გვანცა წულაია
01.06.2022

საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქტიურობა თითქმის არ არის. ქვეყანაში ფასიანი ქაღალდები პოპულარობით ვერ სარგებლობს, რაც შედეგებითაც დასტურდება. ინტერესი არც ფიზიკურ პირებს და არც კომპანიებს არ გააჩნიათ. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა უშლის ხელს საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებას და ქვეყანაში რატომ ვერ სარგებლობს დიდი პოპულარობით ფასიანი ქაღალდები.

გვანცა წულაია
31.05.2022

„ბორჯომის” თანამშრომლები გაიფიცნენ და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს. ისინი გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენას, უვადო ხელშეკრულებას და ხელფასების 25%-ით მატებას ითხოვენ. თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ კრიზისის გათვალისწინებით ხელფასების 25%-იანი ზრდა არარალურია. რას ფიქრობენ „აიდიეს ბორჯომში” თანამშრომელთა დანარჩენ მოთხოვნაზე და რამდენად რეალურია მათი დაკმაყოფილება?

ქეთო გოგოხია
31.05.2022

ქვეყნის მასშტაბით  კომერციულ სექტორს გაზი უძვირდება, რაც ფასების მასშტაბურ ზრდას  გამოიწვევს. ბუნებრივ აირთან ერთად, ძვირდება ყველა პროდუქტი, რომლის თვითღირებულებაშიც გაზის კომპონენტია. დედაქალაქის შემთხვევაში, ტარიფში ცვლილება 25 თეთრს აღწევს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ფასებს და ,,გარანტირებულად“  გამოიწვევს ორნიშნა ინფლაციას, რაზეც ენერგეტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლებიც დაუფარავად საუბრობენ.

გვანცა წულაია
31.05.2022

მკვეთრად გამყარებული ლარი დიდი სისწრაფით გაუფასურდა და ახლა 3.0-იანი ნიშნულთან ახლოს ტრიალებს. “ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე, გუშინდელი დღის მონაცემებით, დილით ერთი დოლარი 3.05 ლარი ღირდა, უკვე დღის ბოლო კი, 3.01 ლარი. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა იწვევს მოკლევადიან პერიოდში ლარის დიდ ამპლიტუდას და რამდენად შესაძლებელია კურსი იმ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდეს, როგორზეც ერთი კვირის წინ იყო.

ქეთო გოგოხია
30.05.2022

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებებლები ციფრებში შემცირდა, თუმცა სოციალური ფონის გაუმჯობესება ქვეყანაში არ იგრძნობა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეს თავს ვერ აღწევს. მიზეზი, თუ რამ განსაზღვრა სიღარიბის კლება, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ განუმარტავს, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, მცირედო გაუმჯობესება, სავარაუდოდ, გამოწვეულია დასაქმების სტრუქტურისა და სახელმწიფოს მიერ ადრე აღებული ვალდებულებების განაღდების აუცილებლობით.

ქეთო გოგოხია
30.05.2022

კონკურენციის სააგენტოს მიერ მთავრობისთვის წარმოდგენილ ანგარიშს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებმა 20-თეთრიანი გაიაფებით უპასუხეს. მიუხედავად არაერთი მტიცებულებისა,  რომ საწვავის ღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი და რეალურად შეიძლება 50-60 თეთრითაც შემცირდეს, ბიზნესი მაინც მაღალ ფასს ინარჩუნებს, რითაც ზარალდება ყველა -  როგორც რიგითი მოქალქეები, ასევე ეკონომიკის ყველა სფეროც. როგორც ჩანს, გაიაფების მორიგი ეტაპი მოსალოდნელი არ არის, თუმცა კონკურეციის სააგენტშოი ირწმუნებიან, რომ მონიტორინგს გააგრძელებენ.

გვანცა წულაია
30.05.2022

ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე დღეები რჩება. ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროები ვიზიტორების მისაღებად უკვე მზად არიან. სამზადისი დასრულებულია რეგიონებშიც. სექტორი, რომელმაც, ბოლო წლებში, განსაკუთრებული დანაკლისი იწვნია, 2022 წლის ზაფხულის სეზონს იმედით შეჰყურებს. გაზრდილი ფასების მიუხედავად, ჯავშნები ნელ-ნელა კეთდება. გამოცოცხლების იმედი აქვს, როგორც თავად ბიზნესს, ისე სფეროს სპეციალისტებს

გვანცა წულაია
26.05.2022

საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ შემოსავალს იმ მნიშვნელოვან კომპონენტს ახმარს, როგორიც არის სურსათი. რაც დრო გადის, სულ უფრო ცოტა ადამიანს რჩება ფული ჯანდაცვისთვის, დასვენებისთვის, განათლებისთვის, კულტურისთვის და ა.შ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი იმისთვის შრომობს, რომ იკვებოს, რასაც არსებობა ჰქვია და არა ცხოვრება.

ქეთო გოგოხია
26.05.2022

რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ექსპორტზე, ფაქტობრივად, არ ასახულა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი შემცირდა, ხოლო უკრაინის მიმართულებით საერთოდ გაჩერდა, ქვეყანამ  ბაზრების დივერსიფიკაცია უმოკლეს პერიოდში შეძლო. ცხადია, რომ ექსპორტის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და ახალ რეალობასთან ადაპტირება მეტ-ნაკლებად მოხერხდა. ყოველ შემთხვევაში, ექსპორტს მაინცდამაინც პრობლემა არ შექმნია, გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე იყვნენ მიბმული, როგორც ეს „ბორჯომის“ შემთხვევაში მოხდა.

გვანცა წულაია
26.05.2022

საქართველოში ხორბალი ისევ მიზერული რაოდენობით შემოდის, ფქვილის იმპორტი კი კვლავ საგრძნობლად გაზრდილია. ასეთი ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთმა ხორბალზე მცურავი ბაჟი დააწესა, რასაც დაემატა აგრესორი ქვეყნის უკრაინაში შეჭრა და სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხება. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსოფლიოში მარცვლეულით მომარაგების კუთხით დიდი პრობლემებია, რასაც უკვე არავინ მალავს. რა ვითარებაა სტრატეგიული პროდუქტის მომარაგების მხრივ საქართველოში?

თიკა სიბოშვილი
25.05.2022

საქართველოში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ დასაქმება მაინც ყველა დროის მოუგვარებელი პრობლემაა. ადამიანებს სამსახურის მოძებნა უჭირთ სხვადასხვა მიზეზის გამო, ბიზნესი კი ახალ კადრებს ითხოვს, თუმცა ქვეყანაში კვალიფიციური ადამიანების ნაკლებობაა. ეს დამსაქმებელს არ აწყობს, თუმცა, როგორც ჩანს, არც შეთავაზებული ვაკანსიებია სამუშაოს მაძიებელთათვის მისაღები. ამის დასტურია ის, რომ წლიურად ვაკანსიების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა, მაგრამ დასაქმების მაჩვენებელი მაინც ვერაფრით უმჯობესდება.

გვანცა წულაია
25.05.2022

საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1000 ლარს აღემატება _  ასეთია სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემები, რომლებიც, სპეციალისტების შეფასებით, ყოფა-ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, განსაკუთრებით - დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია და გაურკვეველია უახლოესი მომავლის პერსპექტივა.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×