თამთა ჩაჩანიძე
27.07.2023

„ოცნების" ყოფილი წევრები ალტერნატიულ ცენტრს ქმნიან და როგორც ცნობილი ხდება, პირველ რიგში იმ ადამიანებთან მიდის კონსულტაციები, ვინც თავის დროზე მმართველი პარტიიდან წავიდა. ჯერჯერობით უცნობია ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მათთან ალიანსზე რას ფიქრობს, თუმცა, როგორც „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ თქვა, „გახარიასთან საუბარი არ უჭირს".

ნაზი ბერიძე
27.07.2023

წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური კოალიციების მოლოდინში საზოგადოება ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განცხადებებს დიდი ხანია ისმენს ორპოლუსიანობის დასრულებაზე და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაზე 2024 წლის არჩევნებისთვის. ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეზონანსს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2023

გახარია სურვილით ლაპარაკობს და არა კალკულაციით, არ დაუთვლია, უბრალოდ უნდა, რომ ასე იყოს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას, სადაც ამბობს, რომ „ნაცებმა" და „ქოცებმა" ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ".

ელზა პაპოშვილი
26.07.2023

წინაასაარჩევნოდ, არ არის გამორიცხული, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ცნეტრი შეიქმნას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ოპოზიცია თავისკენ მიიმხროს, თუმცა ჯერჯერობით მათთან თანამშრომლობაზე ოფიციალურად გიორგი ვაშაძემ განაცხადა თანხმობა. სხვა პატარა პარტიები ჯერ თავს იკავებენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ „ლელო“ ახალი ძალის შექმნას თავად აპირებს და პარტიებს აქეთ ეპატიჟება. საუბარია ასევე იმაზე, რომ შესაძლოა ყოფილი „ოცნების“ წევრები გიორგი გახარიას გარშემო გაერთიანდნენ. 

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2023

„ნაცმოძრაობა შავი ხვრელია, იქ ვინც არ უნდა მოხვდეს, ამით ენმ არ ძლიერდება, მაგრამ სუსტდება და ნადგურდება ის, ვინც მათთან ხვდება" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის „გამარჯვების პლატფორმაში" შესაძლო გაერთანების კომენტირებისას.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2023

რამდენიმე მიზეზია, რის გამოც მელია ენმ-დან არ მიდის - იგი ბუნებრივი რევანშისტი გახდა და უნდა, რომ პარტიაში თავისი პოზიციები აღიდგინოს. ის ახალ პარტიას ვერ გააკეთებს, დიდი ფინანსები სჭირდება და მესამე, "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლა ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილიც უნდა მიატოვოს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
25.07.2023

ქართულ პოლიტიკაში დიდი გადაჯგუფება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას დაიწყო. ჯერჯერობით სრული სურათი, რომელი პარტია ვისთან აპირებს ალიანს, არ გვაქვს, მაგრამ უკვე გაკეთებული განცხადებებიდან  გამომდინარე, გარკვეული კონტურები იკვეთება.

ნაზი ბერიძე
25.07.2023

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, შეძლებს თუ არა რუსეთი ეკონომიკური ბერკეტების მოპოვებას საქართველოზე და რა მექანიზმებით უნდა ავირიდოთ მოსალოდნელი პრობლემები? „რეზონანსი" ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ნაზი ბერიძე
25.07.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მაგველაშვილი შეუერთდეს. „ნაცმოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, თუმცა თავად მარგველაშვილი უარყოფს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო პოზიციები და ინტერესები აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2023

„ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 დარჩა შესასრულებელი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პუნქტების შინაარსი ბუნდოვანია. ერთი თვის წინ კი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყველა რეკომენდაცია, დეპოლარიზაციის გარდა, შესრულებული იყო, თუმცა ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, განსხვავებული შეფასებაა - სამი რეკომენდაცია სრულად შესრულებულია, 7-ში ნაწილობრივი პროგრესი გვაქვს, ორი კი არ შესრულებულა.

ნაზი ბერიძე
24.07.2023

წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო ზაგრებში, - ამის შესახებ ხორვატიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
24.07.2023

დეკემბერში უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - როგორც მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, „სამართლიან გადაწყვეტილებას" ელოდება და თუკი სტატუსი მოგვეცემა, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×