გვანცა წულაია
09.04.2024

საქართველოს მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს. მოქალაქეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი. ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება და შესაბამისად, ერთ მოქალაქეს, საშუალოდ, 4068 ლარი ჩამოეწერება.

გვანცა წულაია
09.04.2024

საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორს პროექტების განხორციელებას ფიქსირებული ტარიფით შესთავაზებს. ასეთია ირაკლი კობახიძის გუნდის გეგმა, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად განისაზღვრება. საინტერესოა, რამდენად მიმზიდველი და მომგებიანი იქნება ფიქსირებული ტარიფი, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნისთვის.

ქეთო გოგოხია
08.04.2024

თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად გადაწყვდა. მთავრობა მეგაპროექტის განხორციელებაზე დიდ იმედს ამყარებს, სპეციალისტები კი იმაზე ბჭობენ, რამდენად სჭირდება თბილისს გვერდიგვერდ ორი აეროპორტი და ეს რამდენად მოგვცემს საშუალებას რეგიონალური ჰაბი გავხდეთ.

ქეთო გოგოხია
08.04.2024

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული.  ფაქტია, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ აღმოფხვრილა ქვეყანაში და ამას უკვე კონკურენციის სააგენტოც ადასტურებს. საცალო სექტორში კვლავ თვითნებურად მაღალი ფასებია და ცვლილებები მხოლოდ აქციების პირობებშია, რაც მომხმარებლებს დიდ პრობლემას უქმნის. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ადგილი აქვს ოლიგოპოლიურ გარიგებებს.

ირმა ჩიტაია
08.04.2024

აღდგომის დღესასწაულის მოახლოების მიუხედავად, კვერცხის ფასი, სავარაუდოდ, არ გაიზრდება. სადღესასწაულოდ მოთხოვნა მზარდია, მაგრამ ბიზნესის წარმომდაგენლები მიიჩნევენ, რომ ბაზარზე რყევა არ იქნება. ის კი არადა, პრობლემა შეიძლება გაჩნდეს იაფ თურქულ პროდუქციასთან დაკავშირებით. მეზობელი ქვეყნიდან დაბალ ფასად შემოტანილმა პროდუქტმა შესაძლოა, კვერცხის ფასი დააგდოს.

გვანცა წულაია
04.04.2024

ბახმაროში მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელებას საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ,,ორბი ჯგუფი“ ისეთი მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნის და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრობლემას უკიდურესად გაამწვავეს.

ირმა ჩიტაია
04.04.2024

მთავრობა ირწმუნება, რომ საქართველოში პური ძვირი არ ღირს. საკითხმა პოლიტიკურ დებატებში გადაინაცვლა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროდუქცია მომხმარებელს ძვირად მიეწოდება. სექტორის წარმომადგენელები საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. თვლიან, რომ აღნიშნული საკითხი რეალობას არ შეესაბამება და პურის ფასი იმაზე დაბალი ვერ იქნება, რა მაჩვენებელიც ამ ეტაპზე გვაქვს. არსებული მონაცემებით კი ბაზარზე 500 გრ ყველაზე მოხმარებადი თეთრი პურის ფასი 1-ლარიდან 1.10-ლარამდე მერყეობს.

გვანცა წულაია
04.04.2024

საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების ხარჯი წლიდან წლამდე მზარდია. მათი პრემია-დამანატები, ხშირ შემთხვევაში, ხელფასს აღემატება და თვიური შემოსავალი 10 ათას ლარს სცდება. ეს კი ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა, რაც საჯარო მოხელეების თვიურ შემოსავალში აღირიცხება.

გვანცა წულაია
03.04.2024

2024 წლის ორ თვეში საქართველოს ეკონომიკამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. იანვარში ქვეყნის მშპ 5- .8%-ით, ხოლო თებერვალში 9.5%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც საქართველომ პანდემიის დასრულების შემდეგ აიღო, არ განელებულა. მიმდინარე ორთვიანი სტარტის შემდეგ კი ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ 2024 წელი ორნიშნა ან მასთან მიახლოებული შედეგით დაიხუროს.

ქეთო გოგოხია
03.04.2024

ონლაინ მაღაზიებსა და კომპანიებში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ  მომხმარებლის უფლებების დამცავი კანონი მიიღო, ამან, ფაქტობრივად, ვერანაირი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სააგენტოს საკმაოდ ბევრი დაზარალებული მიმართავს, პარალელურად დანაშაულებრივმა სქემებმა იმდანად ტოტალური სახე მიიღო, რომ ფაქტების დიდი ნაწილი უფლებადამცველებამდე ვერ აღწევს. გარდა ამისა, მოხმარებელთა უმეტესობას საკუთარი უფლებების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს და ჩუმადაა.

გვანცა წულაია
02.04.2024

საქართველოში კადრების პრობლემა ისევ მწვავეა. პრობლემის დაძლევა, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომ კერძო სექტორს კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური მუშახელის პრობლემა უდგას. ამ ფონზე ქვეყანაში პროფესიულ განათლებას ნაკლები ყურადღება ექცევა და ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ არჩევანს უმაღლეს სასწავლებლებზე აკეთებს, არადა ბიზნესს, ძირითადად, ისეთი კადრები სჭირდება, რომელთა მომზადება პროფესიულ კოლეჯებშია შესაძლებელი.

გვანცა წულაია
02.04.2024

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. ერთი ბარელის ღირებულებამ თითქმის 90 დოლარს მიაღწია. ეს ერთ თვეში ღირებულების დაახლოებით 16-17%-იან მატებას ნიშნავს. მსოფლიოში დაძაბული პოლიტიკური გარემო, პირველ რიგში, სწორედ შავი ოქროს ფასზე ახდენს გავლენას, ამიტომ ახლო მომავალში დამაიმედებელი არაფერი იკვეთება. საინტერესოა, გლობალურ ტენდენციას ექნება თუ არა გავლენა საქართველოზე მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანას, რუსეთის გადაწყვეტილების გამო, ბენზინის ექსპორტი შეეზღუდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×