თამთა ჩაჩანიძე
02.08.2023

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსულ კრუიზ „ასტორია გრანდეს" ოკუპირებულ აფხაზეთში ეპატიჟება და აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ბათუმის მსგავსად არ დახვდებიან და „თბილად მიიღებენ". როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ესაა კრემლისგან ნაკარნახევი გზავნილი, რომელიც მიმართულია, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ქართველი ხალხისკენ.

ია აბულაშვილი
02.08.2023

ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება "ახალი ტაქტიკით" დაიწყო - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძველი წევრები შემოიკრიბა. რას მოუტანს ენმ-ს ძველი წევრების დაბრუნება - ანალიტიკოსთა ვარაუდით, ეს პროცესი დადებითად არ აისახება პარტიის ელექტორატის მატების თვალსაზრისით.

ნაზი ბერიძე
02.08.2023

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ეხება იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2023

საქართველოში ანტირუსულ პროტესტს კრემლისგან მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, განცხადებები ორაზროვანი და მუქარანარევია. საკითხზე, რამდენად შეიძლება დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა გემების ინციდენტების გამო და რამდენად აწყობს ეს თავად რუსეთს, ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2023

მმართველმა პარტიამ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის კრიტიკა კონკრეტული ბრალდებებით და ეპითეტებით უკვე ღიად დაიწყო. ბათუმის 31 ივლისის მოვლენებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მანიპულაციური უწოდა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი - გაუგებარი.

ნაზი ბერიძე
01.08.2023

„ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში „ნაცმოძრაობის" საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი დაიწყოს. რამდენად რეალურია პარლამენტში მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა და როგორ აისახება ეს პოლიტიკურ პროცესებზე? ანალიტიკოსები ამ იდეის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და „რეზონანსთან" საუბრისას შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავთ.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2023

მარცვლეულთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გამოცხადებული უკრაინის საზღვაო ბლოკადა რამოდენიმე სამოქალაქო გემმა გაარღვია, მათ შორისაა ფოთის პორტიდან გასული თურქულ-ქართული Yilmaz Kaptan. პირველი ებრაული „AMS1" იყო, რომელიც 31 ივლისს უკვე შევიდა მდინარე დუნაის უკრაინულ განშტოებაში. მას მიყვებიან „Yilmaz Kaptan" და ბერძნული „Sahin 2". სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ხაფანგი მოაწყონ - გემები უკრაინულ პორტებში შეუშვან და როცა მარცვლეულით დაიტვირთებიან, უკანა გზაზე დააკავონ, ან თავს დაესხან.

ნაზი ბერიძე
01.08.2023

რუსეთს ამზადებს საპასუხო ზომებს 31 ივლისს მოწყობილ „პროვოკაციულ პროტესტზე" საქართველოში რუსული საკრუიზო გემის ჩასვლის გამო. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალეკსეი ჩეპამ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას განიხილავენ მოსკოვში. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ, სხვადასხვა გარემოებების გამო, ამჟამად რუსეთისგან რაიმე სერიოზული აკრძალვები და სანქციები მოსალოდნელი არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2023

გლობალურ პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - ყველა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, მსოფლიო გეოპოლიტიკური სურათი და საერთაშორისო წესრიგი ისეთივე აღარ იქნება, როგორიც იყო. როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, ომმა რუსეთი საგრძნობლად დაასუსტა და ძველი გავლენებით ვეღარ ისარგებლებს. მათი თქმით, ამის ფონზე, დღეს ჯერჯერობით ორი პოლუსი იკვეთება - აშშ და ჩინეთი.

ნაზი ბერიძე
31.07.2023

სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2023

საპროტესტო აცქიის მიუხედავად, ორშაბათს რუსული კრუიზი „ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში ისევ შემოვიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირებები მოჰყვა - პოლიციამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა, ისინი რუსი ტურისტების მიკროავტობუსით გაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, ლაინერის მგზავრების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. ამასთან, აქცია თბილისშიც დაანონსდა.

ელზა პაპოშვილი
30.07.2023

ისტორიული ვიზიტი - ასე უწოდებს ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობას. საქართველოს პრემიერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პირველად შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონზე გამყარდება. თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა, ჯერჯერობით უცნობია. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×