორტირებული ბენზინი საქართველოს საბითუმო ბაზარზე 1.85-1.90 ლარი ღირს. მცირე გასამართ სადგურებზე 1 ლიტრის ფასი 2,20 ლარის ფარგლებშია, მსხვილ ქსელებში კი - 2,80 ლარი ღირს. შექმნილი ვითარებით განსაკუთრებით ბოროტად სარგებლობენ ის კომპანიები, რომლებიც თავად ახორციელებენ საწვავის იმპორტს რუსეთიდან და საკუთარ ქსელში 1-ლარიანი მოგებით ყიდიან. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი იმპორტიორი "ვისოლია".
|
ქეთო გოგოხია 06.02.2023

თბილისსა და რეგიონებში ცათამბჯენების მშენებლობა დიდი რისკის შემცველია. სპეციალისტების მტკიცებით, 12 სართულზე მაღალი კორპუსები დედაქალაქში სეისმურად არამდგრადია, ამიტომ მშენებლობა შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის გარეშე არ უნდა დაუშვან, რაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ხოლო 7-8 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტდეს და სეისმური უსაფრთხოების თვალსაზრისით სპეციალური ექსპერტიზა გაიაროს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|