თამთა ჩაჩანიძე 02.09.2022
უკრაინელებს ახლა შეტევის აქცენტი სამხრეთით, ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე აქვთ გადატანილი. ჯერჯერობით სამწუხაროდ ცრუ მოლოდინია, რომ ხვალ ხერსონს აიღებს, ზეგ მელიტოპოლსა და ბერდიანსკს, მაგრამ მგონია, რომ ეს მალე არ მოხდება, ფაქტია, რომ უკრაინა და მსოფლიო ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადონ - აცხადებს „რეზონანსთან" უკრაინაში ომზე საუბრისას გენერალი ვახტანგ კაპანაძე.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.09.2022
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისითვის 12 რეკომენდაცია გასცა, ორთვენახევარი გავიდა და ჯერ კიდევ ბუნდოვანია გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით მოხდება თუ არა შეთანხმება. როგორც ოპოზიცია ამბობს, „ქართული ოცნება" რეკომენდაციების შესრულების ილუზიას ქმნის, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ოპონენტების „სპორტული ინტერესია" მაგალითად ომბუდსმენის არჩევის წესზე გააკრიტიკოს „ოცნების" იდეა და შეთავაზება, რომელიც, ხელისუფლების აზრით, უნაკლოა.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.09.2022
„რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება" აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე" - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პოლიტიური მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ევროკომისიის რეკომენდაცის შესრულება პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, უმრავლესობა ერთჯერადად თვალს დახუჭავს სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებს.
|
თეონა ვეშაგური 01.09.2022
რამდენიმე დღეა უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონში. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საურისას ამბობს, რომ ახლა თავდაცვის მეორე ხაზე მიდის ბრძოლები. რუსებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალბის კონტრშეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ დაბნეულები და შეშინებულები არიან. მათთვის საკმაოდ შემაშფოთებელია სიტუაციაა, მეტიც პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, ის აპირეს შეცვალოს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და დანიშნოს ეროვნული გვარდიის მთავარსარდალი, არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.08.2022
უკრაინა რუსეთის ძალების წინააღმდეგ სამხრეთ უკრაინის მასშტაბით შეტევას აგრძელებს, ამასთან, ორ ლოკაციიაზე ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით სასტიკი ბრძოლებია. პარალელურად, მოსკოვი უკრაინის ოკუპირებუილ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებისთვის ემზადება, რასაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უშუალოდ კრემლის ოფიციალური პირი ხელმძღვანელობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.08.2022
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხუთშაბათს დილით მივლენ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ მარიანო გროსისა და მისი დელეგაციის წევრებსშეხვდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვიზიტი მნიშვნელოვანია და თუ აეს-ის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფრთხე არის, შესაძლოა საგანგებო განცხადება გააკეთონ და რუსეთს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვონ.
|
ია აბულაშვილი 31.08.2022
ევროპული რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტზე შეთანხმება, რომელიც სახალახო დამცველის არჩევას ეხება, შეიძლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ევროპული რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.08.2022
ვლადიმერ პუტინის მორიგი შანტაჟი ევროპას - რუსეთმა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების მიზეზით მთლიანად შეაჩერა. საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპა ახლა ზამთრისთის რეზერვებს ავსებს და მოსკოვმა ახლავე გადაკეტა, რომ სიცივეში დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტი ჰქონდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.08.2022
შემოდგომა კარს გვიკაკუნებს, თუმცა ოპოზიციის გეგმები, დაანონსებულ „ცხელ შემოდგომაზე" კონკრეტულად რას აპირებენ, ჯერ კიდევ გაჟღერებული არაა. როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, სამოქმედო გეგმას იმიტომ ვერ ამზეურებენ, რომ ოპოზიცია დღეს ერთიანი არაა და რომც გაერთიანდეს, ჯამურად მათი რეიტინგი „ოცნებას" ვერ დაამარცხებს, რაც თავადაც გაცნობიერებული აქვთ. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად აზრთა სხვაობისა და პიროვნებათაშორისი კონფლიქტებისა, ოპოზიცია საჭირო მომენტში გაერთიანებას შეძლებს.
|
ია აბულაშვილი 30.08.2022
არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას უფრო აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, ვიდრე ოპოზიციას. რატომაც არა? უპრობლემოდ გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას, როცა ხედავს, რომ ოპოზიციაში ერთობა არ არის და დაბნეულია. ირაკლი ღარიბაშვილის ყოველი ჩატარებული მთავრობის სხდომა მიტოვებს განცდას, რომ „ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო - აცხადებს „რეზონანსთან" მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ანალიზისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.08.2022
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე საარტილერიო შეტევების ინტენსივობა გაზარდეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევის შედეგად 4 სოფელი გაათავისუფლეს და ოკუპანტების თავდაცვის ხაზები გაარღვიეს. როგორც „ჯიპას" პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, კიევმა ხერსონის მიმართულებით დაანონსებული კონტრშეტევა დაიწყო, ისინი მტირის პოზიციებს მაქსიმალური სიზუსტით ურტყამენ, რუსების დანაყოფებში კი პანიკაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.08.2022
უკრაინა ტერიტორიების დაბრუნების გარეშე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ემხრობა, რუსეთი კი წინ ვერ იწევს და გამოფიტვის სტრატეგიაზე გადავიდა, ამიტომაც დასავლელი ლიდერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ომი წლები გაგრძელდეს - ანალიტიკოსთა შეფასებით, დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, რომ უკრაინას გრძელვადიან კონფლიქტში გაჰყვნენ და დაეხმარონ იმდენ ხანს, რამდენსაც კიევი საჭიროდ ჩათვლის, ამასთან, ავანგარდში აშშ და დიდი ბრიტანეთი იქნებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|