თამთა ჩაჩანიძე
30.08.2023

მორიგი დაპირისპირება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის - სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას იწყებს, „ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ელზა პაპოშვილი
30.08.2023

როგორ აისახება დეკემბრის ბოლო საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს მმართველი პარტია დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში და მეორეს მხრივ, როგორ გამოიყენებს ოპოზიცია ევროკომისიის შესაძლო უაყოფით პასუხს კანდიდატის სტატუსზე? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ პიარის თვალსაზრისით ამ საკითხში უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა და ამაში ოპოზიცია თავადაა დამნაშავე. 

ნაზი ბერიძე
30.08.2023

პოლიტიკური ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა" პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გარკვეული ვადით საინვესტიციო და დროებითი ბინადრობის შეჩერებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსთა შეფასებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან მომდინარე რისკებიდან დასაზღვევად ეს ცუდი არ იქნება. თუმცა, მეორე ნაწილის აზრით, ამავე კანონმა შესაძლოა ახალი პრობლემები შექმნას.

ია აბულაშვილი
30.08.2023

როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას, ანალიტიკოსთა პროგნოზით, ამის მონახაზი შემოდგომაზე გაჩნდება, თუმცა მიიჩგნვენ, რომ „ოცნებას“ აქვს შანსი, დამაჯერებლად გაიმარჯვოს არჩევნებში, ოპოზიციას კი კვლავ მოუწევს „ოცნების“ წინააღმდეგ წაგებულ ბრძოლაში შევიდეს.

ნაზი ბერიძე
30.08.2023

„ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე", - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს წინააღმდეგობა ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის დაპირისპირებად არ უნდა აღვიქვათ, რადგან ორივე მხარის განცხადებათა შინაარსი და არგუმენტები ლოგიკური და დამაჯერებელია. უბრალოდ, შარლ მიშელს თავისი განცხადება არ შეუთანხმებია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ეს პოლიტიკურად არაკორექტულად ჩაუთვალეს.

ნაზი ბერიძე
29.08.2023

არის თუ არა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით? „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ნუ იხვეწებიან წელს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემას, რადგან, მისი თქმით, წელს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით შესაძლებლობების ფანჯარა არ იხურება. შესაბამისად, გვარამიას აზრით, ოპოზიცია უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ წელს საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს და ამის საფუძველზე მმართველი პარტია დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში.

ნაზი ბერიძე
29.08.2023

ევროკავშირის შემდგომი გაფართოების სავარაუდო თარიღი ცნობილია - 2030 წელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ორშაბათს გაკეთებულ ამ რეზონანსულ განცხადებაში ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ოთხი სახელმწიფო ახსენა - პირველ რიგში უკრაინა და მოლდოვა და შემდეგ - საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიციური სიგნალია საქართველოსთვის, თუმცა, ამავდროულად არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მაგალითად, როდის და რა შედეგით დასრულდება ომი უკრაინაში, როგორ დასრულდება 2024 წლის არჩევნები თავად ევროპარლამენტში და როგორ ჩაივლის მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.

ნაზი ბერიძე
29.08.2023

გრიგორი კარასინის განცხადება არანაირად არაა დამაჯერებელი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ის უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისი აზრით, მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსის სიტყვების ადრესატები სოხუმელი ცხინვალელი სეპარატისტები იყვნენ, რომლებშიც თანდათან იზრდება იმედგაცრუება ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკით.

ელზა პაპოშვილი
29.08.2023

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალში ტაძრის კარი აჭედეს. მარიამობის დღესასწაულზე ეკლესიაში  მისულებს ლოცვის საშუალება არ მისცეს. ეკლესიის კარი რკინის მასალით იყო ჩაკეტილი. მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია. ეს უკვე მეორე სალოცავია, სადაც ადგილობრივებს ოკუპანტები შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

ნაზი ბერიძე
28.08.2023

სეპარატისტული ლიდერების მხრიდან "საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნაზე" საუბარმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო - ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მტკიცებით, „მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს, თუმცა, ამ მიმართულებით მცდელობები მიმდინარეობს".

ნაზი ბერიძე
28.08.2023

რა ტენდენციაზე მიუთითებს კრემლის მაღალჩინოსნების გახშირებული განცხადებები საქართველოზე და ცვლის თუ არა თავის პოლიტიკურ სტრატეგიას რუსეთი საართველოსთან მიმართებაში - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბოლო ერთი კვირაა, ჯერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთებით იმუქრებოდა, 26 აგვისტოს „ტას-თან" კი ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურა რუსული კულტურის ნაწილია.

ელზა პაპოშვილი
27.08.2023

1-ლ ოქტომბერს პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს მშვენიერი შანსი ეძლევათ, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალები მოსინჯოს. ბოლო დროს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის სანდოობაზე დაწყებული დისკუსიის ფონზე კი, ამ არჩევნებს დამატებითი დატვირთვაც ექნება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×