ია აბულაშვილი 20.09.2021

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სკანდალზე მოსახლეობაში ჯერჯერობით განსაკუთრებული რეაქცია არ შეიმჩნევა, თუმცა ამომრჩევლებში შესაძლოა ეს უკმაყოფილება აკუმულირდეს და შემდეგ 2 ოქტომბერს იჩინოს თავი, - ამის შესახებ „რეზონანსს“ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა.
|
თეონა ვეშაგური 20.09.2021

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე პარლამეტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა ნაჩქარევია, რადგან ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს - ასე აფასებს პარტია „ლელოს" ინიციატივასა და ამაზე მმართველი პარტიის რეაქციას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
|
ია აბულაშვილი 20.09.2021

აცრების ყოველდღიური რაოდენობის კლების მიუხედავად, ხელისუფლება სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას ჯერჯერობით არ განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში აცრა ნებაყოფლობითია და ასევე დარჩება, თუმცა, ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილმა მოქალაქეებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა თავისი მიდგომა შეცვალონ.
|
თეონა ვეშაგური 20.09.2021

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების აცრა იწყება. პირველი აცრები შოტლანდიასა და უელსში უკვე მიმდინარე კვირაში გაკეთდება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კი მოზარდებს ვაქცინაციას ოქტომბრიდან შესთავაზებენ. რას გეგმავს ამ მხრივ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და როდიდან იქნება შესაძლებელი ვაქცინაციის დაწყება?
|
ელზა პაპოშვილი 19.09.2021

მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კვლავ აქტუალურია კითხვა - რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში, თუკი „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე მეტს ვერ აიღებს. როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია, რომელსაც 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმად აქვს გამოცხადებული და როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, რომელიც პერიოდულად შეახსენებს ხოლმე ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას?
|
თეონა ვეშაგური 19.09.2021

ბოლო ერთ კვირაში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის წამახალისებელი ლატარია დაწესდა, ორი დოზით აცრილთა რიცხვი 107,206 ადამიანით გაიზარდა. დღეისათვის სრული ვაქცინირებულია მოსახლეობის 24.6%, რაც ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, არასაკმარისია წლის ბოლოსთვის სასურველი შედეგის მისაღწევად.
|
თეონა ვეშაგური 19.09.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას სიახლეების მოძიების უნარი აღარ აქვთ. ისინი ტრადიციულად ერთსა და იმავე საარჩევნო კამპანას ატრიალებენ, რაც ქალაქში გამოჩენილი „სისხლიანი ბანერებიდან" ნათლად ჩანს, - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს, რომლის აზრითაც მმართველი პარტიისათვის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" და სწორედ ამიტომ მოხვდა იგი ნეგატიური შინაარსის საარჩენვო ბანერებზე.
| |
ქრისტინე კაპანაძე 18.09.2021
„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან" დააწყვილოს და გაათამაშოს იგივე ორპოლუსიანი ფორმულა, რაც წინა არჩევნებზე მათთვის მომგებიანი იყო. თუმცა აღნიშნულ ორპოლუსიანობაში, შესაძლოა, ამომრჩეველმა მესამე პოლუსი წამოწიოს გახარიას სახით - პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მმართველ გუნდს გახარიას კრიტიკით არასწორი გზა აქვს შერჩეული.
|
ქრისტინე კაპანაძე 18.09.2021
ის თუ რა შემთხვევაში გამომუშავდება ორგანიზმში უფრო ძლიერი იმუნიტეტი არის სერიოზულად გამოსაკვლევი საკითხი, თუმცა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა და, შესაბამისად, თავი უნდა შევიკავოთ ზეპირი განცხადებებისგან - ასე ეხმაურება ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ექიმ ლევან რატიანის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ კოვიდგადატანილებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს.
|
ელზა პაპოშვილი 17.09.2021

ნარკოტიკების ირგვლივ სკანდალი გრძელდება. ექსპრემიერს გიორგი გახარიას მმართველი გუნდი უკვე პირდაპირ ადანაშაულებს, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია. მაშინ ჩნდება კითხვა როდის გაარკვია ეს „ოცნებამ“ ახლა თუ მაშინ, როცა ის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა და შემდეგ პრემიერად? მითუმეტეს ნარკოტიკების მომხმარებელი მინისტრი კლუბ „ბასიანში“ შევარდა და ნარკოტიკების გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვა?
|
თეონა ვეშაგური 17.09.2021

8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა ქართველი სამართალდამცველების ხელშია. მისი ექსტრადირება უკრაინამ დღეს განახორციელა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თბილისში უკრაინიდან სპეცრეისით ჩამოიყვანეს. მას აეროპორტში პენიტენციური სამსახურის ავტომობილი დახვდა, რის შემდეგაც ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|