თამთა ჩაჩანიძე 16.07.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას კვლავ „სარკისებური პასუხით" ემუქრება, ამჯერად მიზეზი ის კასეტური ბომბებია, რომლებიც პენტაგონმა კიევს გადასცა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ომის დასაწყისში ეს იარაღი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა, პუტინის აღშფოთების მიზეზი კი ისაა, რომ ახლა უკრაინის ხელში საკმაო ძალაა.
|
ნაზი ბერიძე 15.07.2023

რა პესპექტივები აქვს ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში ან ცალცალკე საარჩევნო სუბიექტებად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - თვით ოპოზიცია პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს, ხელისუფლება კი ოპოზიციის კონსოლიდაციაში მხოლოდ მათ ზიანს და მარცხს ელოდება.
|
ნაზი ბერიძე 15.07.2023

14 ივლისს რუსეთში, ურალის ელქტროქიმიურ კომბინატში ურანის შემცველი რეზერვუარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა რეზერვუარის ჰერმეტიზაციის დარღვევამ გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი კუბური მეტრის მოცულობის კონტეინერი გასკდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.07.2023

თუ მთელი ოპოზიცია ენმ-სთან გერთიანდება, ეს არა ოპოზიციის, არამედ „ქართული ოცნების" წარმატებაა, წარმატების ფორმულა,მესამე ცენტრის შექმნაა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
|
ნაზი ბერიძე 14.07.2023

ნიკა გვარამიას საქმისგან განსხვავებით, ანალიტიკოსები ამ ეტაპზე სააკაშვილის შეწყალებას არ მოელიან. ერთის მხრივ იმის გამო, რომ პროკურატურა ექსპრეზიდენტის მონაწილეობით სხვა საქმეებსაც იძიებს და თუ ის ციხიდან გამოუშვეს, შეუძლია სხვა საქმეზე გასცეს დაიჭიროს. ამასთან არც ელექტრონულ სამჯურშია გამოსავალი, რადგან, კარგად ახსოვთ, რა ბედი ეწია ნიკა მელიას სამაჯურს.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.07.2023

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა მიმართვის პროექტს, სადაც დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ. თავად ადრესატი ჯერჯერობით დუმს და კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამას საქართველოს ხელისუფლებისგან მყისიერი მწვავე კრიტიკა მოჰყვა. „ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ზურაბიშვილი „არა ვიღაცის, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს".
|
თამთა ჩაჩანიძე 13.07.2023

ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტები სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტზე, ე.წ. ხელისუფლებასა და აფხაზური საზოგადოებას შორის დიდი დაპირისპირებაა. ცხარე კამათი იყო ე.წ. პარლამენტში ოთხშაბათს. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროექტი უნდა დაიბლოკოს, რადგან მისი მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში მასიურად ჩასახლდებიან უცხოელები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები და აფხაზები კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამ პროექტს „ქართული ოცნების კანონიც" კი უწოდა.
|
ია აბულაშვილი 13.07.2023

„მოვა იმის დრო, როცა საქართველო გახდება წამყვანი თემა ნატოში, მანამდე კი საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, აწარმოოს რეალური პოლიტიკა და იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვრალიძე, რომელსაც „რეზონანსი“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვათარებაზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.07.2023

ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" უკან, საპატიმროში დაბრუნებაზე. რამდენიმე დღის წინ ამაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. ოთხშაბათს ამავე თემაზე გააკეთა განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „ხალხის ძალამ" კი ხუთშაბათს პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა ციხეში მისი დაბრუნების საშუალებას.
|
ნაზი ბერიძე 13.07.2023

„სტრატეგია აღმაშენებელი" მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციის ერთიან პრემიერობის კანდიდატად პარტიის ლიდერ გიორგი ვაშაძეს განიხილავს. „ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება, თუ გიორგი ვაშაძე არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად მიიღებს, რაც არ უნდა ფორმალიზებული სახე მიეცეს ამ შეთანხმებას. ანალიტიკოსები საკმაოდ რელურად მიიჩნევენ წინასაარჩევნოდ დიდი ოპოზიციური გაერთინების შექმნას, მაგრამ ამ გაერთიანებაში ვაშაძის როლს განსხვავებულად აფასებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.07.2023

საქართველო ნატოში სამოქმედო გეგმით ე.წ. მაპ-ით გაწევრიანდება, ხოლო უკრაინა მის გარეშე - ამის შესახებ ნათქვამია ვილნიუსის სამიტის ალიანსის ვრცელ კომუნიკეში, სადაც ორგანიზაცია ადასტურებს ვალდებულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა გაცხადებული.
|
ია აბულაშვილი 12.07.2023

ვილნიუსის ნატოს სამიტთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში არ ცხრება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯებით, კარგავს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც მიეცა უკრაინას - მაპის გარეშე გახდეს ნატოს წევრი და რომ საქართველოსთვის კიდევ მრავალი წელი დარჩება ნატოს კარი დახურული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|