ირმა ჩიტაია
17.04.2025

დედაქალაქის მოსახლეობა საცობებში დიდ დროს და რესურსს ხარჯავს. გარდა იმისა, რომ ხშირად საათობით უწევთ საცობებში დგომა, იხარჯება საწვავიც, რაც უკვე კოლოსალურ დანაკარგამდე მიდის. როგორც კვლევებით დგინდება, აღნიშნული თანხა, ჯამში სულ ცოტა, ერთ მილიარდ ლარს აჭარბებს. ზარალი მხოლოდ მხოლოდ ეს როდია. საცობები ქალაქში ჰაერს აბინძურებს, წამლავს, რაც მომავალში ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ ყველაფერს ერთიანობაში თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საცობთან დაკავშირებული ზარალი და ხარჯები გაცილებით მეტია. ხშირ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება ადამიანისთვის გამოუსწორებელიც აღმოჩნდეს. 

ქეთო გოგოხია
17.04.2025

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცოტათი შემცირებულია. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, უამინდობაა. თუმცა ავტოსადგურების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კვირის ბოლომდე მდგომარეობა შეიცვლება და მოთხოვნა მოიმატებს. რაც შეეხება ფასს, უცვლელია და მგზავრებს მიკროავტობუსები იმავე ტარიფით ემსახურებიან,  როგორც ჩვეულებრივ პერიოდში სარგებლობდნენ.

გვანცა წულაია
17.04.2025

საქართველოს ეკონომიკური განვითარება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა, ეკონომიკას პრობლემა არ შექმნია. დინამიკა დადებითია, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერებისგან მუდმივად მიმდინარეობს ისეთი მოსაზრების შეთხზვა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. მთავრობა და ექსპერტთა დიდი ნაწილი მსგავს რეალობას გამორიცხავს.

გვანცა წულაია
16.04.2025

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი კრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა. კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა და როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში ითქვა, სიახლე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შემუშავდა. 

გვანცა წულაია
16.04.2025

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გაძვირდა. პასქის ღირებულებამ, წინა წელთან შედარებით, საკმაოდ მოიმატა. მცხობელები ამბობენ, რომ სიძვირე ინგრენდიენტების ფასის მომატებით არის განპირობებული. 

გვანცა წულაია
15.04.2025

იმპორტირებულ შაქარზე გადასახადი დაწესდა და ერთ ტონაზე მოსაკრებელი 400 ლარი იქნება. გადაწყვეტილება ძალაში აპრილს ბოლოსთვის შევა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სიახლის გაჟღერების შემდეგ იმპორტიორთა ნაწილმა განაცხადა, რომ შაქარი ადგილობრივ ბაზარზე არ გაძვირდება, ნაწილს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს.

გვანცა წულაია
15.04.2025

ანაკლიის პორტის მშენებლობა დაჩქარდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ნავსადგური პირველ გემს 2028 წელს მიიღებდა, თუმცა თარიღმა გადმოიწია და შესაძლებელია ეს 2027 წლის ბოლოსთვის მოხდეს. ასეთი მოლოდინი აქვს ეკონომიკის მინისტრს. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, რომ ანაკლიის პორტმა პირველი გემის მიღება მართლაც ორ წელიწადნახევარში შეძლოს იმ მასშტაბური სამუშაოების გათვალისწინებით, რაც პორტს და მის ინფრასტრუქტურას სჭირდება.

ირმა ჩიტაია
14.04.2025

უძრავი ქონების გაქირავების კუთხით ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია. მართალია, ის არ გაიაფებულა, მაგრამ ბროკერებისთვის რთული გახდა ბინის გაქირავება. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. განსაკუთრებით უჭირთ პრემიუმ კლასის ბინების მფლობელებს, ხოლო, რაც შეეხება ბიუჯეტურ ბინებს, მასზე მოთხოვნა მუდამ მაღალია. ამ კუთხით ბაზარზე დეფიციტია და მოთხოვნის დაკმაყოფილება ძნელია.

ქეთო გოგოხია
14.04.2025

რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები უკვე მოგვარებულია და დახლებზე გამოტანილი პროდუქცია უსაფრთხოა. ახლა უკვე სისტემატურად ხორციელდება კონტროლი როგორც რძის პროდუქტების, ასევე ყველა იმ საკვებისა, რომელზეც წინასააღდგომოდ დიდი მოთხოვნაა.

ქეთო გოგოხია
14.04.2025

საქართველოში ჰესების მშენებლობის მიმართ საპროტესტო აქციები მიზანმიმართულად მიმდინარეობს. მოსახლეობის გამოვლებს, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს მაშინაც, როცა გარემოზე ზემოქმედების რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ ჰესების მშენებლობას ძირი გამოუთხარონ და მოსახლეობა საპირისპიროდ განაწყპონ. ეს მაშინ, როცა ენერგოდამოუკიდებულება დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის და არსებული რესურსი მინიმალურ დონეზეც არ არის გამოყენებული. 

ირმა ჩიტაია
10.04.2025

პროფესიული სასწავლებლებზე მოთხოვნამ იმატა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სწავლების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. იშვიათი გამონაკილისის გარდა, პროფსასწავლებლები მაღალი კვალიფიკაციის კადრებს ვერ ამზადებენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სწავლის მსურველთა რიცხვმა 10%-ით იმატა. ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებია ინჟინერია, წარმოებისა და მშენებლობის სექტორი. ასევე აქტუალურია მომსახურების სფეროს პროფესიები. 

გვანცა წულაია
10.04.2025

დონალდ ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ. გადააწყვეტილება ორი დღის წინ გამოცხადდა, რასაც ევროკავშირმა იგივე ქმედებით უპასუხა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ერთგვარი მანევრირებაა და ზოგადად, ტარიფების საკითხის გააქტიურება, პირველ რიგში, თავად აშშ-ზე მოახდენს გავლენას. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×