თამთა ჩაჩანიძე
13.09.2023

ჯერჯერობით ჰორიზონტზე მესამე ძალის პოტენციალის პლიტიკური ჯგუფი არ ჩანს - აცხადებენ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ ასეთ ჯგუფს მინიმუმ 10%-იანი რეიტინგი უნდა ჰქონდეს, დღეს კი ამის შესაძლებლობა არავის არა აქვს, მათ შორის მათაც, ვინც შესაძლოა არჩევნებამდე პოლიტიკაში შემოვიდეს, საუბარია ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა" დააფუძნა.

ელზა პაპოშვილი
12.09.2023

საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ისევ სკანდალში  და მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა.  პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს ევროპული თანამეგობრობის წევრი გახდეს.  

ინტერვიუ
12.09.2023

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს. 

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2023

ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატობაზე ანგარიში სავარაუდოდ ოქტომბერში გამოქვეყნება და ამ დოკუმენტის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპულ საბჭო მიიღებს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ოქტომბრის შუალედური რეკომენდაციები შესაძლოა პოზიტიური იყოს, თუმცა სავარაუდოდ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო როგორ იქნება აღქმული ბრიუსელში.

ნაზი ბერიძე
12.09.2023

„არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა ევროპაში თავისი კავშირების და გავლენების გამოყენებით, შეეცადოს დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება," აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ზელენსკის ადმინისტრაციის წევრის მიხაილ პოდოლიაკის გამონათქვამის კომენტირებისას, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი.

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2023

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტთან დაკავშირებით მათთვის დახმარება არ უთხოვია და მსჯელობა მხოლოდ იმაზე იყო თუ რა შეიძლება ერთობლივად გაკეთდეს, რომ „ქართულ ოცნებას" არ მიეცეს შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩააგდოს".

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2023

არც ინვესტიციები იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ სამშობლო გაყიდული (არ მოვერიდები ამის თქმას),უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ე.წ. პოლიტიკოსები - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 11 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო.

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2023

11 სექტემბერს „ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წარდგინება შეიტანა და სასამართლომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა იმსჯელოს, დაარღვია თუ არა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. ამის პარალელურად, „ლელო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის და ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს, რადგან მიიჩნევს, რომ პრემიერმა სახელმწიფოს რესურსი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა.

ნაზი ბერიძე
11.09.2023

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასავლეთის ლიდერების განცხადებებმა უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო - კიევში ვიზიტად მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით - „ კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან გერმანია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია".

თამთა ჩაჩანიძე
10.09.2023

ჯოზეფ ბორელთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს გარანტია, რომ, „როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება", საბოლოო უარი არ იქნება" საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა ქართველო ოპოზიციონერების დახურული შეხვედრის კომენტირებისას. რამდენად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია და ჩანდა თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თბილისში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებებში ეს გარანტია?

რეზონანსი
10.09.2023

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო ხელმოწერები უკვე მოაგროვა. ახლა საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლით მანიპულირებს, რადგან ეს მუხლიც კი, რომელშიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეა საუბარი, მათი თქმით, პრეზიდენტს ავალდებულებს საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოოს. 

ნაზი ბერიძე
09.09.2023

ენმ-ში მორიგი განხეთქილებაა, ამჯერად რეგიონალურ დონეზე. თუმცა, გამორიცხული არაა ახლო მომავალში ამ განხეთქილების მასშტაბი გაიზარდოს. შეძლებს თუ არა პარტია ერთიანობის შენარჩუნებას, ან ხომ არ დადგება დღის წესრიგში თავმჯდომარის კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები? ანალიტიკოსთან მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×