ქეთო გოგოხია
06.03.2024

ავტოსადგურების სერტიფიცირების საკითხის მოგვარებით  ე.წ. ,,ხიშნიკებთან" დაკავშირებული პრობლემაც საბოლოოდ გადაიჭრება. სექტორში აცხადებენ, რომ სეისტემაში თანდათან წესრიგი დამყარდება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოუწევთ საქმიანობა, რაც უსაფრთხოების კუთხითაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. როგორც აღმოჩნდა, რეგულაცია ჯერჯერობით ავტოსადგურებს შეეხება და არა ტურისტების გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც სერტიფიცირებისა და ნებართვების ვალდებულება ჯერჯერობით არ აქვთ.

გვანცა წულაია
06.03.2024

წელიწად-ნახევარია საქართველოში ინფლაცია მცირდება და უკვე რამდენიმე თვეა, რაც მაჩვენებელი ნულთან ახლოსაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაღალი ფასები დარჩა და მოსახლეობისთვის ნაწილისთვის სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, რადგან მათ ჯიბეზე ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის კლება უმნიშვნელოდ აისახა. დღემდე გამოწვევაა მსყიდველუნარიონობა და ცხოვრების დონზეც.

გვანცა წულაია
05.03.2024

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება მიღწეულია - ავტომფლობელები 2013 წლამდე გამოშვებული იმ ავტომობილების განბაჟებას შეძლებენ, რომლებიც გემზე 2023 წლის ბოლომდე დაიტვირთა. შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ავტოდილერები დიდი ხანია ითხოვენ, ორი დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაში ჯერჯერობით არ ასახულა და ცვლილება მხოლოდ ავტოდილერებისგან გავრცელდა.

გვანცა წულაია
05.03.2024

ქვეყანაში ბინები იაფდება და ქირის ფასი წლის განმავლობაში კიდევ უფრო დაიკლებს. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი, მაგრამ ღირებულება მაინც მაღალია და დაბალბიუჯეტიანი სახლის დაქირავება დღემდე რთულია. 

ქეთო გოგოხია
04.03.2024

უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების ახალი დიდი ეტაპი იწყება. საწყის ეტაპზე ეს ეხება სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობას და ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესს სამაგისტრო პროგრამის მსურველებისთვის. შემდეგი ეტაპი შეიძლება გახდეს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადების გაზრდის საკითხი, რაც შეიძლება გადაიხედოს. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტარიფების თემა მომწიფებულია და დგას განათლების სამინისტროს დღის წესრიგში, თუმცა კონკრეტულად როდიდან იქნება ამისთვის სახელმწიფო მზად, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

ქეთო გოგოხია
04.03.2024

თბილისში მოსახლეობის ზრდას და კორპუსებზე გაზრდილი მოთხოვნას ბიზნესი მშენებლობების გააქტიურებით პასუხობს. ტემპი იმდენად მაღალია, რომ ხშირ შემთხვევაში კანონზომიერებას აცდენილია და ქალაქის განაშენიანება მიმდინარეობს ქაოსურად, რასაც ურბანისტები უპირისპირდებიან. მათი რეკომენდაციაა, გაკეთდეს კონკრეული კლასტერი უბნების მიხედვით, სადაც მაღალი შენობები, ე.წ. ცათამბჯენები განთავსდება.

გვანცა წულაია
04.03.2024

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პატრნიორთან არც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და არც უვიზო ავიამიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს ამერიკასთან. ორივე საკითხე მუშაობა წლებია მიმდინარეობს, თუმცა ხელშესახები შედეგი ისევ არ არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ  გადაწყვეტილება უმეტესად ვაშინგტონის მისაღებია.

გვანცა წულაია
29.02.2024

ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალურ დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ირკვევა, რომ კურორტებზე სეზონის ბოლოსკენ უფრო მეტი დამსვენებელია, ვიდრე დასაწყისში იყო. მიუხედავად ამისა, სასტუმროს წარმომადგენელთა ნაწილი სეზონით უკმაყოფილოა, ნაწილი კი კმაყოფილია და მათ მოსაზრებას იზიარებენ ტურიზმის ექსპერტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დატვირთულია სასტუმრობი და ბევრი უცხოელი ტურისტი ისვენებს ზამთრის კურორტებზე.

ირმა ჩიტაია
29.02.2024

აფხაზეთიდან, კერძოდ გალის რაიონიდან ქართული მოსახლეობა გადინების პროცესი დღითი დღე თვალში საცემი გახდა. ამ გარემოებამ თვითონ თვითმარქვია გალის რაიონის ხელმძღვანელობაც კი დააფიქრა. ისინი პრობლემაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.

ქეთო გოგოხია
28.02.2024

ბახმაროში მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობის მიმართ უკმაყოფილება მწვავდება. გადაწყვეტილებას, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება მოხდეს, ეკოლოგები პრინციპულად ემიჯნებიან. ნაწილი აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს, ნაწილიც საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც გარემოსდამცველები აღნიშნავენ, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ  პროექტი შეჩერდეს.

გვანცა წულაია
28.02.2024

უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიძვირის პირობებში ადგილობრივ მოსახლეობას ბინის შეძენა სულ უფრო მეტად უჭირს. საქართველოში საცხოვრებელი ადგილები, ძირითადად, უცხოელებისა და ემიგრანტების ხარჯზე იყიდება. ამიტომ სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში საბინაო კრიზისი დაიწყოს.

გვანცა წულაია
27.02.2024

საქართველოსთვის რუსეთ-უკრაინის ომისგან მიღებული ეფექტი მეტწილად შენელდა. ახლა ქვეყნის ეკონომიკას ისეთი შედეგი აღარ აქვს, როგორც რეგიონში ომის დაწყების პერიოდში ჰქონდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზი სწორედ ამ ომისგან მიღებული სხვადასხვა გარემოების დამსახურებაა, რომელიც უკვე ამოწურულია და ეკონომისტების განცხადებით, ქვეყანაში ახლა ის ტენდენცია გრძელდება, რომელიც ომამდე არსებობდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×