თამთა ჩაჩანიძე
12.04.2024

სასამართლომ გასული წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, ამასვე ითხოვს ოპოზიციაც და აცხადებს, რომ „განაჩენს მოჰყვება რეაქცია".

ნატალია ჯვარიძე
12.04.2024

პოლიტოლოგ ედიშერ გვენეტაძის აზრით, „გორბის" კვლევა, სადაც „ოცნებას" 60%-იანი რეიტინგი აქვს, რეალობასთან ახლოსაა. მეტიც, ის ფიქრობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა შემოდგომაზე გაცილებით მეტს, 70%-დან 75%-მდე აიღებს, ოპოზიციიდან კი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

ნატალია ჯვარიძე
12.04.2024

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „გორბის" კვლევა რეალური რომ იყოს, ახლა „ოცნება" ისევე მშვიდად იქნებოდა, როგორც გასულ წლებში იყო. როგორს აცხადებს, „გორბიმ" იეშმაკა, როცა ალოკაციით გამოაქვეყნა შედეგები, არადა ფიქრობს, გამოკითხულთა 60% იტყოდა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, ვის მისცემს ხმას. ეს, მისი აზრით, სწორედ ის 60%-ია, რომლებიც „შუაშისტ" ამომრჩევლად ითვლება და არა „ოცნების".

ელზა პაპოშვილი
11.04.2024

მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა, „უცხოეთის გავლენებზე“ კანონი „ოცნების“ ამომრჩეველზე არ იმოქმედებს, რადგან მმართველ პარტიას, ისევე როგორც „ნაციონალებს“, მყარი და ჩამოყალიბებული ელექტორატი ჰავს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ამ კანონპროექტს მიესალმება. მათთვის ის, რასაც ხელისუფლება საუბრობს, გასაგები და მისასალმებელია, ამიტომ ქვეყნის შიგნით მას ამის გამო საკუთარ ელექტორატში დიდი ზიანი არ მიადგება, აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. 

თამთა ჩაჩანიძე
11.04.2024

„წინა გამოკვლევების მსგავსად ტენდენციები ერთნაირია, თუმცა ოდენობაზე თავს ვერავინ ვერ დადებს," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" გორბის კვლევას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, რომელიც „იმედმა" გამოაქვეყნა და სადაც პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ, „ქართული ოცნება" ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.

თამთა ჩაჩანიძე
11.04.2024

„ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში," - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ „უცხოური გავლენების" კანონპროექტი გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

თამთა ჩაჩანიძე
10.04.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონპროექტის განხილვის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 12 აპრილს ბერლინს ეწვევა, სადაც გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდება. მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები. ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ დამატებით გამახვილდეს ყურადღება „აგენტების კანონზეც".

ნატალია ჯვარიძე
09.04.2024

ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული. ამის პარალელურად კი პარლამენტის წინ საპროტესო აქცია გაიმართება. ამის შესახებ სამშაბათს გამართული „თავისუფლების მარშის" შემდეგ გახდა ცნობილი. რა აჩვენა სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ ორდღიანმა პროტესტმა და რას უნდა ველოდოთ 15 აპრილს?

ელზა პაპოშვილი
09.04.2024

„ქართული ოცნება“ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულ კრიტიკას იღებს და ეს ზეწოლა დღითიდღე ძლიერდება. განსაკუთრებით მწვავე შეფასებები გამჭვირვალობის კანონს უკავშირდება. რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დასავლეთის მხრიდან და რა შედეგს მოუტანს ეს საქართველო-დასავლეთის პარტნიორობას?

ნატალია ჯვარიძე
09.04.2024

„ოცნება" ოჯახურ ღირებულებათა და არასწულოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას იწყებს. ოპოზიცია კი ამაში მონაწილეობას არ აპირებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ოპოზიციის ეს უარი გაუმართლებელი და კონტრპროდუქტიულია მიუხედავად იმისა, რომ, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ამ სახალხო განხილვების სახით მმართველმა პარტიამ ერთგვარი პოლიტიკური მახე დაუგო თავის ოპონენტებს.

თამთა ჩაჩანიძე
08.04.2024

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ხმაურით დაიწყო, მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ბიუროს სხდომა, შენობის გარეთ კი აქცია და მსვლელობა გაიმართა ბანერებით - „არა რუსულ კანონს". პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნისგან, გიორგი მსხილაძისგან ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს. 9 აპრილს დაანონსებულია აქციაც.

თამთა ჩაჩანიძე
08.04.2024

გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სრულად გამართულია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×