თამთა ჩაჩანიძე
07.05.2021

ციხეში ყოფნით მელიამ საკუთარი თავი ამოწურა და ალბათ იმიტომაც დათანხმდა ამ გირაოს, მიხვდა, რომ ციხეში ყოფინის გაგრძელება და ე.წ. მარიაჟობა მის ავტორიტეტს მაღლა კი არა, პირიქით დაბლა სწევს - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ევროკავშირის გირაოზე დათანხმებასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
07.05.2021

ოპოზიცია პრეზიდენტისგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის. დაადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ჯერ უცნობია. ექსკლუზიური უფლების პირველად გამოყენებაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრეზიდენტმა კონსულტაციები დაიწყო ოპოზიციასთან, რომლის დიდმა ნაწილმაც მას ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. კანონში შეტანილი ცვლილებები ხელისუფლების ოპონენტებმა აქტივისტების უფრო მკაცრად დასჯის სურვილით ახსნეს.       

ელზა პაპოშვილი
07.05.2021

ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ის როგორც სამოქალაქო პირი ადრეც აქტიურობდა, ამიტომაც მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს, აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“. რაც შეეხება იმას, იქნებიან თუ არა ის და უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე ერთად, ძაბირაძე ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან. 

ელზა პაპოშვილი
06.05.2021

ქართულ პოლიტიკურ  ფლანგზე ახალი მოთამაშე ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოდის. როგორც მან საზოგადოებას ამცნო, პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მის ორგანიზაციას  „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა. ბიზნესმენმა   ახალი  ორგანიზაცია შემოკლებით „ერი“ დააფუძნა.  ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვაა, რომ მან საკმაოდ მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება მიიღო. 

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2021

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური იდეოლოგია, ხედვა, ტაქტიკური ხაზი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პარტიამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში მობრუნდეს, ამას ვერცერთი განზომილებით ვერ ვხედავ - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელიც მიიჩნევს, რომ მალე პოლიტიკურ ველზე მესამე, გახარიას ძალა გამოჩნდება, რომელიც პირველობისთვის იბრძოლებს. ამ და სხვა საკითხებზე „რეზონანსი" იგორ კვესელავას ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2021

მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აკეთებს განცხადებას და აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი", რომელიც დიდი ალბათობით მომავალში პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება. პოლიტიკურ ველზე მეორედ გამოჩენას ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც საკმაოდ ხისტი შეფასებები მოჰყვა.

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2021

უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოში კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება, ქვეყანაში ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა სპეციალისტები დაახლოებით ათ დღეში მესამე ტალღის პიკს ელოდებიან.

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2021

ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდა - დადებითობის მაჩვენებელი კი ბოლო ერთი კვირაა, რაც 6%-ს გადასცდა, სპეციალისტების აზრით, თუ შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე დღის განმავლობაში ორიათასის ფარგლებში იმერყევებს, ან დინამიკაში ზრდა დაფიქსირდება, ამას შესაძლოა სერიოზული ლოქდაუნი მოჰყვეს.

ელზა პაპოშვილი
05.05.2021

ამნისტიის კანონპროექტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბრალდებების მორიგი საბაბი ხდება. შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერები ისევ ვერ თანხმდებიან. დისკუსიის ახალი რაუნდი მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტმა გახსნა. სადავოა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს შეუძლია, გათავისუფლებაზე უარი თქვას. „სამართლებრივი ნონსენსი“, - ასეთია ოპოზიციის შეფასება, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება მმართველი გუნდი. 

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2021

აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება-ასე მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბაქოს სტუმრობს.

ელზა პაპოშვილი
04.05.2021

შემოდგომის ადგილობრივი არჩევნებისთვის მცირე პარტიების ნაწილმა შესაძლოა ახალი ალიანსი შექმნას, რომელსაც ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალის სტატუსზე ექნება პრეტენზია. ამაზე საუბრი ჯერ მხოლოდ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაიწყო. ანალიტიკოსთა შეფასებით კი, მცირე პარტიები  6-თვიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ მიხვდენ, რომ „ენმ“-სთან ერთად ყოფნამ ყველაზე მეტად მხოლოდ ისინი დააზიანა და მათი პოლიტიკური გადარჩენა მხოლოდ „ნაციონალებისგან“ დისტანცირების შემთხვევაში მოხდება.

თამთა ჩაჩანიძე
04.05.2021

 „ოცნების" დეპუტატთა დაახლოებით ნახევარი პარლამენტშია და ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.თუმცა, პარლამენტის აპარატის თანამშრომელები, ქვეყანაში გამოცხადებული უქმეების შესაბამისად, ამ კვირაში ისვენებენ და ამ ხრივ გამონაკლისის დაშვებას ოპოზიციის ახირების გამო არავინ გეგმავს. ასე პასუხობენ მმართველ პარტიაში ოპოზიციის კრიტიკას, რომ ხელისუფლება განგებ აჭიანურებს „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტასა და ამნისტიის კანონპროექტის განხილვას.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×