ელზა პაპოშვილი 01.09.2021

არ მისცეს, თუ არ აიღეს - პოლიტიკური პარტიებისთვის მეორე დღეა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დახმარებას ვერ იღებს, რადგან ვერ ასრულებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში რეფორმები და ვალდებულებები წარმატებით ხორციელდება. ევროკავშირის დახმარებაზე კი უარს ხსნიან იმით, რომ საქართველოს დამატებითი ვალი არ სჭირდება.
|
ქრისტინე კაპანაძე 01.09.2021
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ცნობით, ბოლო პერიოდში პოლიტიკური მოსაზრებების გამო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას რამდენიმე ათეული მხარდამჭერი და ნათესავი გაუშვეს და მას ამის დამადასტურებელი ჩვენებები აქვს. „ქართული ოცნების" წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ამ განცხადებას არადამაჯერებლად მიიჩნევს და ლომჯარიას ურჩევს, „ვიღაცის მონაყოლის" მიხედვით დასკვნები არ გააკეთოს.
|
თეონა ვეშაგური 01.09.2021

იმ ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც ვაქცინაციის ტემპები საქართველოს მსგავსია, ან მასზე დაბალია, ყოველდღიურად საქართველოსთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის ახალი შემთხვევები ფიქსირდება და გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელიც მნიშნელოვნად დაბალია. სპეციალისტთა შეფასებით, ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ეპიდვითარების შესამსუბუქებლად აცრა საკმარისი არაა. საქართველოში, აკრძალვის მიუხედავად, რომ არ იმართებოდეს ხალხმრავალი შეკრებები, მოსახლეობა მასიურად ატარებდეს პირბადეს და იცავდეს სოციალურ დისტანციას, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.
|
თეონა ვეშაგური 31.08.2021

კორონავირუსის ეპიდემია ბავშვებში სულ უფრო მატულობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თუკი აგვისტოს შუა რიცხვებში ყოვედღიური ინფიცირების შემთხვევებში ბავშვებზე საშუალოდ 8-10% მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 15%-მდეა გაზრდილი. სპეციალისტთა შეფასებით, ვაქცინაციის აქტიურად გაგრძელების პარალელურად, თუკი არ მოხდება მოქმედი რეგულაციების მკაცრად დაცვა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.08.2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, ხოლო 4 ოქტომბრიდან კი იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების დადებითობის გამოვლენის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის პარალელურად, 13 სექტემბრამდე გადავადდა დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება.
|
ქრისტინე კაპანაძე 31.08.2021
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკური მოტივებითაა ნაკარნახევი. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებასაც და ხელისუფლების არგუმენტებსაც მიუღებლად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შესაძლოა სერიოზული გართულებები მოუტანოს ქვეყანას, რომელიც 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.
|
თეონა ვეშაგური 31.08.2021

„ეს პროცესები არ არის ის შემთხვევა, რომლის გამოც შეიძლება თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა ან ამომრჩეველი მოისყიდეს", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომ არჩევნების წინ ხელისუფლების მიერ დევნილებისა და სახმედროებისათვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვად უნდა შეფასდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.08.2021

ევროკავშირი, „ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების გამო, სავარაუდოდ სესხის მეორე ნაწილის გადმორიცხვას არც აპირებდა, ან, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას" 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ არ სურდა ზეწოლის ქვეშ ყოფნა - ასე ხსნის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკაშირის სესხის მეორე ნაწილზე უარის თქმას.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.08.2021

ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს - ამის შესახსებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რაზედაც სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, გადაჭრით პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცაღა იმედოვნებენ, რომ ვაქცინაცია მაინც „თავისას იზამს" და თუ ამ ტემპით გაგრძელდა, სიტუაცია უკეთესობისკენ წავა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.08.2021

ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა" იქმნება, სადაც, „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძესაც ვიხილავთ. მმართველი გუნდის თქმით, მათი მიზანი „იმ ადამიანების ხმებზე ნადირობაა, რომლებსაც არც ოპოზიციაში არსებული პარტიები მოსწონთ და ხელისუფლების მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ", თუმცა, დასძენენ, რომ პერსპექტივა არ ექნება. თავად გაერთიანების იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს „ქვეყანაში არსებულ ორპოლუსიანობას დაასრულებს".
|
თეონა ვეშაგური 30.08.2021

ბოლო დროს კორონავირუსით აქტიურად ინფიცირდებიან ბავშვები და ორსულები - ამ დროისთვის თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ინფიცირებული 16-მდე ორსული მკურნალობს. ამირან გამყრელიძის თქმით მსოფლიოში გახშირდა ორსულების ინფიცირება, რაც გარკვეულ შემთხვევებში სავალალო გამოსავლით სრულდება - მდგომარეობის გართულებისგან დაცვის ერთადერთ საშუალებას კი აცრა წარმოადგენს.
|
რეზონანსი 29.08.2021

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში, მოქმედი აკრძალვის მიუხედავად, ტრადიციული ხალხმრავალი ქორწილი გაიმართა და ქორწილის ორგანიზატორებს ბიუჯეტში, სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად, მასობრივი შეკრებისათვის დაწესებული ჯარიმაც ჰქონდათ გათვალისწინებული. ამ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელებში ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩაჩუამ გაავრცელა, სპეციალისტები შემაშფოთებელი ტენდენციის დასაწყისად მიიჩნევენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|