რეზონანსი
02.05.2024

Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გატეხა.

"განახლება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი (police.ge) Anonymous-ის მიერ იქნა გატეხილ," - ნათქვამია ჰაკერული ჯგუფი Anonymous-ის განცხადებაში.

პირველ მაისს ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა განაცხადა, რომ საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ.

„საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები დგანან თქვენთან ერთად და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონულ ფოსტებს და ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა", - აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×