თამთა ჩაჩანიძე 08.09.2022
რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში ვიზიტამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს მიმართ მათი კრიტიკის და პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, თუმცაღა, მიუხედავად ამისა „ოთხეულმა" ხუთშაბათს ახალი განცხადება გაავრცელა. რატომ არ იმოქმედა მათზე პრემიერის მოწოდებამ?
|
თამთა ჩაჩანიძე 07.09.2022
ჩრდოლო ატლანტიკურ ალიანსში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, დასავლეთი ზამთრის ომისთვის უნდა მოემზადოს და მიზნის მიღწევამდე არ შეჩერდეს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლო პოტენციალი უკვე გაათანაბრეს, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფებისთვის უკვე კონტრშეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ, კრიტიკულ პერიოდში კი სწორედ ეს მოიაზრება.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.09.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მონაწილეობა მიიღო. დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის და ევროკომისრის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა, გაერთიანება გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
|
თეონა ვეშაგური 07.09.2022
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მორიგი მუქარა დასავლეთს - კრემლის ლიდერის თქმით, ევროპას გაზისა და ნავთობის მიწოდებას „გაუყინავს", თუ რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესდება. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზამთრისთვის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მარაგის დიდი ნაწილი უკვე აქვთ.
|
ელზა პაპოშვილი 07.09.2022
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლება დაიბრუნეს. ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინა სამხრეთის მიმართულებით შეტევით ბრძოლებს ახორციელებს და რუსეთის არმია ძირითადად თავდაცვით პოზიციაში იმყოფება.
|
ია აბულაშვილი 07.09.2022
"ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას" - ეს არის გზავნილი, რომელიც საქართველომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან მიიღო. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართულ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე, სადაც განიხილეს რეკომენდაციები, რომლის შესრულება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთან შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
|
თეონა ვეშაგური 07.09.2022
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ „მოდერნასა" და „ფაიზერის" ერთობლივი კოვიდ-19-ის ვაქცინის „ბუსტერ 2" განახლებული ვერსია დამტკიცა. ეს ვერსია შეიქმნა იმისთვის, რომ „ომიკრონის" ახალ ქვეშტამებს ეფექტურად გაუმკლავდეს. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგონავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახალი გაუმჯობესებული ვარიანტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ვაქცინებს ეტაპები ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. სწორედ ამის გამო გოგინავა ამბობს, რომ ახალი ვაქცინების საქართველოში შემოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
|
ელზა პაპოშვილი 06.09.2022
რამდენიმე დღეა უკვე უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონის მიმართულებით. ამის პარალელურად კი მათ სამშაბათს მოულოდნელად შეტევა ხარკოვის მიმართულებით, ქალაქ ბალაკლეაზეც დაიწყეს.
|
ია აბულაშვილი 06.09.2022
ეს არის პიარი და უკრიანაში გაკეთებულ პიარს „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იყენებს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს მიერ იმ ქართველი ბიზნესმენების სიის გამოქევყნებას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების შემოღებას ითხოვენ. ამ სიის ერთ-ერთმა წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში გეგმავს ჩივილს.
|
ია აბულაშვილი 06.09.2022
პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს სიმბოლოებით არის გაჯერებული და აქედან გამოსული არასწორად ფორმულირებული სიტყვა შეიძლება საზიანო იყოს ქვეყნისთვის - ასე ეხმაურება უმრავლეობობის წევრი ლადო კახაძე პრეზიდენტის სასახლეში სამშაბათს გამართულ ღონისძიებას.
|
თეონა ვეშაგური 06.09.2022
რუსეთის ურთიერთობაში მის მეზობლებთან და მათ შორის საქართველოსთან ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ის იქნება, თუ როგორ ექცევიან ამ ქვეყნებში რუსულენოვან მოსახლეობას. ამის შესახებ საუბარია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალ კონცეფციაში, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს დაამტკიცა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში რუსეთიდან იმიგრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშნელოვნად გაიზარდა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოსთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.09.2022
ენმ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა და „ნებისმიერი თვე, 2024 წლამდე, ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში". ანალიტიკოსთა აზრით, დღეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, მათივე შეფასებით, ეს თავად ოპოზიციას კარგს არაფერს მოუტანს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|