ელზა პაპოშვილი 20.06.2023

პიატიხატკას გარდა, უკრაინელმა სამხედროებმა ორი კვირის განმავლობაში, კიდევ 8 დასახლება გაათავისუფლეს. ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთო ჯამში სამხედროებმა 113 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. შეტაკებების შედეგად, საოკუპაციო ძალამ, მხოლოდ ერთ კვირაში 4600-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ოფიციალური კიევის ცნობითვე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა აგრესორის ინფრასტრუქტურას და მძიმე ტექნიკას.
|
ნაზი ბერიძე 20.06.2023

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ რეფორმების შესახებ მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კი საქართველოზე შუალედურ ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
|
ნაზი ბერიძე 20.06.2023

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა "რეალურია" - მან დაგმო ბირთვული ტაქტიკური იარაღის განთავსება ბელორუსში.
|
ელზა პაპოშვილი 20.06.2023

შემზარავი ფაქტი თბილისში, პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელიც არასრუწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდათ. გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. 38 წლის მალხაზ ბარსეგიანს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.
|
ელზა პაპოშვილი 19.06.2023

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა 8 დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინელებმა ოკუპანტებისან დაიბრუნეს ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს.
|
ნაზი ბერიძე 19.06.2023

უმრავლესობის ერთერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის შეცდომებზე მიანიშნებს და სჯერა რომ ოპოზიციური სპექტრი დილემის წინაშე დგას - მას არ ჰყავს მობილიზებული ამომრჩეველი და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში ხელს უშლის ხელისუფლებას. პრობლემაა პარტიების გამსხვილებაც. სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველთა მობილიზებას ვერ ახდენს და პარტიების გამსხვილებაა მისი პრობლემა.
|
ნაზი ბერიძე 19.06.2023

ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ 2023 წლის სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარება. გაიმართება თუ არა არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ანალიტიკოსებს შორის აზრი ორად გაიყო.
|
ელზა პაპოშვილი 18.06.2023

ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადების შემდეგ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო ნაბიჯი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნა იქნება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ. რამდენად რეალურია, რომ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროში შესაბამისი განაცხადი შეიტანოს და საბოლოოდ, როგორი იქნება ამ საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება?
|
ნაზი ბერიძე 18.06.2023

ამ უქმეებზე რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეებს შორის. ანალიტიკოსებს ამის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, რადგან, მათი შეფასებით, ძალადობის ასეთი აფეთქებისათვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. თუმცა, „რეზონანსთან" საუბრისას პრაქტიკულად გამორიცხავენ, რომ ეს რაიმე მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისი იყოს.
|
ნაზი ბერიძე 18.06.2023

უკრაინა ნატოში, შესაძლოა, გამარტივებული წესით, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მაპ) გარეშე მიიღონ. დასავლური მედია წერს, რომ ამ იდეას ალიანსის წევრი სულ უფრო მეტი ქვეყანა ემხრობა. თუმცა, შაბათს ამ საკითხის კომენტირებისასა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანების მექანიზმის გამარტივება უარყო.
|
ნაზი ბერიძე 17.06.2023

მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, აქვს ილუზია, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის შენარჩუნების შემთხვევაში „ქართული ოცნების" დამარცხება შესაძლებელია. მეორეს მხრივ კი ეს ორპოლუსიანობა მის „ნაციონალურ მოძრაობას" გარანტირებულად შეუნარჩუნებს ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს. ასე აფასებენ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გააქტიურებას და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მისი გეგმების კრიტიკას.
|
ნაზი ბერიძე 16.06.2023

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღემდე გამორიცხავდა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას. ის სიკვდილს ებრძოდა და ამბობდა, რომ მისი მთავარი ინტერესი უკრაინის დაცვაა რუსეთის აგრესიისგან. თუმცა ახლა, გაუმჯობესებული ჯანმრთელობის ფონზე, ამბობს, რომ ჩაერთვება როგორც უკრაინულ, ისე ქართულ პოლიტიკაში და დაამარცხებს „გარუსებულ საქართველოს მოღალატეებს".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|