ნატალია ჯვარიძე 27.06.2025

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილება და„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.06.2025

პარასკევს კიდევ ერთი ოპოზიციონერი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე დააპატიმრეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღესვე წინასწარ პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებების" ლიდერის ნიკა მელიას განაჩენიც გამოცხადდა და ასევე კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა განესაზღვრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.06.2025

საქართველო, დადექი! - ამ ლოზუნგით არასამთავრობო სექტორი მასშტაბურ აქციას კიდევ ერთხელ აანონსებს - 29 ივნისს პარლამენტის წინ აქტივისტები, ენჯეოები და ოპოზიციონერები ისევ შეიკრიბებიან, რათა ლიდერების დაკავება გააპროტესტონ. ისინი საზოგადოებას მოუწდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
|
მარიამ ვეკუა 26.06.2025

ექსპრემიერი გიორგი გახარია კვლავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, მისი გუნდის სადეპუტატო მომავალი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - 30 ივნისს საპროცედურო კომიტეტი პარტიის 12 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოჩენა ისევ გაურკვეველია. მისი გუნდის წევრები საზოგადოებას კონკრეტულ პასუხს არ აძლევენ, ოპოზიციის ნაწილი ექსპრემიერს დაბრუნებას არ ურჩევს, მმართველი გუნდს კი მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართული აქვს.
|
ნატალია ჯვარიძე 26.06.2025

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური პროცესისთვის ონლაინ პლატფორმა უნდა შეიქმნას, სადაც დარეგისტრირდება ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას". იმედი აქვს, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ამ პლატფორმაზე დარეგისტრირდება, ხოლო მათ, ვინც ამას არ იზამს, მონებად შერაცხავს.
|
ნატალია ჯვარიძე 25.06.2025

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ოთხშაბათის სხდომაზე კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის გვარმა გაიჟღერა, რაც ნიშნავს, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, ისინიც დაიბარონ კომისიაზე. ბოლო რამდენიმე კვირის პრაქტიკიდან გამომდინარე კი, გამორიცხული არაა ისინიც პატიმრობაში აღმოჩდნენ. რამდენად შორს აპირებენ წასვლას ამ მიმართულებით კომისია და მისი ხელმძღვანელი თეა წულუკიანი, ამაზე ანალიტიკოსებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წულუკიანმა კიდევ ერთი თვით - 5 აგვისტომდე მოითხოვა კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება და პარლამენტი ამ საკითხს ახლო მომავალში განიხილავს.
|
მარიამ ვეკუა 25.06.2025

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით, 27 ივნისამდე, განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მკვეთრად ზღუდავს მედიის შესაძლებლობებს სასამართლო პროცესების გაშუქებისას - სასამართლოს შენობაში, დარბაზში და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა მხოლოდ მოსამართლის ნებართვით იქნება დაშვებული. სახალხო დამცველი კანონპროექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილებები ქვეყანაში 2007-2013 წლებში მოქმედ ჩაკეტილ სასამართლო სისტემას აბრუნებს, როდესაც პროცესების საჯაროობა სერიოზულად შეზღუდული იყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.06.2025

ლიდერების დაკავებისა და მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე, ოპოზიციას ახლა რეალურად რამდენიმე სამოქმედო ვარიანტი აქვს - თანხმდებიან ბოიკოტზე, ერთიანდებიან და საერთო სიებითა და კანდიდატებით გადიან არჩევნებზე, ან ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ნაწილი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ყველა პარტია გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ გაერთიანებაში, ხშირ შემთხვევაში დაკონკრეტებული არ არის.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.06.2025

ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალების პრაქტიკულად ყველა ლიდერი ან უკვე ციხეშია, ან ახლო მომავალში ემუქრება ასეთი პერსპექტივა. ეს ნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მასში მონაწილეობას გადაწყვეტს, ლიდერების გარეშე მოუწევთ. როგორ მოქმედებს დაკავებების ეს სერია შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, რა გავლენა ექნება მას პარტიების რეიტინგებზე და რა პოლიტიკურ სურათს მივიღებთ ამის შედეგად შემოდგომაზე?
|
მარიამ ვეკუა 24.06.2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი 24 ივნისს თანამდებობიდან წავიდა. ის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან მთავრობაში შემორჩენილი ბოლო მინისტრი იყო და ახლა ხელისუფლება, პრაქტიკულად მთლიანად, მთავრობის სათავეში ირაკლი კობახიძის მოსვლის შემდეგ დანიშნული კადრებით შედგება. ანალიტიკოსთა ნაწილი ამ პროცესს ღარიბაშვილის კადრებისგან მმართველი გუნდისგან წმენდას უწოდებს, ნაწილი კადრების გადახარისხებაზე საუბრობს, მთავრობა კი ამ პროცესს „ეფექტიანობის გაზრდის" მცდელობად წარმოაჩენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.06.2025

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტრო სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება „სამინისტროს" წარმომადგენლის ქრისტინა ლაკერბაიას მიერ რუსი ტურისტებისადმი დამამცირებელ განცხადებას, რომელსაც მოსკოვიდან საყვედურები და მისი გადაყენების მოთხოვნა მოჰყვა, რაც სოხუმში მორჩილად შეასრულეს.
|
ნატალია ჯვარიძე 24.06.2025

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახლა უკვე 2 ივლისამდე აქვს ვადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია პროკურატურას მიმართავს. მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ გახარია არც 2 ივლისს არ იქნება თბილისში. მათთვის გაუგებარია რატომ ამბობს კომისია გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე უარს და რატომ ითხოვს მისგან ფიზიკურად კომისიის სხდომაზე მისვლას. ყოველივე ამან და სხვა გარემოებებმა გააჩინა ეჭვი, რომ ექსპრემიერი, შესაძლოა, არც აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად გაიქცა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|