ელზა პაპოშვილი 16.06.2023

სულ რამდენიმე თვეში ცნობილი უნდა გახდეს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ოცნების“ ქმედებები და რიტორიკა, მითუმეტეს ბოლო დროს, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ იცის ევროპისთვის საქართველო საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი დაკარგვა არავის უნდა, ამიტომ მაქსიმალურის მიღებას ცდილობს.
|
ნაზი ბერიძე 16.06.2023

ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში, „ოცნების" რეიტინგების გაზრდას ელოდებიან. ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და სტატუსის მინიჭების საკითხში კრახის შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლას აპირებს. რა დადებითი ეფეტები იქნება ხელისფლებისთვის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, და რას უნდა ველოდოთ თუ ვერ მივიღეთ იგი, ამაზე „რეზონანსი" ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 16.06.2023

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბევრი რამ გაირკვევა ქართულ პოლიტიკაში, დაიწყება პარტიებს შორის გადაჯგუფება და სარბიელზე გამოვლენ ახალი პოლიტიკური ძალები," - ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის სავარაუდო პოლიტიკურ კონფიგურაციასთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 15.06.2023

საქართველო და ქართველი ხალხი სულ რამდენმე თვეში გაიგებს, გახდება თუ არა ევროპული ოჯახის ნაწილი და მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსს. მანამდე კი 22 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი შუალედურ შეხვედრას გამართავს ერთმანეთთან პოზიციების გასაცვლელად. ყველა მათგანი დააფიქსირებს პოზიციას, ეკუთვნის თუ არა საქართველოს ოქტომბერში კანდიდატის სტატუსი.
|
ნაზი ბერიძე 15.06.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია „გლობალური ომის პარტიებად" მოიხსენია, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ ეს „ქართული ოცნების" პიარ-კამპანიის ნაწილია, რომელიც არჩევნების წინ კიდევ უფრო გააქტიურდება.
|
ნაზი ბერიძე 15.06.2023

ენმ-ს შიდაპარტიული დაპირისპირება ისეთ ფორმას იღებს, რომ პარტია ასეთი ფორმით დიდი ხნით არსებობას ვერ გააგრძელებს, და ეს არის სწორედ ის, რაც „ოცნებას" აწყობს, რადგან ასეთ ყოფაში მყოფ მთავარ ოპოზიციურ პარტიას ყველა არჩევნებში დაამარცხებს. ამიტომ, როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ამბობს, სიტუაციის შესაცვლელად არსებობს ოირ გზა - ან მელიას გუნდი გამოეყოდფა პარტიას და ცალკე პოლიტიკურ ჯგუფს შექმნის, ან ახალი შიდაპარტიული არჩევნებისთვის იბრძოლებს, რათა ხაბეიშვილსა და მის მომხრეებს ენმ-ს სადავეები გამოსტაცოს. ასე თუ ისე, ჩანს, რომ დრო მელიას სასარგებლოდ მუშაობს.
|
ელზა პაპოშვილი 14.06.2023

ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ნაწილებმა 20-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსების დაცვის პირველი ხაზიც გადალახეს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კონტრშეტევისას ე.წ. მაფორმირებელი ოპერაციების ეტაპი დასრულდა და უახლოეს დღეებში ფრონტის ეს ან რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინელთა კონცენტრირებულ დარტყმას ვიხილავთ.
|
ელზა პაპოშვილი 14.06.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები ერვოკომისარ ოლივერ ვარჰეისა და ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოსთან. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ცნობით, ევროკავშირი აფასებს საქართველოს პროგრესს და ხელისუფლების ძალისხმევასა და მონდომებას იმისთვის, რომ საქართველომ, პირველ რიგში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
|
ნაზი ბერიძე 14.06.2023

26 მაისის აღლუმსა და შემდეგ 27 მაისს დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მომხდარი სკანდალის შემდეგ, მმართველმა პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ აღარ შევიდოდა პოლემიკაში პრეზიდენტთან. თუმცა, 7 ივნისს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც იმაზეა საუბარი, თუ რა დაბრკოლებას უქმნის პრეზიდენტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას. 13 ივნისს კი პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სწორედ ამ დღეს გაირკვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ პარტიას შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს და რომ ამ დაპირისპირების დეტალებზე შესაძლოა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადება გააკეთოს.
|
ია აბულაშვილი 14.06.2023

ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციის ძიების პარალალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგებს შორის დაპირისპირება ღრმავდება. პოლიტიკური ბრძოლიდან ჩამოშორებული მელიას მომხრეები აღარ მალავენ, რომ პარტია ყოფილმა ძალოვნებმა ჩამოშალეს და ერთიანობის აღდგენა შეუძლებელია. ამ ფონზე კი ახალი პარტიის შექმნა რეალური ხდება. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციითაც, მელია ახალ პარტიას ქმნის და საჯარო პრეზენტაციაც, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მალე გაიმართება.
|
ნაზი ბერიძე 14.06.2023

ვენეციის კომისიისგან უარყოფითი დასკვნის მიღების მიუხედავად, სამშაბათს საღამოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით მიიღო. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ევროკომისიასა და ვენეციის კომისიას გასნხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც გაურკვევლობას იწვევს. შესაბამისად, „ოცნებამ" გადაწყვიტა მაინც მიიღოს კანონი და მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 1-ლი მარტი. ხოლო თუკი მანამდე, ამ საკითხზე ვენეციის კომისია და ევროკომისია ერთიან ხელდვას ჩამოაყალიბებენ, ამის შესაბამისად კანონი შეიძლება უკან გაიწვიონ, ან დატოვონ. ოთხშაბათს კი ევროკავშირმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და უარყო „ოცნების" შეფასება, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მიდგომებში არსებითი განსხვავებაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.06.2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს, რასაც კიევშიც აღიარებენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწრაფ გარდატეხას არ უნდა ველოდოთ და მოვლენები დროში გაიწელება. რუსები კი აცხადებენ, რომ უკრაინელებს მთავარი ძალები ჯერ კიდევ არ შეუყვანიათ ბრძოლაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|