თამთა ჩაჩანიძე
12.09.2021

იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვთ, 15 სექტემბრიდან კორონავირუსზე ტესტირება ფასიანი ხდება. სპეციალისტთა ნაწილი შიშობს, რომ ამას ერთის მხრივ ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან ერთად უარყოფითი ეფექტიც ექნება - აუცრელი მოქალაქეები საეჭვო სიმპტომების შემთხვევაშიც არ გაიკეთებენ ტესტს, რაც სტატისტიკას დაამახინჯებს და ეპიდსიტუაციაზე არასწორ წარმოდგენას შეგვიქმნის.

თეონა ვეშაგური
12.09.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ბოლო განცხადება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აშკარა საყვედურს შეიცავს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მელიამაც გაიხუროს „ნაციონალური მოძრაობის" კარი, როგორც ეს გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, თუმცა ეს ბევრად ხმაურიანი პროცესი იქნება. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
12.09.2021

ადგილობრივ არჩევნებამდე სამი კვირა რჩება და უკვე გამოიკვეთა ის ქალაქები და რაიონები, სადაც განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირება იქნება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ 63-დან 10-15 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მეორე ტურებია მოსალოდნელი, ანალიტიკოსები კი „მთელ კვირასთან“ საუბრისას წინა წლების გამოცდილებასა და ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დეტალებზე დაყრდნობით იმ კონკრეტულ რეგიონებს ასახელებენ, სადაც ყველაზე დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2021

პარტია „კანონი და სამართალის" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სახალხო მოძრაობა 10 სექტემბერს დააფუძნა. იდეა უკვე მოიწონა „ნაციონალურმა მოძრაობამ", თუმცა ამ დრომდე არცერთი სხვა ოპოზიციური პარტია ამ ინიციატივას დადებითად არ გამოხმაურებია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბარში ამას ორი მიზეზით ხსნის.

თეონა ვეშაგური
12.09.2021

კოვიდ-19-ის ახლი მიუ შტამი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის ობიექტია. კორონავირუსის ეს ვარიანტი უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს 39 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოს მეზობელ თურქეთში. რამდენად საშიშია მიუ შტამი, რით განსხვავდება იგი საქართველოში ამჟამად გავრცელებული დელტა შტამისგან და რა მოხდება, თუ ის ჩვენთან დომინანტური გახდა?

ქრისტინე კაპანაძე
11.09.2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ქარდავა კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ქარდავამ სხვებზეც მისცეს ჩვენებები, თუმცა აღნიშნული მის საქმეს აღარ უშველის.

ქრისტინე კაპანაძე
11.09.2021

თბილისის მოქმედმა მერი ოთხი ტელევიზიის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის კანდიდატთა დებატები „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" უნდა გაიმართოს, თანაც მერობის ყველა კანდიდატის მონაწილეობით. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ კალაძის უარი დებატების ჩატარების ადგილთან დაკავშირებით ლოგიკურია, თუმცა გაუგებარია რატომ იწუნებს იგი დებატების შეთავაზებულ ფორმატს.

თეონა ვეშაგური
10.09.2021

„ქართულ ოცნებას" შესწევს ძალა, რომ მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე, თუმცა გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც ქვეყნის მთავარი პრობლემაა, აცხადებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ამბობს, რომ ყველა პრობლემის მოგვარების გზა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" დარჩენაა, ოპოზიციის პროპაგანდისტული გამოსვლების მიუხედავად. მისი თქმით, მომდევნო 3 წელი ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
10.09.2021

„ქართული ოცნება" მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია" - ასე აფასებენ მმართველი გუნდის ლიდერები ადგილობრივ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებულ კვლევებს, შედეგებზე ოპოზიციის შეფასება კრიტიკულია, აცხადებენ, რომ ამ გამოკითხვის პასუხები საქართველოს მოსახლეობის განწყობებს არ ასახავს.

ელზა პაპოშვილი
10.09.2021

არჩევნებამდე  რამდენიმე კვირით ადრე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძესა და გიორგი გახარიას ერთნაირი რეიტინგი აქვთ, ხოლო მესამე ადგილს  ნიკა მელია იკავებს. ამ კვლევების მიხედვით მეორე ტური გარადუვალია. ამის პარალელურად კი კვლევებს „ოცნებაც“ აქვეყნებს, სადაც სურათი რადიკალურად განსხვავებულია და კალაძეს ორივე კანდიდატთან შედარებით ბევრად მეტი რეიტინგი აქვს. ამ შემთხვევაში კი კალაძე პირველივე ტურში იმარჯვებს. რატომ არის ერთიდაიგივე დროს გამოქვეყნებული ორი კვლევა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და რა სურათს გვაძლევს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე? 

თეონა ვეშაგური
10.09.2021

ხელისუფლების მიერ 7 სექტემბერს მიღებული ამნისტიის კანონით გათვალისწინებულ შეწყალებაზე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია უარს აცხადებს. „ოცნებაში" თვლიან, რომ ეს უარი მხოლოდ „აფერისტობაა" და თუ სინამდვილეში არ სურს შეწყალების მიღება, ამაზე შესაბამისი განცხადება უნდა დაწეროს. ამასთან, იმუქრებიან, რომ თუ უარის შედეგად მელიას ამნისტია არ შეეხება, საქმეზე სამართალწარმოება გაგრძელდება.

თამთა ჩაჩანიძე
10.09.2021

ის, რომ „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 25%-ია, რამ გამოიწვია ნამდვილად ვერ გეტყვით. როცა პარტიული დაკვეთაა, იქ უკვე შესაბამისობასთან კითხვები თავისთავად ჩნდება. „ქართულ ოცნებას" რომ ჩაეტარებინა, 45% „ქართულ ოცნებას" ექნებოდა და 15% „ნაცმოძრაობას", ამიტომაც ციფრები ჩემი აზრით სანდო არაა - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ფორმულას" დაკვეთით „ედისონ რისერჩის" კვლევაზე.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×