ია აბულაშვილი
01.11.2021

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის თანამოაზრეებს მოუწოდებს „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს მიბაძონ და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვან, რათა „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო“. ამ ახალი მიმართვის გამო ენმ-ში დაბნეულობა და გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა. ანალიტიკოსთა შეფასებით კი,  მმართველ პარტიაზე მეტად, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ, რამდენიმე მიზეზის გამო, თავად ენმ დააზიანოს.

ელზა პაპოშვილი
01.11.2021

ენმ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად მასშტაბური აქციების სერიას იწყებს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდთან ავლებენ პარალელს და აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის ეს მორიგი მცდელობა ისევ ოპოზიციას დააზიანებს.

ია აბულაშვილი
01.11.2021

ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ნაწილი პარტიის ლიდერების ტაქტიკით უკმაყოფილოა, რადგან, მათი აზრით, სწორედ ლილერებმა ვერ უზრუნველყვეს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება. ექსპერტთა წრეებში  კი არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შედეგების გამო ნიკა მელიამ შეიძლება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს, ან დაატოვებინონ.

თეონა ვეშაგური
01.11.2021

„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ახალი ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება იზღუდება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კანონპროექტს მისი კომიტეტი დადებით შეფასებას აძლევს და სავარაუდოდ, მას პარლამენტი ახლო მომავალში დაამტკიცებს. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ასევე იგეგმება შეზღუდვების დაწესება კაზინოებსა და სლოტკლუბებში თამბაქოს მოხმარებაზე.

თეონა ვეშაგური
01.11.2021

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო, ეპიდვითარების გაუარესების გამო, 4 ნოემბრიდან საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას გეგმავს. ამ ინფორმაციის თანამხად, შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლები წინასწარ უკვე გააფრთხილეს მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. ამას საზოგადოების ნაწილში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „რეზონანსი" კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურს დაუკავშირდა.

ელზა პაპოშვილი
31.10.2021

მმართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მოიგო. მერების არჩევნები 20 ქალაქში გაიმართა და აქედან „ოცნების კანდიდატმა“ 19 ქალაქში გაიმარჯვა, ერთში კი - ენმ-ის წარმომადგენელმა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საკრებულოებში მეორე ტურში სულ 42 მაჟორიტარის არჩევა მოხდა და აქედან 28 შემთხვევაში „ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, 14-ში კი - ოპოზიციის კანდიდატებმა.

ელზა პაპოშვილი
31.10.2021

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პირველადი შეფასება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შესახებ  ცნობილია -„კარგად ადმინისტრირებული იყო, კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა“ - ესაა ეუთოს ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის განცხადება. მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური ზოგადად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა თუმცა იყო გარკვეული ნეგატიური მოვლენებიც. 

თეონა ვეშაგური
31.10.2021

თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის სააბოლოო შედეგების მიხედვით, რამდენიმე რეგიონალურ საკრებულოში ადგილები ისე გადანაწილდა, რომ უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. შესაბამისად, აქ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ სასურველი კონფიგურაციის უმრავლესობის ფორმირებისთვის ამ საკრებულოებში შესაძლოა მწვავე დაპირისპირება ვიხილოთ, თუმცა მანამდე გასარკვევა, შევა თუ არა ამ საკრებულოებში ენმ, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

თეონა ვეშაგური
31.10.2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგად წალენჯიხის მერი ენმ-ის წარმომადგენელი გახდა. ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობაც დაკარგა. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ მინიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე ხელისუფლება შეიცვალა, რაც საინტერესო პრეცედენტს ქმნის. ანალიტიკოსთა შეფასებით, თუკი წალენჯიხის ახალი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იქნება ორიენტირებული და ხმაურიან პოლიტიკურ განცხადებებს მოერიდება, შესაძლოა კოალიციური მმართველობის კარგი მაგალითი მივიღოთ.

თეონა ვეშაგური
30.10.2021

არჩევნების გაყალბების შესაძლო მცდელობის გამოაშკარავების მოტივით, არჩევნების დღეს ოპოზიციამ კონკრეტული ამომრჩევლის პირადი ინფორმაცია გაავრცელა, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იურისტები სერიოზულ დარღვევად მიიჩნევენ. საუბარია ნაძალადევში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველი ორი პირადობის მოწმობით მოვიდა.

თეონა ვეშაგური
30.10.2021

არჩევნების საბოლოო შედეგებამდე რამდენიმე საათით ადრე ორი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ვრცელდება. თითოეული გამოკითხვის შედეგი ასახავს 18:00 საათის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ ორივე მონაცემი საგრძნობლად სცილდება ერთმანეთს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ განვლილ გამოცდილებას დავეყრდნობით, ამ შემთხვევაში უფრო სანდოდ კომპანია „გორბის" შედეგები უნდა მივიჩნიოთ.

თეონა ვეშაგური
30.10.2021

კორონავირუსის დელტა ვარიანტის ახალი ქვე-შტამი, რომელიც რუსეთში უკვე ფართოდ გავრცელდა და საკმაოდ მძიმე შედეგებიც გამოიწვია, შესაძლოა ახლო მომავალში საქართველოშიც გამოჩნდეს. ამ ქვე-შტამის შედეგად რუსეთში მკვეთრად გაუარესდა სტატისტიკა და შაბათს ახალი ანტირეკორდიც დამყარდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×